ორშაბათი, ივნისი 2, 2025

„არ მიეკაროთ, ნეგატივს თქვენ მიიზიდავთ!“ – როგორ უნდა მოიქცეთ, თუ საფლავზე ფოტოები, ან ბოქლომი იპოვეთ

ხშირია შემთხვევები, როცა სასაფლაოებზე ადამიანების ფოტოებს პოულობენ, ზოგიერთ მათგანს, ნემსების კვალი ატყვია. ასევე, მრავლადაა ბოქლომები, რაც ჩაკეტილობის სიმბოლოა. ეზოთერიკოსი და ტაროლოგი მარიამ ბელქანია აცხადებს, რომ ამ ნივთებს არ უნდა შევეხოთ.

ძალიან ბევრი ადამიანი შემხვედრია, ვინც სურათებს უღებდა ადამიანის ფოტოებს, რომლებზეც ნემსები იყო ჩარჭობილი. არავინ მიეკაროთ, იმ ნეგატივს თავად გადმოიზიდავენ. კი, სურათის გადაღება შეიძლება და ამით იმის პოვნა, ვინც ფოტოზეა“, – ამბობს ბელქანია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიკა გვარამია – არჩევნების ბოიკოტის მთავარ საფუძვლად პოლიტპატიმრების თავისუფლების მოხმობა არასწორია, ივანიშვილი გაუშვებს ტყვეებს და შეგვათრევს წინასწარ გაყალბებულ არჩევნებში

თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტის მთავარ საფუძვლად პოლიტპატიმრების თავისუფლების მოხმობა არასწორია. მესმის, რომ ღია ჭრილობაა და ადამიანურად ყველაზე აუტანელი, მაგრამ არც პრაგმატულად და არც ფასეულობითად, არაა ამ არგუმენტის მთავარ არგუმენტად ქცევა სწორი, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.როგორც გვარამია აღნიშნავს, ფასეულობითად, თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა სამშობლოს ინტერესებს აზიანებს.„პრაგმატულად, როგორც კი პოლიტპატიმრების გათავისუფლება, როგორც მთავარი პრიორიტეტი გამოკრისტალდება, ზუსტად მაგას დააკმაყოფილებს ივანიშვილი: გაუშვებს ტყვეებს და შეგვათრევს ქვეყნის დამღუპველ წინასწარ გაყალბებულ არჩევნებში. ამ არჩევნებსაც მოიგებს და უკანა რიცხვით საპარლამენტო არჩევნებსაც „გაიპრავებს“ და ლეგიტიმაციას მოიპოვებს შინ და გარეთ.ახალი საპარლამენტო არჩევნები ახალი ადმინისტრაციით და სამართლიანი თამაშის წესებით.პოლიტპატიმრების გათავისუფლება.გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიღებული ანტიდემოკრატიული კანონების გაუქმება“, – წერს ნიკა გვარამია.

ირაკლი კობახიძე – გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, საქართველო გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის საშუალებით საგარეო შოკებს წარმატებით გაუმკლავდა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნა

გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და არახელსაყრელი გარემოებების მიუხედავად, საქართველო გონივრული ეკონომიკური პოლიტიკისა და მიმდინარე რეფორმების საშუალებით საგარეო შოკებს წარმატებით გაუმკლავდა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნა, – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს დღეს წარუდგინა.ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში 2021-2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 2023 წელს დადებითი ტენდენცია შენარჩუნდა და ეკონომიკური ზრდა 7.8%-ს გაუტოლდა.„წინასწარი შეფასებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა კი 9.4%-ით გაიზარდა. მთლიანობაში, პოსტპანდემიურ პერიოდში საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.7%-ს გაუტოლდა. 2024 წელს მშპ-მა 91.9 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო მშპ ერთ სულზე 24,872 ლარს − 9,141 დოლარს გაუტოლდა.  სავალუტო ფონდის შეფასებებზე დაყრდნობით, 2023 წელს მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით, საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებელი ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის 41.3%-ს შეადგენდა, ხოლო 2024 წელს 45.3%-ამდე გაიზარდა“, – აღნიშნულია ანგარიშში.დოკუმენტში საუბარია 2025 წლის ეკონომიკურ პარამეტრებზეც და ნათქვამია, რომ მიმდინარე წელი ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდით დაიწყო.„2025 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 11.1 პროცენტი და თებერვალში 7.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო მარტში 9.0 პროცენტს გაუტოლდა. 2025 წლის იანვარ-მარტის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ით განისაზღვრა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.მთავრობის განმარტებით, 2024 წელს ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ვაჭრობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობებისა და სხვა სერვისების სექტორში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.„ძლიერია შიდა მოთხოვნა და ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი მოხმარებამ შეიტანა, რომელიც წლიურად 13%-ით გაიზარდა ძლიერი საკრედიტო აქტივობისა და ხელფასების ზრდის ფონზე. მოხმარებასთან ერთად, მზარდი ტენდენციით ხასიათდება მომსახურების ექსპორტი, რაც ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებისა და სატრანსპორტო მომსახურების ზრდას უკავშირდება, ამასთან, წინა წლებში შთამბეჭდავი ზრდის შემდგომ, მაღალ დონეზე ნარჩუნდება კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტი. 2022 წლიდან საინვესტიციო დანახარჯების მაღალმა ზრდამ და პროდუქტიულობის გაუმჯობესებამ ხელი შეუწყო პოტენციური ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას“, – ნათქვამია დოკუმენტში.აღმასრულებელი ხელისუფლების პროგნოზით, შემდგომ წლებში საქართველო მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.„საქართველოს მთავრობის საბაზისო პროგნოზით, 2025 წელს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება, თუმცა მოსალოდნელია პროგნოზის ზრდის მიმართულებით გადახედვა. ძლიერი შიდა მოთხოვნა, ინვესტიციების მოზიდვა და სტრუქტურული რეფორმები ხელს შეუწყობს მაღალ ეკონომიკურ ზრდას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2025−2030 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ზრდა რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის − საშუალოდ 5.2%-ის ოდენობით“, – ნათქვამია დოკუმენტში.საქართველოს მთავრობა დოკუმენტში ეკონომიკის ზრდის ფონზე სიღარიბის დონეზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა და ისტორიულ მინიმუმს მიაღწია.„საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის დონე, რომელიც გულისხმობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ხვედრით წილს, 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, 2.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა (ორნიშნა მაჩვენებელს პირველად ჩამოცდა)  და რეკორდულად დაბალი – 9.4 პროცენტი შეადგინა. 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, დაახლოებით – 90 ათასზე მეტმა ადამიანმა, ხოლო 2019 წელთან შედარებით 378 ათასზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს (2024 წელს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 346.8 ათასს, 2023 წელს – 438.6 ათასს, ხოლო 2019 წელს – 725.5 ათასს). სიღარიბის დონის კლებას ხელი შეუწყო ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობმა  ეკონომიკურმა პოლიტიკამ, კერძოდ, გაიზარდა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა, რაც სიღარიბის შემცირების და დასაქმების ზრდის ბუნებრივ გზას წარმოადგენს“, – აღნიშნავს მთავრობა.ანგარიშში საუბარია ინფლაციაზეც. როგორც მთავრობა აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, საქართველოში დაბალია ინფლაციის მაჩვენებელი.„2024 წელს საშუალო ინფლაცია 1.1%-ს გაუტოლდა. 2025 წლის  აპრილში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 3.4% შეადგინა. მოსალოდნელია, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს − 3%-ს დროებით გადააჭარბებს და 2026 წელს მიზნობრივ დონეს დაუახლოვდება. დაბალი და სტაბილური ინფლაციის თანაარსებობა, მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად,  პროდუქტიულობისა და პოტენციური ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებით აიხსნება. ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდა შესაბამისად აისახა  შრომის ბაზარზე. 2024 წელს როგორც უმუშევრობის, ისე დასაქმების მაჩვენებლები გაუმჯობესდა სამუშაო ძალის მონაწილეობის დონის ზრდასთან ერთად. 2024 წელს უმუშევრობის მაჩვენებელი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე შემცირდა და 13.9%  შეადგინა. 2024 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 67.9 ათასით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს − 1,402.5 ათასს გაუტოლდა“, – ნათქვამია ანგარიშში.

ირაკლი კობახიძე – საშუალოვადიან პერიოდში, საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანა კვლავ არის, უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკის მზაობა ევროკავშირის წევრობისთვის

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებიდან გამომდინარე, საშუალოვადიან პერიოდში, საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანა კვლავ არის, უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკის მზაობა ევროკავშირის წევრობისთვის, – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს დღეს წარუდგინა.დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, ევროკომისიის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, მეორედ მოამზადა „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა“, ამჯერადმ 2025 − 2027 წლებისთვის.მთავრობის ცნობით, პროგრამა მოწონებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 იანვრის №31 განკარგულებით და ევროკომისიას წარედგინა.„აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ხარჯების საშუალოვადიანი დაგეგმვის ინსტრუმენტს კანდიდატი ქვეყნებისათვის“, – ნათქვამია დოკუმენტში.

რა ხდება იტალიაში სადაც ვულკანი “ეტნა” ამოიფრქვა

იტალიის კუნძულ სიცილიაზე, ვულკანი "ეტნა" ამოიფრქვა და ერთი კილომეტრის სიმაღლეზე ფერფლს და კვამლს უშვებს. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.მედიის ცნობით, ვულკანის დასათვალიერებლად ჩასული ტურისტები თავს გაქცევით შველიან. ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.ვულკანის ამოფრქვევის მასშტაბიდან გამომდინარე, მის მიერ გამოშვებული კვამლის ღრუბლის ნახვა ახლომდებარე ქალაქებისა და სოფლების მაცხოვრებლებს შეეძლოთ.ტულუზაში, ვულკანური ფერფლის საკონსულტაციო ცენტრმა, ავიაციისთვის წითელი განგაშის დონე გამოაცხადა, თუმცა ის მალევე შეიცვალა და ამჟამად ნარინჯისფერი განგაშის დონე მოქმედებს.

თეა წულუკიანი – ოპოზიცია არის აბსოლუტურად თავგზააბნეული, არ აქვთ რაიმე ტიპის სტრატეგია, აქვთ მხოლოდ სპონტანური ტაქტიკური სვლები და თავს ხვევენ ბევრ გაუგებრობაში

კანონი ცალსახად ამბობს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით მოსამართლე თუ შეგიფარდებს გირაოს, ის გირაოც დადგენილ ვადაში უნდა იქნას გადახდილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსამართლე იძულებული ხდება, გირაოს შესახებ გადაწყვეტილება შეცვალოს წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილებით. არ მგონია, ეს ვინმეს უკვირდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.წულუკიანის თქმით, ოპოზიცია თავგზააბნეულია და არ აქვთ რაიმე ტიპის სტრატეგია და თავს ხვევენ ბევრ გაუგებრობაში.„კანონი არის მკაფიო, ჩვენ სისხლის სამართლის კოდექსის, თუ სისხლის სამართლის პროცესუალურ კანონმდებლობაში ვერ ვნახავთ ვერც ერთ ნორმას, რომელიც შეიძლება იყოს ბუნდოვანი ან გაუგებარი. კანონი ცალსახად ამბობს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით მოსამართლე თუ შეგიფარდებს გირაოს, ის გირაოც დადგენილ ვადაში უნდა იქნას გადახდილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსამართლეს იქ არ აქვს დიდი მიხედულების ფართო სფერო და არეალი, თუ არ არის გირაო გადახდილი, მოსამართლე იძულებული ხდება, ასე რომ ვთქვა, გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში, გირაოს შესახებ გადაწყვეტილება შეცვალოს წინასწარი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებით. არ მგონია, ეს ვინმეს უკვირდეს.რაც შეეხება, რატომ აქციეს ყოველივე ეს მათი გაგებით პოლიტიკურ სანახაობად, ჩემი აზრით, ისინი არიან აბსოლუტურად თავგზააბნეულები, არცერთ ოპოზიციურ ჯგუფს, ვინც პარლამენტის გარეთ არის, არ აქვს, როგორც მე ვფიქრობ და ვხედავ, რაიმე ტიპის სტრატეგია, აქვთ მხოლოდ სპონტანური ტაქტიკური სვლები, რომლებიც შემდეგ ერთმანეთთან შესაბამისობაში არ მოდის და თავს ხვევენ ძალიან ბევრ გაუგებრობაში. ეს ყველაფერია, პოლიტიკის გარდა. თანმიმდევრული პოლიტიკის შემთხვევაში, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მომხრეც მოიპოვოს და ამომრჩეველს გააგებინოს, რა უნდა და რისთვის იღწვის, მაგრამ, როგორც ჩანს, მათი სურვილი რეალური პოლიტიკის კეთება არ არის, ალბათ იმიტომ, რომ იციან, შანსი ნულზე ქვევით აქვთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.პარტია „ახლის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. გვარამიას გირაოს გადახდის ვადა 7 ივნისს ეწურება. ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.

ბოლო სიახლეები