სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი მიიჩნევს, რომ სომხეთ-თურქეთის დიალოგმა მიაღწია საკმარის სიმწიფეს, რაც საჭიროა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა და საზღვრის სრულად გახსნისთვის.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამის შესახებ განაცხადა ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა მუდმივი კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას.
„თურქეთ-სომხეთის დიალოგმა მიაღწია იმ სტადიას, რომ მიმდინარე პროცესების პარალელურად შესაძლებელია საბოლოო შედეგის მიღწევაც. კერძოდ, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და საზღვრის სრული გახსნა. აქ არ არსებობს არანაირი უთანხმოება და ჩვენ ამის შესახებ ვაცნობებთ ჩვენს თურქ პარტნიორებს“, – განაცხადა მირზოიანმა.

