კვირა, ივლისი 12, 2026

ანტონ ობოლაშვილი – ჩვენს მუნიციპალიტეტს აქვს განვითარების უდიდესი პოტენციალი, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე ტურიზმის

,,ასპინძაში ბოლო პერიოდში მიმდინარეობს ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი და ყველა სამუშაო მიმართული იმისკენ, რომ დაძლეულ იქნას ის გამოწევები, რომელიც გვაქვს’’ განაცხადა უმრავლესობის წევრმა ანტონ ობოლაშვილმა, ასპინძაში ,,ქართული ოცნების’’ მერობის კანდიდატის როსტომ მაგრაქველიძის წარდგენისას.
მაჟორიტარმა დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც რეგიონში მიმდინარეობს.
 ,,ყველა სოფელში მიმდინარეობს  გაზიფიცირება, სარწყავი და სასმელი წყლის მოწესრიგება. დარწმუნებული ვარ, ეს გამოწვევები მალე იქნება დაძლეული და ადგილობრივებს ექნებათ განვითარების მეტი შესაძლებლობა. ასევე, მნიშვნელოვანია ის პროგრამები, რომლებსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ახორციელებენ.  ბატონმა პრემიერმა ბრძანა, რომ ამ მიმართულებით იგეგმება ათეულობით მილიარდი ლარის ინვესტიცია, რაც მეტი განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს. აუცილებელია ამ პროგრამების მაქსიმალური გამოყენება.’’- განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.
დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა იმ ტურისტულ პოტენციალზე, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტს გააჩნია.
,,ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, ვიყო ასპინძის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი და მისი განვითარების მონაწილე.  ჩვენს მუნიციპალიტეტს აქვს განვითარების უდიდესი პოტენციალი როგორც სოფლის მეურნეობის, ისე ტურიზმის მიმართულებით. ტურისტებისთვის ასპინძა ნამდვილი სამოთხეა. რადგან აქ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კულტურულ–ისტორიული არქიტექტორული ძეგლები, რომელთა წვლილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში  ფასდაუდებელია. ვარძიის კედლებში ინახავს ჩვენი ქვეყნის ძლევამოსილებას და ეს თითოეული ქართველისთვის არის საამაყო. პროექტებს, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს ხელმძღვანელობდა ჩვენი მოქმედი მერი როსტომ მაგრაქველიძე და აუცილებელია მან გააგრძელოს ეს სამუშაოები, რადგან ასპინძა განვითარების სწორ გზაზე დგას. დარწმუნებული ვარ, თავისი გეგმებით ის გააკეთებს ყველაფერს,  რომ თითოეული ასპინძელისთვის იყოს განვითარების მეტი საშუალება. ხვალინდელი ასპინძა იქნება ბევრად უფრო უკეთესი და როსტომი იქნება ასპინძის წარმატებული მერი’’ – განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„სეტყვა, წვიმა, ელჭექი…“ – მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

11 ივლისს - შაბათსდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით  ღრუბლიანობის  მომატება. ზოგან ხანმოკლე  წვიმა და ელჭექი, მთიან რაიონებში დღისით  ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით  +20, +25°,დღისით  25,  +30°;  მთაში ღამით  +16, +21°,დღისით  +23, +28°; მაღალმთაში ღამით +9, +14°, დღისით +22, +27°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.  შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან  ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +17, +22°, დღისით  +28, +33°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით  +25, +30°; მაღალმთაში ღამით +10, +15°, დღისით +20, +25°.12 ივლისი -კვირადასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით  ღრუბლიანობის  მომატება. ზოგან ხანმოკლე  წვიმა და ელჭექი.დასავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა:  დაბლობში ღამით  +17, +22°,დღისით  27,  +32°;  მთაშიღამით  +14, +19°,დღისით  +26, +31°; მაღალმთაში ღამით +8, +13°, დღისით +24, +29°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში  ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის  ქარი10-15 მ/წმ ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +17, +22°, დღისით  +27, +32°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით  +25, +30°; მაღალმთაში ღამით +10, +15°, დღისით  +17, +22°, ზოგან +26°.13 ივლისს - ორშაბათსდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით  ღრუბლიანობის  მომატება. ზოგან ხანმოკლე  წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების  ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°,დღისით  27,  +32°;  მთაში ღამით  +14, +19°,დღისით  +26, +31°; მაღალმთაში ღამით +10, +15°, დღისით +25, +30°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან  ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +17, +22°, დღისით  +29, +34°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით  +27, +32°;მაღალმთაში ღამით +9, +14°, დღისით +16, +21°, ზოგან +28°,

ლოცვა, რომელიც პეტრე-პავლობის დღესასწაულზე უნდა წაიკითხოთ

12 ივლისს განსაკუთრებული ადგილი უკავია მართლმადიდებლურ კალენდარში - ამ დღეს ეკლესია პატივს მიაგებს წმინდა მოციქულებს, პეტრესა და პავლეს. ქრისტეს ეს ორი დიდი მოწაფე რწმენის, გამბედაობისა და ღვთაებრივი ჭეშმარიტებისადმი ერთგულების სიმბოლოდ იქცა, რამაც ქრისტიანული ეკლესიის მყარი საფუძველი ჩაუყარა. მათი სულიერი ღვაწლი მილიონობით მორწმუნეს შთააგონებს და მათთვის ლოცვითი მიმართვები სულს სიმშვიდითა და იმედით ავსებს. ამ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წმინდანთა მიმართვა ჯანმრთელობის, ოჯახის კეთილდღეობის, პრობლემებისგან დაცვისა და რწმენის განმტკიცების გულწრფელი თხოვნებით.როგორ აღვნიშნოთ პეტრეპავლობა12 ივლისს მართლმადიდებელი ქრისტიანები აღნიშნავენ მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს, სახარების უდიდესი მქადაგებლებისა, რომელთა მსახურებაც ქრისტეს ეკლესიის დაარსების ქვაკუთხედად იქცა. ეს დღე განსაკუთრებული მნიშვნელობითაა სავსე და მორწმუნეებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაუღრმავდნენ სულიერ რეფლექსიას, ლოცვასა და კეთილ საქმეებს.1. ტაძრის მონახულება დაიწყეთ დილა ღვთისმსახურებაში მონაწილეობით. განსაკუთრებით საზეიმოა მოციქულთა პეტრესა და პავლეს პატივსაცემად აღვლენილი ლიტურგია. წმინდა ზიარების მიღება, წმინდანთა ხატების წინაშე ლოცვა და საყოველთაო საეკლესიო ლოცვაში მონაწილეობა დაგეხმარებათ ღმერთთან ერთიანობის ძალის შეგრძნებაში და თქვენი რწმენის განმტკიცებაში.2. სახლში ლოცვა ტაძრიდან დაბრუნების შემდეგ, გამონახეთ დრო განმარტოებული ლოცვისთვის. წაიკითხეთ აკათისტი ანუ სპეციალური ლოცვები, რომლებიც მიმართულია მოციქულთა პეტრესა და პავლესადმი და ითხოვენ მათ შუამდგომლობას ოჯახის, მშვიდობის, ჯანმრთელობისა და სულიერი დაცვის საკითხებში.3. ოჯახური სუფრა ოჯახთან ერთად სადღესასწაულო ვახშამი დღეს განსაკუთრებულ სითბოს მატებს. ტრადიციულად, სუფრაზე შეიძლება თევზის ან ზღვის პროდუქტების კერძები იყოს, რაც მოციქულ პეტრეს მეთევზეობის პროფესიის შეხსენებას აღნიშნავს. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკვები, არამედ სიყვარულის, მადლიერებისა და კომუნიკაციის ატმოსფეროც.4. გააზიარეთ სიკეთე მოციქულების ხსოვნა ასევე შეხსენებაა მოყვასისადმი მსახურების შესახებ. დაეხმარეთ მათ, ვისაც ეს სჭირდება: გაიღეთ შემოწირულება ტაძრისთვის, მხარი დაუჭირეთ გაჭირვებულებს, მოინახულეთ მარტოხელა ან ავადმყოფი. ამ დღეს გაკეთებული ნებისმიერი კეთილი საქმე ნამდვილი ქრისტიანული სიყვარულის გამოვლინება იქნება.5. წმინდანთა ცხოვრების შესწავლაპეტრე და პავლე ის პიროვნებები არიან, რომელთა სულიერი გზები გვაძლევს შთაგონებას, ხელახლა დავფიქრდეთ ჩვენს ცხოვრებაზე. დღის ნაწილი დაუთმეთ წმინდა წერილის, წმინდანთა ცხოვრების ან სულიერი ლიტერატურის კითხვას, რათა უფრო ღრმად გაიგოთ მათი როლი ქრისტიანობის განვითარებაში.

მერაბ დვალიშვილმა RAF-ში ჰენრი სეხუდო დაამარცხა

მერაბ დვალიშვილმა თბილისში, Real American Freestyle-ში (RAF) ჰენრი სეხუდო 11:8 დაამარცხა.დვალიშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონის წინააღმდეგ 0:8 მარცხდებოდა, თუმცა საოცრად იასპარეზა და გამარჯვება მოიპოვა.მერაბ დვალიშვილი და ჰერნი სეხუდო აქამდე ერთხელ ერთმანეთს UFC-ში შეხვდნენ და ის ბრძოლაც დვალიშვილმა მოიგო.აღსანიშნავია, რომ თბილისში გამართულ RAF-ის ღონისძიებაზე გენო პეტრიაშვილმა, გივი მაჭარაშვილმა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმაც მოიგეს.

პაველ ჰერჩინსკი – ევროკავშირი ეფუძნება შეკრების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს, ეს პრინციპები თითოეულმა ქვეყანამ უნდა დაიცვას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს

ევროკავშირი ეფუძნება პრინციპებს, ყველაზე მნიშვნელოვანი კი შეკრების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.ჰერჩინსკის კითხვა დაუსვეს, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განაჩენის შესახებ.კითხვის საპასუხოდ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ეს კითხვა მართლმსაჯულების სისიტემას მიერმართება და თავად კომენტარს ამაზე არ უნდა აკეთებდეს.„რაც შეეხება განაჩენს, რომელზეც კითხვა დამისვით. ეს კითხვა მართლმსაჯულების სისტემისთვისაა და კომენტარს მე არ უნდა ვაკეთებდე. რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ ევროკავშირი ეფუძნება პრინციპებს. ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპები კი შეკრების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლებაა. ესაა ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც აერთიანებს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს და ეს პრინციპები თითოეულმა ქვეყანამ უნდა დაიცვას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.ცნობისთვის, ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით, 29 ნოემბრის ეპიზოდზე ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

კონსტანტინე პეტრიაშვილი 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია

ჩრდილოეთ მაკედონიაში მიმდინარეობს 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში.97 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა კონსტანტინე პეტრიაშვილმა ფინალში ფრანგი აშაბ დადაევი 10-0 დაამარცხა და ტიტულის დაცვა მოახერხა.ახალგაზრდა ქართველმა ფალავანმა 2025 წლის კონტინენტის პირველობის ფინალშიც ფრანგი სპორტსმენი, აშაბ დადაევი დაამარცხა.

ბოლო სიახლეები