კვირა, მარტი 8, 2026

ანიტას საერთო კლინიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა

ორი წლის ანიტა ფაცაციას ჯანმრთელობის საერთი კლინიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ Facebook-ზე ანიტას მხარდამჭერ ჯგუფში- “ანიტასთვის” მისი ნათლია წერს.

“გოგო ანიტას ამბებიდან: (ისევ ბევრნი გვწერთ, ისევ აქ გპასუხობთ)
– ჩვენს პაწაწინა გოგოს გუშინ გაუკეთდა ექოსკოპია: განდევნის ფრაქციის მაჩვენებელი ისევ დაბალია: 15-17, მაგრამ, ბავშვის საერთო კლინიკური მდგომარეობა არის გაუმჯობესებული.
კიდევ ერთხელ ვამბობთ და ვადასტურებთ, რომ ამჯერად ჩვენი პატარა ნამდვილად მზრუნველ ხელებში მოხვდა… ასევე, მოვა დრო და უზარმაზარი მადლობის გადახდა მოგვიწევს ერთ ერთ ავსტრიელ კარდიოქირურგთან და ტრანსპლანტოლოგთან, რომელსაც მჭიდრო შეხება აქვს საქართველოსთან და თბილისთან და რომლის ჩართულობის და რჩევების გარეშეც ბევრ ძვირფას დროს დავკარგავდით.
– ოპერაცია, სახელად “შვრიის ფაფა”.
დიახ, გუშინ დილას გაიმართა ხელჩართული ბრძოლა მარიკოსა და ანიტას შორის, რომლის მიზანიც ქალბატონისთვის შვრიის ფაფის მირთმევა იყო.
გაიმარჯვა მარიკომ. ბედნიერები ვართ ჩვენც და ყველაც.
-ოპერაცია, სახელად “წვნიანი” :
დიახ, გუშინ შუადღისას, გაიმართა ხელჩართული ბრძოლა მარიკოსა და ქალბატონს შორის წვნიანის მირთმევაზე. მარიკო დამარცხებულია, ანიტა გამარჯვებული სახით მიირთმევს პიცას. ჩვენ ესეც გვიხარია, მანამდე, არაფერს ჭამდა საერთოდ.
ახალი კვირა დაიწყო და ვანახლებთ კლინიკების მოძიების პროცესებს, პარალელურად, ველოდებით პასუხებს იმ კლინიკებიდან, ვისაც მანამდე დავუკავშირდით.
ავსტრიის ქართველებო, ყველაფერი თქვენ თუ აჩუქეთ მაგ პრინცესას, ჩვენ რიღათი გავაკვირვოთ.

#ანიტასთვის მოფიქრალო ადამიანებო, თქვენი პოზიტიური აზრების და ლოცვის ძალით, ვიმედოვნებთ, რომ ამ კვირაში უფრო მეტი კარგი ამბავი გვექნება მოსაყოლი”,-წერს ანიტას ნათლია მის მხარდამჭერ ჯგუფში.

შენიშვნა: სტილი დაცულია.

2 წლის ანიტა ფაცაციას უმძიმესი დაავადება დილატაციური კარდიომიოფატია რამდენიმე თვის წინ დაუდგინდა.

საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი:

#GE28BG0000000100761966

მიმღები- ლია ჩხაიძე ( ანიტას ბებია)

თბს ანგარიში:

#GE38TB7855945064300017

გადახდის აპარატებიდან ჩასარიცხად:

პ/ნ 60001030692

ლია ჩხაიძე

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჯანდაცვის მინისტრმა აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძეს 8 მარტი და მოახლოებული 100 წლის იუბილე მიულოცა

ჯანდაცვის მინისტრმა ღვაწლმოსილ, დამსახურებულ მეცნიერს, აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძეს 8 მარტი და მოახლოებული 100 წლის იუბილე მიულოცა. მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა ეთერ ქემერტელიძის გამორჩეულ მეცნიერულ ღვაწლს და საქართველოში ფარმაკოქიმიის განვითარების საქმეში მის დიდ დამსახურებას. აღინიშნა, რომ აკადემიკოსის მრავალწლიანი სამეცნიერო საქმიანობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული მეცნიერებისა და მედიცინის განვითარებაში.ეთერ ქემერტელიძე მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და კვლევის ავტორია. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კვლევის განვითარებაში და საქართველოში ამ სამეცნიერო მიმართულების დამკვიდრებაში. ეთერ ქემერტელიძე ქვეყანაში ფიტოქიმიისა და ფარმაკოქიმიის დარგის ერთ-ერთ ფუძემდებლად არის აღიარებული. მისი ხელმძღვანელობითა და კვლევების საფუძველზე შექმნილია სხვადასხვა დანიშნულების ორიგინალური სამკურნალო პრეპარატი. მეცნიერს მიღებული აქვს 88 საავტორო მოწმობა და პატენტი.აკადემიკოსს მიღებული აქვს მრავალი პერსონალური ჯილდო, სახელმწიფო და საერთაშორისო აღიარება. მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაშიც - შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის ნობელის კომიტეტის მიერ იყო მიწვეული ქიმიის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატურების წარსადგენად და ასევე ნომინირებული იყო საერთაშორისო მშვიდობის პრემიაზე.ეთერ ქემერტელიძე დღემდე აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში - თანამშრომლობს ფარმაკოლოგიის ინსტიტუტთან და აგრძელებს კვლევით საქმიანობას.ჯანდაცვის მინისტრმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორ ირაკლი ნატროშვილთან და უნივერსიტეტის კანცლერ ალექსანდრე ბუაჩიძესთან ერთად, ფარმაკოლოგიის ინსტიტუტიც დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო ინსტიტუტის საქმიანობასა და მიმდინარე კვლევით პროცესებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელს კარგად ორგანიზებული გეგმა და ბევრი სიურპრიზი აქვს, რაც ხელს შეუწყობს ირანში ცვლილებების შესაძლებლობას

სიმართლის მომენტი ახლოვდება, ჩვენ ვცდილობთ ირანის გათავისუფლებას, საბოლოო ჯამში, ეს თქვენზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანელი ხალხისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა.როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, ირანის წინააღმდეგ ომი გაგრძელდება კომპრომისების გარეშე და მისი მიზანია ირანის რეჟიმის დესტაბილიზაცია.ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელს მომდევნო ეტაპისთვის „კარგად ორგანიზებული გეგმა და ბევრი სიურპრიზი“ აქვს, რაც, მისი განცხადებით, ხელს შეუწყობს ირანში ცვლილებების შესაძლებლობას.ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ საბოლოოდ ირანის მომავალი თავად ირანელებზეა დამოკიდებული. ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ირანში ცვლილებების შემთხვევაში შესაძლებელია ისრაელსა და ირანს შორის მშვიდობის დამყარება და რეგიონში მშვიდობის გაფართოება.„ჩვენი წარმატება არა მხოლოდ მთელი მსოფლიოსთვის ბირთვული საფრთხის მოხსნას და არა მხოლოდ ისრაელსა და ირანს შორის მშვიდობას მოიტანს, არამედ ის ასევე ჩვენ გარშემო მშვიდობის წრეს გააფართოებს. დღეს ყველა ხვდება, რომ აიათოლათა რეჟიმი მთელ მსოფლიოს საფრთხეს უქმნის. ბოლო დღეებში ირანმა თავის გარშემო 12 ქვეყანას შეუტია. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. ყველა ეს ქვეყანა ხედავს ისრაელის უზარმაზარ ძალას, ჩვენს მზადყოფნას, ებრძოლოს ტირანებს თეირანში, ჩვენი არმიისა და ხალხის სიმამაცეს და ჩვენს უზარმაზარ სამხედრო და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს. ბევრი ქვეყანა მოგვმართავს. გეუბნებით, ბევრი ქვეყანა ახლა მოგვმართავს თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ნეთანიაჰუმ ასევე გაიხსენა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრა და აღნიშნა, რომ ტრამპმა უთხრა: „ბიბი, ჩვენ ირანი ნებისმიერ ფასად უნდა შევაჩეროთ“. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ტრამპს „ისტორიული ლიდერობისთვის“ და განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის პარტნიორობა „დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე“.ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გაერო უსაფუძვლოდ აკრიტიკებდა ისრაელს მაშინ, როცა ის ებრძოდა „ჰამასს“, ხოლო ირანში ხელისუფლების მიერ მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობაზე „დუმდა“.ამასთან, ნეთანიაჰუმ ლიბანის ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყოს 2024 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება და განაიარაღოს  „ჰეზბოლა“ და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მძიმე შედეგები ელოდებათ.ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანა „გააკეთებს ყველაფერს, რაც აუცილებელია საკუთარი ქალაქებისა და მოქალაქეების დასაცავად“.

ჰაკან ფიდანი – თურქეთი აგრძელებს დიპლომატიური კონტაქტების შენარჩუნებას, რათა ხელი შეუწყოს აშშ-ს, ისრაელსა და ირანს შორის ომის დასრულებას

თურქეთი აგრძელებს დიპლომატიური კონტაქტების შენარჩუნებას, რათა ხელი შეუწყოს აშშ-ს, ისრაელსა და ირანს შორის ომის დასრულებას, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა.ფიდანის თქმით, თურქეთი მკაცრად გმობს მესამე ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებს.„ბატონი ფეზეშქიანის განცხადება – „ჩვენ არ დავესხმებით თავს, თუ თავად არ დაგვესხმებიან თავს. ბოდიშს ვიხდით თავდასხმისთვის“ – არის განცხადება, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ მკაცრად ვგმობთ მესამე ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებს“, – განაცხადა ფიდანმა.

დონალდ ტრამპი კირ სტარმერს მიმართავს – ჩვენ არ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ომებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ ერთვებიან

ჩვენ არ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ომებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ ერთვებიან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნულით ბრიტანეთის პრემიერს, კირ სტარმერს მიმართავს.როგორც აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, დიდი ბრიტანეთი, „ბოლოს და ბოლოს, სერიოზულად ფიქრობს“ ახლო აღმოსავლეთში ორი ავიამზიდის გაგზავნაზე, თუმცა ტრამპი შეთავაზებაზე უარს ამბობს.„გაერთიანებული სამეფო, ოდესღაც ჩვენი დიდი მოკავშირე, შესაძლოა, ყველაზე დიდიც, ბოლოს და ბოლოს, სერიოზულად ფიქრობს ახლო აღმოსავლეთში ორი ავიამზიდის გაგზავნაზე. ნუ შეწუხდებით, პრემიერ-მინისტრო სტარმერ, ჩვენ ისინი აღარ გვჭირდება – მაგრამ ჩვენ ამას დავიმახსოვრებთ. ჩვენ არ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ომებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ ერთვებიან!“ – წერს ტრამპი.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ირანისა და სპარსეთის ყურის რეგიონის სხვა ქვეყნების სუვერენიტეტი პატივისცემით უნდა იყოს გათვალისწინებული, ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო

ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, ომი, რომელიც არავისთვის იქნება სასარგებლო, –  ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ განაცხდა.მისი თქმით, ჩინეთი ყოველთვის მშვიდობისა და თანამშრომლობის მომხრე იყო და ხაზი გაუსვა, რომ ყველა მხარე, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას.„როგორც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების გულწრფელი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი, ჩინეთი მზადაა, ითანამშრომლოს მათთან გლობალური უსაფრთხოების ინიციატივების განსახორციელებლად, ახლო აღმოსავლეთში წესრიგის აღსადგენად, მისი ხალხებისთვის სიმშვიდისა და მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად. სუვერენიტეტი ამჟამინდელი საერთაშორისო წესრიგის ქვაკუთხედია. ირანისა და სპარსეთის ყურის რეგიონის სხვა ქვეყნების სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა პატივისცემით უნდა იყოს გათვალისწინებული და ხელშეუხებელი“, – განაცხადა ვანგ იმ.ამასთან, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ისა და ჩინეთის ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-ჩინეთის დიალოგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გლობალურად დამაზიანებელი შეცდომების თავიდან ასაცილებლად.„თუ ორი ქვეყანა ერთმანეთთან არ ითანამშრომლებს და დიალოგი არ გაგრძელდება, ეს მხოლოდ გაუგებრობებსა და არასწორ შეფასებებს გამოიწვევს, რაც საბოლოოდ კონფრონტაციამდე მივა და მთელ მსოფლიოს დააზარალებს“, – განაცხადა ვანგ იმ.მისივე თქმით, მიმდინარე წელი, შესაძლოა, მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებისთვის, რადგან უკვე დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები. ვანგ იმ აღნიშნა, რომ პეკინი მზად არის თანამშრომლობისთვის, თუმცა ურთიერთობის გაუმჯობესება ორივე მხარისგან მოითხოვს ნაბიჯებს.„ჩინეთის პოზიცია ყოველთვის პოზიტიური და ღიაა. მთავარი არის, რომ აშშ-მაც იმავე მიმართულებით იმუშაოს ჩინეთთან ერთად“, – განაცხადა ვანგ იმ.

ბოლო სიახლეები