ხუთშაბათი, მაისი 1, 2025

ანდრო ჭიჭინაძე – ერთის მხრივ, პროკურატურის ბრალდება გაუგებარია, მეორეს მხრივ სასაცილოა, მესამე მხრივ, ვერ იპოვიან იმას, რასაც გვედავებიან

ერთის მხრივ, პროკურატურის ბრალდება გაუგებარია, მეორეს მხრივ სასაცილოა, მესამე მხრივ, ვერ იპოვიან იმას, რასაც გვედავებიან, – ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა, ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მანაც და სხვა ბრალდებულებმაც საკუთარი სიტყვა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილისთვის მადლობის გადახდით დაიწყეს იმ გადაწყვეტილებისთვის, რომლის მიხედვითაც, დახურული სხდომა კვლავ საჯარო გახადა.

„დიდი მადლობა მინდა გითხრათ წინა სხდომაზე რაც გადაწყვეტილებაც მიიღეთ ამის გამო, პირველად მაქვს შეგრძნება, რომ მოსამართლე გვისმენს.

მე შემიძლია ვილაპარაკო პროტესტის მოტივაციაზე და როდის დაიწყო ეს პროტესტი. პროტესტი არც 28 ნოემბერს და არც მანამდე არ დაწყებულა, პროტესტი დაიწყო მაშინ, როცა ძალიან პატარა ვიყავი და სანდრო გირგვლიანი მოკლეს, რომელიც ჩვენი ოჯახის ძალიან ახლობელი იყო. ვხედავდი ერთის მხრივ, როგორ იბრძოდნენ ჩემი ოჯახის წევრები და მეორეს მხრივ, ვხედავდი იმ შიშს, რომელიც მაშინ არსებობდა. მაშინ დაიბადა პირველი კითხვა, რატომ შეძლება ადამიანის აზრის გამოხატვა საშიში იყოს. ალბათ, ყველას გვახსოვს, რომ არც თუ ისეთი დიდი პროტესტი იყო ისეთ ამბებზე, რაზეც დიდი პროტესტი უნდა ყოფილიყო და როგორიც მაგალითად დღეს არის. უბრალოდ გამკვირვებია იმ ადამიანების, ვინც კრიტიკულად არაა განწყობილი მთავრობის, მინისტრების ან ვინმეს მიმართ კი არა, საკუთარი თავის მიმართ, თუ კრიტიკული არ ხარ საკუთარი თავის მიმართ, ეს კონფორმიზმია რბილად რომ ვთქვათ.

რაც შეეხება 28 ნოემბერს და შემდეგ განვითარებულ დღეებს, ძირითადად, პირველი სკოლის ტერიტორიაზე ვიყავი ჩემს მეგობრებთან ერთად. 29 ნოემბრის გარდა, სულ პირველი სკოლის მიმდებარედ ვიყავი, მათ შორის იყვნენ საქართველოს რაგბის ნაკრების წევრები, ექიმები, მსახიობები. ერთადერთ დღეს, 29 ნოემბერს შევიცვალე ლოკაცია, როცა გავიგე რომ ოჯახის წევრი ჭიჭინაძის ქუჩაზე, პოლიციასთან ახლოს იყო, სხვათა შორის, არ გამომყვა, იქ დარჩა, მაგრამ ასვლისთანავე შუშის ბოთლი გამოფრინდა და მომხვდა ფეხში…

დავამატებ, რომ იმ პერიოდში ტელევიზიასთან მქონდა ინტერვიუები, სადაც ხაზს ვუსვამდი, რომ პროტესტი ზრდილობიანად და მშვიდობიანად უნდა გამოგვეხატა.

ერთის მხრივ, პროკურატურის ბრალდება გაუგებარია, მეორეს მხრივ სასაცილოა, მესამე მხრივ, ვერ იპოვიან იმას, რასაც გედავებიან”,- განაცხადა ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გია ხუბუა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას ტოვებს

გია ხუბუა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას ტოვებს.აღნიშნულის შესახებ გია ხუბუა სოციალურ ქსელში წერს.„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას ვტოვებ პირადი განცხადების საფუძველზე. უფრო მეტი დრო მინდა, დავუთმო ჩემს აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას. მაქვს რამდენიმე სამეცნიერო პროექტი, რომელზე მუშაობაც დაწყებული მქონდა და უფრო ინტენსიურად გავაგრძელებ მათზე მუშაობას. ჩემთვის უდიდესი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა იყო რექტორის თანამდებობიდან მემსახურა საქვეყნო მნიშვნელობის საქმისთვის, რასაც ახალგაზრდების განვითარებაზე და მათი ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნვა ჰქვია. წარმატებებს ვუსურვებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და მის თითოეულ თანამშრომელს მომავალ საქმიანობაში“, – წერს გია ხუბუა.გია ხუბუა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორად 2024 წლის ივლისში დაინიშნა.

კამალა ჰარისმა არჩევნებში დამარცხების შემდეგ თავის პირველ საჯარო გამოსვლაში დონალდ ტრამპის პოლიტიკას ქაოსური უწოდა

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და 2024 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპის მეტოქემ, კამალა ჰარისმა დამარცხების შემდეგ თავის პირველ საჯარო გამოსვლაში ტრამპის პოლიტიკას ქაოსური უწოდა.მისი თქმით, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ქმედებები ქვეყანას ცენზურითა და რეცესიით ემუქრება.ჰარისის განცხადებით, ტრამპის სატარიფო პოლიტიკა არის „უდიდესი ხელოვნური ეკონომიკური კრიზისი“.„ზოგიერთი ადამიანი აღწერს იმას, რაც ბოლო თვეებში ხდებოდა, როგორც აბსოლუტურ ქაოსს. რა თქმა უნდა, მესმის, რატომაც. ეს უდავოდ ეხება ამ ტარიფებს. ტარიფები, რომლებიც, როგორც მე ვიწინასწარმეტყველე, აშკარად იწვევს რეცესიას“, – თქვა ჰარისმა.ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მიესალმა ამერიკელებს, რომლებიც ღიად გამოდიან ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც, მისი თქმით, გაზრდის ამერიკელების ყოველდღიურ ხარჯებს, გავლენას მოახდენს საპენსიო ანგარიშებზე და მცირე ბიზნესზე.არჩევნებში დამარცხების შემდეგ ჰარისის პირველი გამოსვლა გაიმართა სან ფრანცისკოში, ორგანიზაცია Emerge America-ს გალაღონისძიებაზე, რომელიც ეხმარება ქალებს პოლიტიკური კარიერის განვითარებაში.ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ტრამპის საპრეზიდენტო პროგრამა დაახასიათა, როგორც „ამერიკის ვიწრო, ეგოისტური ხედვა, როდესაც ტრამპის გუნდი სჯის მათ, ვინც სიმართლეს ამბობს; მხარს უჭერენ მათ მიმართ ლოიალური დამოკიდებულების მქონე პირებს, პირად სარგებელს იღებენ ძალაუფლებისგან და ყველაფერ დანარჩენს ბედის ანაბარად ტოვებენ“.მისი თქმით, აშშ-ში მოქმედი შეკავებისა და ხელისუფლების შტოთა ბალანსის სისტემა თუ დაიშლება, ქვეყანა კონსტიტუციური კრიზისის წინაშე აღმოჩნდება.„ეს არის კრიზისი, რომელიც საბოლოოდ ყველას შეეხება, რადგან ეს ნიშნავს, რომ წესები, რომლებიც იცავს ჩვენს ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც უზრუნველყოფს თითოეული ჩვენგანის ხმის უფლებას, იმას, თუ როგორ მუშაობს ჩვენი მთავრობა, აღარ იქნება მნიშვნელოვანი“, – თქვა ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა.მას შემდეგ, რაც დემოკრატების ადმინისტრაციამ დატოვა თეთრი სახლი, კამალა ჰარისი იშვიათად ჩნდებოდა საჯაროდ. მისი თქმით, სან ფრანცისკოში სიტყვით გამოსვლა შთააგონეს ამერიკელებმა, რომლებიც თამამად უპირისპირდებიან ტრამპის ქმედებებს, და მოსამართლეებმა, რომლებიც კვლავ უჭერენ მხარს კანონის უზენაესობას ქვეყანაში.„სავარაუდოდ, სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება, ვიდრე გაუმჯობესებას დაიწყებს. მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ჰარისმა.

გოგა ხაინდრავა: EPP-ს ყრილობის ფაშისტურმა სულისკვეთებამ დაადასტურა ჩვენი წინა ვარაუდი, რომ ჰიმლერის, გებელსის და ჰიტლერის სულები შეუერთდნენ შეკრებას!

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.„EPP-ს ყრილობის ფაშისტურმა სულისკვეთებამ დაადასტურა ჩვენი წინა ვარაუდი, რომ ჰიმლერის, გებელსის და ჰიტლერის სულები შეუერთდნენ შეკრებას!გადაწყვეტილება კონცლაგერების აღდგენის შესახებ რეზოლუციებში ჯერ არ ჩანს თუმცა შერჩევა სავარაუდო ტუსაღების!პორნოლიბერალების მტრების დაიწყო! Heil!“, - წერს გოგა ხაინდრავა.  

CBS – მაიკ უოლცი თანამდებობას ტოვებს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველი, მაიკ უოლცი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი CBS-ი რამდენიმე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.წყაროების ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, მაიკ უოლცი და მისი მოადგილე, ალექს ვონგი თანამდებობებს 1 მაისს დატოვებენ.ცნობისთვის, მარტში მაიკ უოლცი სკანდალში გაეხვა, როდესაც Signal-ის ჩატში, სადაც ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები “ჰუსიტების” წინააღმდეგ დარტყმებს განიხილავდნენ, მაიკ უოლცმა შეცდომით გამოცემა The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი, ჯეფრი გოლდბერგი დაამატა.

რუსეთი არასდროს დაუშვებს უკრაინის 1991 წლის საზღვრებში დაბრუნებას – რუსეთის საგარეო უწყება

კიევი და მისი მხარდამჭერი დასავლეთის ქვეყნები ხელმძღვანელობენ „კანიბალური ინსტინქტით“, როდესაც სურთ უკრაინის აღდგენა 1991 წლის საზღვრებში, – ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთი არასდროს დაუშვებს ასეთ სცენარს.„აშკარაა, რომ კიევის რეჟიმისა და მისი დასავლელი მხარდამჭერების უშედეგო, უსაფუძვლო პრეტენზიების უკან, რომ უკრაინა 1991 წლის საზღვრებში აღდგეს, ყველაფერი რუსულის განადგურების კანიბალური ინსტინქტია. რა თქმა უნდა, რუსეთი არასდროს დაუშვებს ასეთი სცენარის განხორციელებას“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ბოლო სიახლეები