ხუთშაბათი, იანვარი 23, 2025

ანსამბლი „ერისიონი” სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„გარდაიცვალა „ერისიონის“ ყოფილი მსახიობ-მომღერალი ჯემალ მუსერიძე. სამწუხარო ინფორმაცია ანსამბლის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„გარდაიცვალა „ერისიონის“ ყოფილი მსახიობ-მომღერალი ბატონი ჯემალ მუსერიძე, რომელიც ანსამბლში 20 წელი მღეროდა. იგი იყო იშვიათი ბანის მქონე მომღერალი და უკეთილშობილესი პიროვნება.ანსამბლის სახელით, ვიზიარებთ ოჯახის წევრებისა და ახლობლების მწუხარებას…დაკრძალვა: 14 მარტს, 2 საათზე. მის: უნივერსიტეტის ქუჩა 6“,- ნათქვამია მათ განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები მოასწავებდნენ ათას უბედურებას ქვეყნისთვის, საბედნიეროდ, მათი პროგნოზები არასდროს მართლდება, ძაღლი ყეფდა, ქარავანი მიდიოდა

რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები მოასწავებდნენ ათას უბედურებას ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა, ჩვენი ქვეყნისთვის საბედნიეროდ, რადიკალების პროგნოზები არასოდეს მართლდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ამ განცხადებების ფონზე ხელისუფლებამ შეძლო და ქვეყნის ეკონომიკა ოთხ წელიწადში გაზარდა 40 მილიარდი ლარით. „რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები ასე ლაპარაკობენ, უკვე წლებია. 2020 წლიდან მოყოლებული განსაკუთრებით, ისინი საუბრობენ ასეთ ტონალობაში, მუდმივად საუბრობენ რისკებზე, პრობლემურ განვითარებაზე. საბოლოო ჯამში, ძაღლი ყეფდა, ქარავანი მიდიოდა და თქვენ ხედავთ, რომ ამ განცხადებების ფონზე ჩვენ შევძელით და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ოთხ წელიწადში გავზარდეთ 40 მილიარდი ლარით. მაშინაც რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები, მათ შორის მხარდამჭერი ბიზნესმენები, მოასწავებდნენ ათას უბედურებას ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა, ჩვენი ქვეყნისთვის საბედნიეროდ, რადიკალების პროგნოზები არასოდეს მართლდებოდა, ჩვენი ქვეყანა განაგრძობდა ეკონომიკურ განვითარებას, ოთხ წელიწადში 40 მილიარდით გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა და ჩვენი მიზანი შემდეგი ოთხ წლისთვის არის ასევე 40 მილიარდი ლარით ქვეყნის ეკონომიკის გაზრდა. 2028 წლის ბოლოსთვის ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს, მინიმუმ, 130 მილიარდი ლარი. როგორც არ უნდა საუბრობდნენ ეს ადამიანები, ჩვენ განვაგრძობთ ზრუნვას ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, ბიძინა ივანიშვილი არცერთ შემთხვევაში არ დათმობს ამ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს

იყო კონკრეტული ძალიან მძიმე მანკიერი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც ითვალისწინებდა ჩვენი ქვეყნის რეალურად განადგურებას, მეორე ფრონტის გახსნას და სწორედ ამას უკავშირდება ეს პოლიტიკური ინტერესები, რის გამოც ხდება შვეიცარული ბანკების უკვე გამოყენება ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროა, რომ ოდესღაც ცნობილი შვეიცარიული საბანკო სისტემა, რომელიც განთქმული იყო თავისი საიმედოობით, დღეს გამოიყენება პოლიტიკური შანტაჟისთვის. „სრულიად აშკარაა, რომ ამ ყველაფერს აქვს მკაფიოდ პოლიტიკური საფუძველი. თქვენ იცით, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის ძარცვა დაიწყო 2008 წელს, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ყოველგვარ კომუნიკაციაზე მიხეილ სააკაშვილთან. რაც შეეხება ახალი ეტაპის პრობლემებს, ეს პრობლემები შეიქმნა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ,  როდესაც საქართველოს მიმართ წამოვიდა კონკრეტული მოთხოვნა, რაზეც ჩვენ არ დავეთანხმეთ შესაბამის სუბიექტებს და ამასთან დაკავშირებით წარმოექმნა პრობლემები ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც, როდესაც გაიყინა თანხმები მის ანგარიშზე შვეიცარულ ბანკში. ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური. საერთაშორისო მედიაში რა კოორდინაციასაც ვხედავთ, რა თქმა უნდა, ამასაც აქვს თავიდან ბოლომდე პოლიტიკური საფუძველი. ეს ყველაფერი გამოიყენებოდა შანტაჟის ინსტრუმენტად ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ვხედავთ, რომ ეს პროცესი გრძელდება. კიდევ ერთხელ უნდა ითქვას ერთი მარტივი რამ: როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არცერთ შემთხვევაში არ დათმობს ამ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს. თქვენ იცით, რომ 2011 წელს ის პოლიტიკურ პროცესში შემოვიდა ძალიან დიდი რისკის ფასად, ყველაფერი გვერდზე გადადო იმის გამო, რომ იმ მომენტში ეს იყო ერთადერთი უალტერნატივო გზა ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის და ასე იყო ეს 2022 წელსაც, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან სერიოზული ზეწოლა, იყო სერიოზული შანტაჟი, არცერთ ეტაპზე არც კი უფიქრია ვინმეს ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც ჩვენი ქვეყნის განადგურებასთან იქნებოდა დაკავშირებული. შესაბამისად, ცალსახად, ეს არის პოლიტიკური შანტაჟი. სამწუხაროა, რომ ოდესღაც ცნობილი შვეიცარიული საბანკო სისტემა, რომელიც განთქმული იყო თავისი საიმედოობით, დღეს გამოიყენება პოლიტიკური შანტაჟისთვის. ამით ანგრევენ, რეალურად, თვითონ შვეიცარულ ბანკებს, მაგალითად Credit Suisse-ის აქციების ფასი 100-ჯერ და მეტად არის გაუფასურებული. თავის დროზე თუ იყო Credit Suisse-ის აქციის ფასი 80 ფრანკი, დღეს ერთ ფრანკს არის ბევრად ჩამოცილებული. ამითაც, რა თქმა უნდა, სარგებლობენ კონკრეტული სუბიექტები, რომლებიც იაფად ყიდულობენ შესაბამის აქციებს. ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური კოორდინაციის შედეგი. იყო კონკრეტული ძალიან მძიმე მანკიერი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც ითვალისწინებდა ჩვენი ქვეყნის რეალურად განადგურებას, მეორე ფრონტის გახსნას და სწორედ ამას უკავშირდება ეს პოლიტიკური ინტერესები, რის გამოც ხდება უკვე შვეიცარული ბანკების გამოყენება ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ტიკტოკერი“ ქალი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა გარდაიცვალა

„ტიკტოკერი“ ქალი, ნინა პიტნავა, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა გარდაიცვალა. ის ბოლო პერიოდში „ტიკტოკზე“ ხშირად დებდა ვიდეოებს მისი ავადმყოფობის შესახებ. სამწუხარო ინფორმაციას მისი შვილიშვილი ავრცელებს და ყველას მადლობას უხდის გულშემატკივრობისთვის.

ეს არის უნივერსალური რეკომენდაცია, რომელიც ვირუსის დროს უნდა გავითვალისწინოთ – ივანე ჩხაიძე

10 ადამიანიდან, რომელსაც ხველა, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და მაღალი ტემპერატურა აქვს, სავარაუდოდ, 6 გრიპით ინფიცირებულია, - ამის შესახებ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, თუ დეკემბრის ბოლოს ვირუსების საერთო განაწილებიდან გრიპის ხვედრითი წილი 25% იყო, ახლა 60%-ს მიაღწია. „გრიპის ვირუსის ხვედრითი წილი მატულობს. იანვარი გრიპის ვირუსის მატების თვალსაზრისით გამორჩეული იყო. თუ დეკემბრის ბოლოს გრიპის ხვედრითი წილი იყო 25%, ახლა 60%-ს მიაღწია. ვირუსების საერთო განაწილებიდან 60%-ში გრიპი ფიქსირდება. ეს ნიშნავს რომ 10 ადამიანიდან, რომელსაც ხველა, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და მაღალი ტემპერატურა აქვს, სავარაუდოდ, 6 გრიპით ინფიცირებულია. ეს ნიშნავს, რომ ახლა, ინფიცირების მატების ფონზე გრიპი გავრცელების მიხედვით მაქსიმალურ ციფრზეა“,- აღნიშნა ჩხაიძემ. მისივე ინფორმაციით, გრიპის შემთხვევების ზრდასთან ერთად გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც და იაშვილის კლინიკაში 25-საწოლიანი დეპარტამენტი დაამატეს. „მკვეთრად არის გაზრდილი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი იაშვილის კლინიკაში. ერთი დეპარტამენტი მთლიანად დავუმატეთ ჩვენს სტრუქტურულ შემადგენლობას, 25 საწოლი საკმარისი არ აღმოჩნდა. კიდევ ერთი, 25-საწოლიანი დეპარტამენტი გამოვათავისუფლეთ ბავშვების მისაღებად. გრიპი მძიმე მიმდინარეობის გამო, კლინიკაში უნდა იყოს მართული. ჩვენს კლინიკაში არ დაფიქსირებულა გრიპით გარდაცვალების შემთხვევა“,-აღნიშნა ჩხაიძემ მისივე თქმით, მთავარი რეკომენდაცია ვაქცინაციაა. აქვს თუ არა აზრი ახლა ამ ვაქცინის გაკეთებას, ეს არის ერთ-ერთი მთავარი კითხვა, იმიტომ, რომ ჩვენ ხშირად ვამბობთ, ოქტომბრის ბოლო, ნოემბრის თვე არის იდეალური პერიოდი ვაქცინაციისთვის. მაგრამ როდესაც საქმე რისკ-ჯგუფებს ეხება, რისკ-ჯგუფებისთვის ვაქცინაცია არასდროს გვიანი არ არის, ვინაიდან მოსახლეობის ამ ფენას აქვს მაღალი ალბათობა, გრიპით ინფიცირების შემთხვევაში, დაავადების მძიმე მიმდინარების, საავადმყოფოში მოხვედრის. რისკი-ჯგუფები არიან ორსულები, 5 წლამდე ასაკის ბავშვები, 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე პირები. მათთვის ახლაც ვაქცინაციის ჩატარებას, რა თქმა უნდა, აზრი აქვს," - აღნიშნა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ.

ირაკლი კობახიძე – მზად ვართ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონკრეტული გზამკვლევით, კონკრეტული ინდიკატორებით, კონკრეტული სამიზნე მაჩვენებლებით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა

ჩვენ ძალიან ვართ დაინტერესებული, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა და, უფრო მეტიც, განვაცხადეთ, რომ გვინდა, სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან; მეტიც, გვინდა, ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს, შესაძლოა, იყოს ისეთივე გზამკვლევი, როგორიც არის ასოცირების დღის წესრიგი. „დაახლოებით ისეთივე გზამკვლევით, როგორიც არის შედგენილი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისთვის, როგორიც არის ასოცირების დღის წესრიგი. მზად ვართ, რომ კონკრეტული გზამკვლევით, კონკრეტული ინდიკატორებით, კონკრეტული სამიზნე მაჩვენებლებით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან. ჩვენ ვართ მოხარული, რომ გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მასზე, თუ რამდენად შეძლებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ სრულად დამარცხებას აშშ-ში. ჩვენ ვართ ზოგადად ოპტიმისტურად განწყობილი და კიდევ ერთხელ, გვაქვს სრული მზაობა იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები“, – განაცხადა კობახიძემ.

ბოლო სიახლეები