სამშაბათი, მარტი 11, 2025

ანრი ოხანაშვილი: „მე ვიქნები უშუალო გულშემატკივარი ყველა იმ პროფესიონალი კეთილსინდისიერი საჯარო მოსამსახურის, რომელიც მუშაობს იუსტიციის სამინისტროში“

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი ანრი ოხანაშვილი მხარდაჭერას უცხადებს უწყებაში დასაქმებულ ყველა პროფესიონალ საჯარო მოსამსახურეს, რომელიც კეთილსინდისიერად ემსახურება საკუთარ ქვეყანას:

„მე ვიქნები უშუალო გულშემატკივარი ყველა იმ პროფესიონალი კეთილსინდისიერი საჯარო მოსამსახურის, რომელიც მუშაობს იუსტიციის სამინისტროში და ჩვენი ყველას ერთობლივი ამოცანა იქნება, რომ მაღალი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერად და დიდი პასუხისმგებლობით ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს“, ‒ აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მარკო რუბიო: ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინამ და აშშ-მა პოზიტიური ნაბიჯი გადადგეს დღეს გამართულ მოლაპარაკებებზე.„ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.„ჩვენ შეთავაზებას წარვუდგენთ. ჩვენ მათ ვეტყვით - ეს არის ის, რაც მაგიდაზეა. უკრაინა მზად არის შეწყვიტოს სროლა და დაიწყოს საუბარი, ახლა კი მათზე იქნება დამოკიდებული, თქვან კი ან არა. იმედი მაქვს, რომ ისინი დათანხმდებიან. თუ ისინი ამას გააკეთებენ, მაშინ ვფიქრობ, რომ ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ. თუ ისინი იტყვიან უარს, მაშინ ჩვენ, სამწუხაროდ, გვეცოდინება, რა არის დამაბრკოლებელი აქ მშვიდობისთვის“, - აღნიშნა მარკო რუბიომ.მისი თქმით, უკრაინამ ასევე გამოხატა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება დაუყოვნებლივი, შუალედური 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების განცხადების თანახმად, უკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა, აშშ კი განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინის სამხედრო დახმარებას

უკრაინა მზადაა, მიიღოს აშშ-ის წინადადება, ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის შესახებ, აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. ამის შესახებ უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.„დღეს ჯედაში, საუდის არაბეთში, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს უკრაინისთვის ხანგრძლივი მშვიდობის აღდგენის მიმართულებით. უკრაინის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინელი ხალხის მადლიერება პრეზიდენტ ტრამპის, აშშ-ის კონგრესისა და შეერთებული შტატების ხალხის მიმართ, რომლებმაც შესაძლებელი გახადეს მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა მშვიდობისთვის. უკრაინამ გამოხატა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება დაუყოვნებლივი, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით და რომელიც დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებასა და ერთდროულ განხორციელებაზე. შეერთებული შტატები აცნობებს რუსეთს, რომ რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები არის მშვიდობის მიღწევის გასაღები. შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას და განაახლებს სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.განცხადების თანახმად, „დელეგაციებმა ასევე განიხილეს ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელობა, როგორც სამშვიდობო პროცესის ნაწილი, განსაკუთრებით ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში, მათ შორის სამხედრო ტყვეების გაცვლა, სამოქალაქო პირების გათავისუფლება და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნება“.„ორივე დელეგაცია შეთანხმდა, რომ დაასახელებენ თავიანთ მომლაპარაკებლების გუნდებს და დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას.შეერთებულმა შტატებმა აიღო ვალდებულება, განიხილოს ეს კონკრეტული წინადადებები რუსეთის წარმომადგენლებთან. უკრაინის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევროპელი პარტნიორები ჩართული იქნებიან სამშვიდობო პროცესში.ბოლოს, ორივე ქვეყნის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ რაც შეიძლება მალე მოაწერონ ხელი ყოვლისმომცველ შეთანხმებას უკრაინის სასარგებლო წიაღისეულის განვითარებისთვის, რათა გაფართოვდეს უკრაინის ეკონომიკა, დაიფაროს ამერიკული დახმარების ხარჯები და გარანტირებული იყოს უკრაინის გრძელვადიანი კეთილდღეობა და უსაფრთხოება​​​​​​​​​​​“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

20 წლის მარი ანანიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება – ის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და უცხოეთში გადაყვანა ჭირდება

20 წლის მარი ანანიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.ახალგაზრდა გოგო უკვე 6 თვეა კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და სასწრაფოდ სტამბულის კლინიკაში გადაყვანას საჭიროებს.ოჯახს ძვირადღირებული მედიკამენტებისა და მკურნალობის სახსრები აღარ აქვს. დახმარების მსურველებს, თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე:საქართველოს ბანკი: GE63BG0000000538740198თიბისი ბანკი: GE68TB7525845064300074მიმღები: ნათია ანანიძე

თეთრი სახლი: საუდის არაბეთში აშშ-სა და უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკებები პოზიტიური იყო

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთში აშშ-სა და უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკებები პოზიტიური იყო.მისი თქმით, შეხვედრიდან მიღებული სიახლეები მთელი დღის განმავლობაში პოზიტიური იყო და ორი ქვეყნის ოფიციალური პირების შეხვედრა პროდუქტიული აღმოჩნდა.

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ უკრაინისათვის დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას განაახლებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აშშ უკრაინისათვის დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას განაახლებს.როგორც უწყებაში აღნიშნეს, დღევანდელ შეხვედრაზე ორმა ქვეყანამ უკრაინისათვის გრძელვადიანი მშვიდობის აღსადგენად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.უკრაინამ ასევე გამოხატა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება დაუყოვნებლივი, შუალედური 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

ბოლო სიახლეები