ქვეყანამ, რომელიც თავის მომავალს ევროკავშირში ხედავს, კანონის უზენაესობა უნდა დაიცვას, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი სიციალურ ქსელში წერს, რითიც თურქეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
„თურქეთის ვალდებულება, გაგრძელოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, სულ უფრო ცარიელად ჟღერს იმამოღლუსა და სხვების მიმართ განხორციელებული ქმედებების გათვალისწინებით. პოლიტიკური კონკურენტები არ უნდა იყვნენ ციხეებში ან სასამართლოში. ქვეყანაში, რომელიც თავის მომავალს ევროკავშირში ხედავს, კანონის უზენაესობა უნდა დაიცვას“, – წერს ანალენა ბერბოკი.