პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე კონსულტაციები გაიმართა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის. მხარეები ორ საკითხზე შეთანხმდნენ, თუმცა აზრთა სხვადასხვაობაა გენერალური პროკურორის არჩევის წესზე.
„პრაქტიკულად ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ აირჩევა გენერალური პროკურორი კვალიფიციური უმრავლესობით და ერთი წლის ვადით, როგორც ეს არის პროექტში შემოთავაზებული. ერთი წლის ვადით არჩევა არის ძალიან პრობლემატური და ასევე კონსენსუსი ისეთ საკითხზე, როგორიც არის ერთი კონკრეტული თანამდებობის პირის არჩევა პრაქტიკულად შეუძლებელია პოლიტიკურ ველზე. ეს კონკრეტული არგუმენტები დავდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. ველოდებით კონტრარგუმენტებს. დღეს კომიტეტზე გვექნება განხილვა და მსჯელობა და საბოლოოდ როგორი ფორმით მიიღება ცვლილებები გაირკვევა პლენარულ სხდომაზე“, – განმარტა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.