შაბათი, მაისი 9, 2026

ანიტას საერთო კლინიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა

ორი წლის ანიტა ფაცაციას ჯანმრთელობის საერთი კლინიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ Facebook-ზე ანიტას მხარდამჭერ ჯგუფში- “ანიტასთვის” მისი ნათლია წერს.

“გოგო ანიტას ამბებიდან: (ისევ ბევრნი გვწერთ, ისევ აქ გპასუხობთ)
– ჩვენს პაწაწინა გოგოს გუშინ გაუკეთდა ექოსკოპია: განდევნის ფრაქციის მაჩვენებელი ისევ დაბალია: 15-17, მაგრამ, ბავშვის საერთო კლინიკური მდგომარეობა არის გაუმჯობესებული.
კიდევ ერთხელ ვამბობთ და ვადასტურებთ, რომ ამჯერად ჩვენი პატარა ნამდვილად მზრუნველ ხელებში მოხვდა… ასევე, მოვა დრო და უზარმაზარი მადლობის გადახდა მოგვიწევს ერთ ერთ ავსტრიელ კარდიოქირურგთან და ტრანსპლანტოლოგთან, რომელსაც მჭიდრო შეხება აქვს საქართველოსთან და თბილისთან და რომლის ჩართულობის და რჩევების გარეშეც ბევრ ძვირფას დროს დავკარგავდით.
– ოპერაცია, სახელად “შვრიის ფაფა”.
დიახ, გუშინ დილას გაიმართა ხელჩართული ბრძოლა მარიკოსა და ანიტას შორის, რომლის მიზანიც ქალბატონისთვის შვრიის ფაფის მირთმევა იყო.
გაიმარჯვა მარიკომ. ბედნიერები ვართ ჩვენც და ყველაც.
-ოპერაცია, სახელად “წვნიანი” :
დიახ, გუშინ შუადღისას, გაიმართა ხელჩართული ბრძოლა მარიკოსა და ქალბატონს შორის წვნიანის მირთმევაზე. მარიკო დამარცხებულია, ანიტა გამარჯვებული სახით მიირთმევს პიცას. ჩვენ ესეც გვიხარია, მანამდე, არაფერს ჭამდა საერთოდ.
ახალი კვირა დაიწყო და ვანახლებთ კლინიკების მოძიების პროცესებს, პარალელურად, ველოდებით პასუხებს იმ კლინიკებიდან, ვისაც მანამდე დავუკავშირდით.
ავსტრიის ქართველებო, ყველაფერი თქვენ თუ აჩუქეთ მაგ პრინცესას, ჩვენ რიღათი გავაკვირვოთ.

#ანიტასთვის მოფიქრალო ადამიანებო, თქვენი პოზიტიური აზრების და ლოცვის ძალით, ვიმედოვნებთ, რომ ამ კვირაში უფრო მეტი კარგი ამბავი გვექნება მოსაყოლი”,-წერს ანიტას ნათლია მის მხარდამჭერ ჯგუფში.

შენიშვნა: სტილი დაცულია.

2 წლის ანიტა ფაცაციას უმძიმესი დაავადება დილატაციური კარდიომიოფატია რამდენიმე თვის წინ დაუდგინდა.

საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი:

#GE28BG0000000100761966

მიმღები- ლია ჩხაიძე ( ანიტას ბებია)

თბს ანგარიში:

#GE38TB7855945064300017

გადახდის აპარატებიდან ჩასარიცხად:

პ/ნ 60001030692

ლია ჩხაიძე

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვლადიმერ პუტინი – კიევის რეჟიმმა კიდევ ერთხელ განახორციელა ტერორისტული ხასიათის აქტი, კერძოდ, დარტყმა მიაყენა როსტოვის რეგიონულ საჰაერო მოძრაობის ორგანიზაციის ცენტრს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მიერ როსტოვის საჰაერო მოძრაობის ორგანიზაციის ეროვნულ ცენტრზე განხორციელებულ დარტყმას ტერორისტული აქტი უწოდა.„განვიხილავთ რამდენიმე საკითხს, და პირველი, მთავარი არის მოვლენები, რომლებიც დღეს მოხდა: კიევის რეჟიმმა კიდევ ერთხელ განახორციელა, უდავოდ, ტერორისტული ხასიათის აქტი, კერძოდ კი დარტყმა მიაყენა როსტოვის რეგიონულ საჰაერო მოძრაობის ორგანიზაციის ცენტრს. ამას შეიძლებოდა ზეგავლენა მოეხდინა სამოქალაქო საჰაერო ხომალდების უსაფრთხოებაზე. საბედნიეროდ, ჩვენი ავიადისპეტჩერების მაღალპროფესიონალური მუშაობის შედეგად ტრაგიკული მოვლენები არ მომხდარა“,- განაცხადა პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრაზე.რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობის ვიცე-პრემიერ ვიტალი საველიევს სთხოვა ინფორმაციის მიწოდება ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ასევე „დამატებითი ზომების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს რუსეთის სატრანსპორტო კომპლექსის სტაბილურ და უსაფრთხო ფუნქციონირებას“.ცნობისთვის, 8 მაისის დრონები დაესხნენ თავს „როსტოვის აერონავიგაცია სამხრეთ რუსეთის“ ფილიალის შენობას როსტოვ-დონზე, რომელიც საჰაერო მოძრაობას მართავს. ამის გამო 13-მა აეროპორტმა დროებით შეაჩერა მუშაობა. კერძოდ, ასტრახანის, ვლადიკავკაზის, ვოლგოგრადის, გელენჯიკის, გროზნოს, კრასნოდარის, მაყაჩკალის, მაგასის, მინერალნიე ვოდის, ნალჩიკის, სოჭის, სტავროპოლისა და ელისტას აეროპორტებმა.„როსავიაციამ“ თავდაპირველად გაავრცელა შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, ფრენები ამ აეროპორტებში შეჩერდებოდა 12 მაისამდე, თუმცა მოგვიანებით, ეს დოკუმენტი გააუქმა. რუსეთის სამხრეთის მიმართულებით ფრენები 15:00 საათის შემდეგ აღდგა. ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, დღის ბოლომდე დაგეგმილია სულ 217 რეისი.

სოფელ აწყურთან ავარიას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა

ახალციხეში,  სოფელ აწყურში, სტადიონთან ავარია მოხდა, შემთხვევის შედეგად 2 პირი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, "სუბარუს" მარკის მანქანა ცხენს შეეჯახა.დაშავებული ახალგაზრდები კლინიკაში არიან გადაყვანილები.გარდაცვლილები სოფელ აწყურიდან არიან.ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამი ჯგუფი და პოლიცია.

აბას არაღჩი – ყოველ ჯერზე, როდესაც დიპლომატიური გადაწყვეტა დღის წესრიგში დგას, აშშ უგუნურ სამხედრო ავანტიურას ირჩევს

ყოველ ჯერზე, როდესაც დიპლომატიური გადაწყვეტა დღის წესრიგში დგას, აშშ უგუნურ სამხედრო ავანტიურას ირჩევს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.მისი თქმით, ირანელები არასდროს ემორჩილებიან ზეწოლას.„ეს უხეში ზეწოლის ტაქტიკაა? თუ რომელიმე დესტრუქციული მოთამაშის შედეგია, რომელმაც პრეზიდენტი კიდევ ერთხელ შეიყვანა ჩიხში? რაც არ უნდა იყოს მიზეზი, შედეგი იგივეა: ირანელები არასდროს ემორჩილებიან ზეწოლას. ასევე, ცდება ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო. ჩენი რაკეტების მარაგი და გაშვების უნარი 28 თებერვალთან შედარებით არა 75, არამედ 120 პროცენტია“, – აღნიშნა აბას არაღჩიმ.

ირაკლი მეზურნიშვილი – ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა, ჩვენი პოზიციები დაგვეფიქსირებინა იმ ფონზე, რაც მსოფლიოში ხდება

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, ბუდვაში, ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი განხორციელდა.მისი თქმით, ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა, სხვა ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან ორმხრივი შეხვედრები გაემართა.„შესაძლებლობა გვქონდა, ჩვენი პოზიციები დაგვეფიქსირებინა იმ ფონზე, რაც დღეს მსოფლიოში ხდება და განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონში. კერძოდ, თუ რამხელა გამოწვევების წინაშე დგანან ქვეყნები. მნიშვნელოვანია, კოლეგებთან მუდმივ კავშირზე ვიყოთ და გავცვალოთ პოზიციები.ასამბლეის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა, რომ მაღალი დონის ვიზიტი ყოფილიყო, ორმხრივი შეხვედრები გავმართეთ. სხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებს შევხვდით. ეს დამატებითი შესაძლებლობა იყო, რომ გაგვეცვალა კონტაქტები და საპარლამენტო თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ“, – განაცხადა მეზურნიშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – წითელი მოედანი ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე, რომლებიც შეგვიძლია სახლში დავაბრუნოთ

წითელი მოედანი ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე, რომლებიც შეგვიძლია სახლში დავაბრუნოთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.„უკრაინის არგუმენტი ყოველთვის იყო ამ ომის ერთ-ერთი საკვანძო ჰუმანიტარული საკითხის მოგვარება - კერძოდ, ომის ტყვეების გათავისუფლება. წითელი მოედანი ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე, რომლებიც შეგვიძლია სახლში დავაბრუნოთ.სწორედ ამიტომ დღეს, ამერიკული მხარის შუამავლობით მოლაპარაკებების პროცესის ჩარჩოში მივიღეთ რუსეთის თანხმობა ტყვეების გაცვლაზე ფორმატში „1000 1000ზე“. ასევე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უნდა დამყარდეს 9, 10 და 11 მაისს. უკრაინა თანმიმდევრულად მუშაობს თავისი ხალხის რუსული ტყვეობიდან სახლში დასაბრუნებლად. ჩემს გუნდს ინსტრუქცია მივეცი, რომ სწრაფად მოამზადონ ყველაფერი საჭირო გაცვლისთვის.მადლობას ვუხდი აშშ-ის პრეზიდენტსა და მის გუნდს მათი პროდუქტიული დიპლომატიური ჩართულობისთვის. მოველით, რომ აშშ უზრუნველყოფს რუსული მხარის მიერ ამ შეთანხმებების შესრულებას“, - წერს ზელენსკი.

ბოლო სიახლეები