არ არსებობს არცერთი სახელმწიფო, რომლის უსაფრთხოებაც გაძლიერდება ნატო-ში გაწევრიანების შედეგად, ამის მაგალითია პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, ფინეთი და შვედეთი, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ახლა ეს ქვეყნები იმყოფებიან ჰიპოთეზური საპასუხო დარტყმის საფრთხის ქვეშ, მათ შორის ბირთვული იარაღის დარტყმის.
„რა უსაფრთხოება მიიღეს? ისინი უბრალოდ ჩვენი შეიარაღებული ძალების სამიზნეებში მოხვდნენ. მათი ცხოვრება უკეთესი გახდა? – არა”, – აღნიშნა დიმიტრი მედვედევმა.
რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დიალოგი ყველა ქვეყნისთვის სასარგებლოდ მიმდინარეობს.