სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025

არ მინდა,ვინმემ სადარბაზოში მომახრჩოს! ახალი წერილი და მუქარა მივიღე – ინგა გრიგოლია

“ძალიან ვრცელი პოსტის დაწერა მიწევს,პრინციპში,პოსტიც არაა,ვრცელი წერილია…უკვე თითქმის ხუთი წელია ,წელიწადში რამდენჯერმე ვაპირებ დავწერო,მაგრამ მერე ვშლი ხოლმე. ეხლა უბრალოდ ,გამოსავალს ვეღარ ვხედავ…. გადავწყვიტე,ხვალიდან შეიარაღებულმა ვიარო. აი ასე,მარტივად ვაცხადებ-ხვალიდან სახლიდან გავალ მხოლოდ შეიარაღებული,მხოლოდ იმიტომ რომ ვცხოვრობ ქვეყანაში,სადაც ქალების (მით უფრო ,მარტოხელა ქალების) უფლებებს სახელმწიფო დიდად ვერ იცავს,რადგან ბევრი წელია ვითხოვ დახმარებას და არაფერი გამომდის….სულ ვაშუქებ სხვებზე ძალადობის თემას-მოკლული ქალების,ნაცემი ქალების, ზეწოლის და ტერორის ქვეშ მყოფი ქალების თემას და ჩემი რეაქცია ამ დროს ყველაზე მძაფრია ხოლმე…. მე არ მინდა მომკლან!!!! მე არ მინდა ვიცხოვრო ძალადობის ქვეშ! მე არ მინდა,ჩემზე ძალადობა გახდეს ჩემი მეგობრების გადაცემების და რეპორტაჟების თემა. საერთოდ არ მინდა სიკვდილი და არც ვაპირებ ჯერ!!!!! მაგრამ მე არ ვიცი,სახლიდან რომ გავალ,რა შეიძლება დამემართოს. რამდენიმე წელია,ვცხოვრობ სრულ საგიჟეთში და რამდენიმე წელია,თავი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გმირი მგონია,რომელსაც მანიაკი დასდევს და როდის წაახრჩობს,არ იცის…ახლა მოგიყვებით ამბავს,რომელზეც გთხოვთ,არ გაგეცინოთ,რადგან სასაცილო არაა,საშიში ამბავია.თავიდან მეც მეცინებოდა,ჩემს მეგობრებსაც ეცინებოდათ….დღეს უკვე აღარ მეცინება…მოკლედ საქმე რაშია-ბევრი წლის წინ,თუ არ ვცდები,2011 იყო,ჩემს ტელეფონზე დაიწყო უცნაური ზარები.ვიღაც კაცი რეკავდა და მეუბნებოდა,რომ ჩემი შვილის მამა იყო(მარიამის მამა გარდაცვლილია).ძაან რომ შემაწუხა,გავარკვიე ,ციხიდან ირეკებოდა და აღარ ვპასუხობდი ციხის ნომრებს.ერთ დღეს,უკვე 2013 წელი იყო,როცა საყოველთაო ამინისტია გამოცხადდა,უცხო ნომერი რეკავს და მეუბნება,რომ მე ვარ,შენი შვილის მამა ,შენს სახლთან ვდგევარ და ჩამოდიო. მოკლედ,2013-ში გამოვიდა ციხიდან…შოკში ჩავვარდი,რადგან აღარ ჩერდებოდა ზარები დღეები,თვეები..ვიღაც ავადმყოფი ტიპი რეკავდა გაუჩერებლად და ითხოვდა ჩემგან დამებრუნებინა მისი ქონება,რაღაც ფული და მენახებინა მისი შვილი,სახელად თამარი(ჩემს შვილს,მოგეხსენებათ,მარიამი ჰქვია)…იძულებული გავხდი,განცხადება დამეწერა პოლიციაში,რდგან რაღაც გაუგებარ ქონებას და ფულს მთხოვდა და იმუქრებოდა. ითხოვდა არარსებულ შვილთან შეხვედრას…ვიარე პოლიციაში,დაიწყო გამოძიება,გამომძიებლები მშვიდად მიხსნიდნენ ,რომ ტიპი ამტკიცებდა,თითქოს ჩემი ქმარი იყო,რომელსაც ქონება წავართვი..ყველაზე გულის ამრევი ის იყო,რომ როცა ამ ტიპის ჩენებას მიკითხავდნენ,თან ისე იღრიჭებოდნენ,თითქოს ძაან გასართობი ამბავი ხდებოდა. !!!!!! დღემდე გრძელდება ეს ამბავი,დღემდე ვცხოვრობ წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ. უბედურება ისაა,რომ ტიპმა იცის ჩემი სახლი,ჩემი მშობლების სახლი, მარიამიც კი შეხვდა ერთხელ კართან..მიადგა მამაჩემს და ეუბნება,ინგას ქმარი ვარო და ყველაფერი იმით დამთავრდა,რომ მამაჩემმა კინაღამ მოკლა…. არ მთავრდება ეს ჰიჩკოკობა.პერიოდულობით ვთხოვდი პოლიციას დაცვას ,აქამდე მეუბნებოდნენ,რომ კანონი არ აძლევდათ დაჭერის საშუალებას,რადგან პირდაპირი მუქარა,რომ რამეს მიზამს (მაგალითად მომკლავს), არ იყო..ალბათ ქალი აუცილებლად უნდა მოკვდეს,რომ მოძალადე დაიჭირონ…. ამ დღეებში უკვე ახალი წერილი და მუქარა მივიღე,რომელიც ტელევიზიაში დატოვა ამ ტიპმა(კადრებშიცაა დაფიქსირებული,როგორ აძლევს წერილს ჩემს თანამშრომელს),სადაც წერს რომ 20 მაისამდე თუ არ დავუბრუნებ რაღაც ქონებას ,სახლის კარს შემომიმტვრევს…. არასოდეს მეგონა,რომ მსგავსი პოსტის დაწერა მომიწევდა,მაგრამ სხვა გზას ვეღარ ვხედავ. ხო,დამავიწყდა,ეს ტიპი,რომელიც ამნისტიით გამოვიდა( მე ასე ვიცი),როგორც ვიცი,ყაჩაღობისთვის იხდიდა სასჯელს..თავიდან მეგონა,რომ ფსიქიური პრობლემები ჰქონდა,თანდათან დავრწმუნდი,რომ ან მოგზავნილია,ან ჩვეულებრივი მანიაკი! ეს დღეებია,არ ვარ საქართველოში. წამოსვლამდე საქმის კურსში ჩავაყენე ახალი შს მინისტრის პრეს-ცენტრი( იმედი მაქვს,ამჯერად მაინც დამიცავენ) .ჩამოვალ თუ არა ,პირდაპირ ვაპირებ წავიდე პოლიციაში,რადგან ხვალისთვის დამიანონსა ამ მანიაკმა სახლის კარის შემომტვრევა…. არ ვიცი,ამჯერად რითი დასრულდება ჩემი მიმართვა პოლიციის მიმართ ,თუმცა კი ვიმედოვებ,ამიტომ,როგორც ზევით დავწერე,ხვალიდან შეიარაღებული ვივლი…p.s-მიზანმიმართულად არ მივეცი უფლება არც ერთ ჩემს მეგობარს და ოჯახის წევრ მამაკაცს,რომ ქართულად ,,მომეყომარებინა,,ეს საქმე და ვინმეს გაეხია ცემაში .არ მინდოდა ჩემს გამო,ვინმე ჩემიანი დამეზარალებინა..მინდა დამიცვას სახელმწიფომ! არ მინდა,ვინმემ სადარბაზოში მომახრჩოს! ხოდა ,გადავწყვიტე,ხმამაღლა მომეყოლა ეს ყველაფერი. მადლობა,ვისაც ნერვი გეყოთ და წაიკითხეთ!!!! დავამატებ-საქმეც იყო აღძრული,მაგრამ მაშინ ჯერ ადევნებაზე კანონი არ იყო და რახან არ იყო ეს კანონი,დამტოვეს მარტო ჩენს პრობლემასთან და საფრთხესთან პირისპირ.” – წერს გრიგოლია

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფრიდრიხ მერცი – გაყინული აქტივების გამოყენების საკითხს თუ ვერ გავუმკლავდებით, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა

რუსული გაყინული აქტივების გამოყენება აუცილებელია, რათა მოსკოვს ვაჩვენოთ, რომ ომის გაგრძელება უაზრობაა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანულ-უკრაინულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.„ბლოკის წევრებმა უნდა იპოვონ გზა, დაყონ რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ამ აქტივების ამოღებასა და გამოყენებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რისკავენ, ხანგრძლივი ზიანი მიაყენონ ევროკავშირის რეპუტაციას. თუ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ამ ამოცანას, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა“,- განაცხადა მერცმა.მისი თქმით, „მხოლოდ ძალის გამოვლენა დაასრულებს ამ ომს“.

🎥სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს – იაგო ხვიჩია

„სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს...“,  - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი დააკავეს

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი, ნიკ რაინერი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ნიკ რაინერს 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გამოძიებას ჩვენი ძარცვის/მკვლელობის განყოფილება აწარმოებს. ისინი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ამ საქმეზე და შეძლეს ნიკ რაინერის, ამ საქმეში ეჭვმიტანილის დაკავება. შემდეგ მას მკვლელობაში ბრალი წაუყენეს და 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა," - განაცხადა ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა ჯიმ მაკდონელმა.ცნობისთვის, ცნობილი ამერიკელი რეჟისორის რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელ რაინერის ცხედრები საკუთარ სახლში დღეს იპოვეს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

სრულწლოვნის მიერ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმა “სისხლის სამართლის კოდექსით“გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ხდება სრულწლოვანის მიერ დანაშაულის ჩადენაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან ერთად თანამონაწილის ან თანაამსრულებლის სახით მონაწილეობა.შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.“ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს.თუ არასრულწლოვანი 14 წლის ასაკს მიუღწეველია - სასჯელის ვადა არ უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის ორ მესამედზე ნაკლები და იმავდროულად, სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს იმავე დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.ამავე პროექტის მიხედვით, სასჯელის დანიშვნის ეს წესი არ გამოიყენება, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება ან არსებობს პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი.როგორც ინიციატორები განმარტავენ, პრაქტიკაში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც განზრახ და მიზანმიმართულად ხდება ბავშვების ჩაბმა დანაშაულებრივ და სხვა უკანონო ქმედებებში, რაც უმთავრესად პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზანს ემსახურება. მათივე შეფასებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ლიბერალური და ჰუმანური სისტემის დანერგვას თან სდევს რისკი, რომ კრიმინალური ელემენტების მხრიდან სხვადასხვა უკანონო მიზნების მისაღწევად მოხდეს საზოგადოების გამოუცდელი და მოწყვლადი ნაწილის - ბავშვების გამოყენება.ამასთან, პარლამენტში განხილვის პროცესშია და მიმდინარე კვირას მესამე მოსმენით დაამტკიცებენ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს.

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა.ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას.„თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება“, – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.

ბოლო სიახლეები