„არანაირი კრემლის კონცერტი!“ – თამარ გვერდწითელი კრემლში აღარ იმღერებს
6 მარტს კრემლში დაგეგმილ კონცერტზე, რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლები თამარ გვერდწითელი და ქეთა თოფურია აღარ იმღერებენ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„არანაირი კრემლის კონცერტი! კონცერტი არ შედგება კრემლში!“ – წერს თამარ გვერდწითელი ფეისბუკზე.
კრემლში დაგეგმილ კონცერტზე აღარ იმღერებს ქეთა თოფურიაც. მან ეს გარემოება პირადი მიზეზებით ახსნა.