ოთხშაბათი, მარტი 26, 2025

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა იწყება #მოამბე სპეციალური გამოშვება

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სოზარ სუბარი თამაზ ბესატევს: ასეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ სააკაშვილმა მოხაზა ის საზღვარი, სადაც უნდა დამდგარიყო საოკუპაციო ჯარი – თქვენი ადმინისტრაციის თვალთახედვით, როგორ ჩანდა სააკაშვილის...

ვიცით, რომ პირველმა პარლამენტმა ავტონომიური ოლქი გააუქმა და შესაბამისად, ის რაიონები, რაც იყო - ჯავის, ზნაურისა და ცხინვალის რაიონები, გადანაწილდა სხვადასხვანაირად. ზოგ შემთხვევაში შეიცვალა საზღვრები, ზოგი გახდა გორის ნაწილი, ზოგი - ხაშურისა და ქარელის, - განაცხადა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხები განიხილებოდა, კომისიის მდივანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა, რომელმაც კითხვა დაუსვა თამაზ ბესტაევს - 2008 წლის აგვისტოს ომის დროს „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციის ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის მინისტრს.სოზარ სუბარის თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილმა მოხაზა ის საზღვარი, სადაც უნდა დამდგარიყო რუსეთის საოკუპაციო ჯარი.„პრაქტიკულად, 2006 წელს მიხეილ სააკაშვილმა, მართალია, ყოფილი დაარქვა, მაგრამ აღადგინა ის საზღვრები, რაშიც ავტონომიური ოლქი ფუნქციონირებდა. სამი რაიონი გაყოფილი იყო და მეოთხე - ახალგორი, შედიოდა მცხეთა-მთიანეთის ადმინისტრაციაში, საიდანაც გამოიყვანა და შეუერთა აღდგენილ ოლქს. ასეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მოხაზა ის საზღვარი, სადაც უნდა დამდგარიყო საოკუპაციო ჯარი. იმას კი არ ვამბობ, რომ ასე რომ არ გაეკეთებინა და 2008 წლის ომი რომ მოხდებოდა, იმავე საზღვრებს არ მოხაზავდნენ, მაგრამ, რეალურად, მან მისცა ამ ყველაფერს ლეგიტიმაცია. თითქოს დამატებითი საბუთი მიაწოდა მათ ხელში. ასე მეჩვენება და თქვენი ადმინისტრაციის თვალთახედვით, როგორ ჩანდა სააკაშვილის ეს ნაბიჯი?“, - იკითხა სოზარ სუბარმა.

თამაზ ბესტაევი – 2008 წლის ომის დროს ევაკუაციის გეგმა არ იყო, მოსახლეობა საზარბაზნე ხორცად გაიმეტეს, გაიმეტეს ადმინისტრაციის თანამშრომლები, ადგილობრივები და რეგიონი მთლიანად

2008 წლის ომის დროს რატომ არ იყო ევაკუაციის გეგმა, რატომ არ განხორციელდა ევაკუაცია? დასკვნა მქონდა და დღესაც იგივე მაქვს, რომ გაიმეტეს მოსახლეობა საზარბაზნე ხორცად, გაიმეტეს ადმინისტრაციის თანამშრომლები, გაიმეტეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და ის რეგიონი მთლიანად, – ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, 2008 წლის ომის დროს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, თამაზ ბესტაევმა 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე შექმნილი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, ე.წ.სამხრეთ ოსეთის მაშინდელმა ე.წ. ხელმძღვანელმა, ედუარდ კოკოითმა 2008 წლის ივლისის შუა რიცხვებში ცხინვალიდან ქალების და ბავშვების ევაკუაცია დაიწყო, რაც ტელევიზიითაც გადაიცემოდა.„თანამშრომლებში შეშფოთება იყო, თუ ის ახორციელებს ევაკუაციას, რამისთვის ემზადება? ან იცის, რომ რამე უნდა მოხდეს? ინფორმაციული ვაკუუმი იყო, ამაზე ინფორმაციას ვერ მივიღებდით და ვაგრძელებდით ჩვეულ ცხოვრებას. ორშაბათიდან პარასკევამდე იქ ვიყავით, შაბათ-კვირას თბილისში ვბრუნდებოდით, თუ ადმინისტრაცია იქ იკეტებოდა. ავნევის ხეობის მიმართულებით ფრონტი უკვე მოხშირებული იყო და უკვე 7 აგვისტოს გააქტიურდა სროლები, უფრო იქით, ცხინვალი, თამარაშენისკენ. ჩვენი ადმინისტრაცია ქურთაში იყო, ეს არის ის ტერიტორია, რომელსაც ცხინვალამდე ორი კილომეტრი აშორებს. პროგრამულად, როგორც გაწერილი მქონდა, 7 აგვისტოს ჰუმანიტარული ტვირთი წამოვიღე ახალგორში, დავარიგე და უკვე გვიანი იყო, ერედვიდან გადავდიოდით შემოვლითი გზით წვერიახოს გზას. ამ დროს კომუნიკაცია მქონდა ხელმძღვანელის მოადგილესთან, ბატონი დიმიტრი სანაკოევი იქ არ ბრძანდებოდა. არ მახსოვს, ხეობა როდის დატოვა. მოადგილეს ვეკონტაქტებოდი, რა ხდება ჩვენთან, ხომ არის მშვიდობა-მეთქი, რამე ბრძანება ხომ არ არის? არაფერიო, ყველაფერი ნორმალურადააო“, – განაცხადა თამაზ ბესტაევმა.მისი თქმით, 8 აგვისტოს, დილით ტყვიავის საავადმყოფოში გაიარა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები სამხედრო ფორმებში იყვნენ.„ამ დროს ბომბდამშენის ხმები ისმოდა, მაგრამ რატომღაც ჩვენი მეგონა, ეს ხდება 8 აგვისტოს დაახლოებით 12:00 საათზე. სამსახურში რომ ჩავედი ავის მომასწავებელი სიჩუმე იყო, მოსახლეობა გარეთ არ იყო, სახლებში იყვნენ. სამსახურში გავაგრძელეთ მუშაობა. მოადგილესთან ხშირად მქონდა შეკითხვები, რა ხდება ჩვენს ცაზე, მეგონა, რომ ჩვენები ბომბავდნენ, ტელევიზიითაც გადაიცემოდა, ინტერნეტი არ იყო.  თანამშრომლებს ვუთხარი, სამხედრო არ გყავთ ვინმე, რომ გაგვარკვიოს, ეს „სუ“ ქართულია თუ რუსული? ტელევიზიით გადაიცემა, რომ კოკოითი გაიქცა და ცხინვალში ვიღას ესვრიან-მეთქი? მერე აღმოჩნდა, რომ რუსები იყვნენ. მივხვდი, რომ ქვეყნის ოკუპაცია იყო და დიდი მსხვერპლი. ტელევიზიებით აცხადებდნენ, რომ არ იყო ჩართული რუსული ჯარები და რომ მარტო კოკოითის ე.წ. სამხედროები გვიწევდნენ წინააღმდეგობას. 4-5 საათისთვის მოადგილემ მითხრა, რომ გორში ძალოვან სტრუქტურებთან თათბირზე მივდივართ. ინფორმაციული ვაკუუმი იყო. ვფიქრობდი, თუ ევაკუაციის გეგმა არსებობს, მეც მეტყვიან, ადმინისტრაცია დაცალეო და ევაკუაცია მოახდინე. ევაკუაციას ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვა, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ჩააყენებდნენ საქმის კურსში და ასე შემდეგ. გორში ჩავედით, მოადგილე შებრძანდა საბჭოს სხდომაზე, მე არ შემიშვეს. გორიდან ყველაფერი იდეალურად ჩანდა: იბომბებოდა გორის ტერიტორია, ტყვიავის მიმართულებით სამხედრო ქვედანაყოფები, ფაქტია, რომ ვიყავით ძალიან ცუდ სიტუაციაში“, – განაცხადა თამაზ ბესტაევმა.მისი თქმით, იმ დროს ინტერნეტი არ იყო, მაგრამ ტელეფონი ჯერ იჭერდა.„დავრეკე ქურთის საავადმყოფოში, ხმამაღალი ტონალობით ვთქვი, რომ სასწრაფოდ დაცალეთ ხეობა, თუ რამე გაქვთ – აპარატურა, კომპიუტერი, ინსტრუმენტები, რაც შეიძლება ხელში აიღოთ და შეძლოთ გამოიტანოთ, გადმოდით გორისკენ. პირადი და სასწრაფოს მანქანები ჰყავდათ. მედპერსონალი და ექიმები ძირითადად ადგილობრივები იყვნენ. ერთი იყო მხოლოდ თბილისიდან. გავაფრთხილე ჩემი თანამშრომლები, ვინც იქ იყვნენ: ჩქარა დაცალეთ-მეთქი. ვრეკავდი ავნევის ხეობაში, გამგებელი იყო გონერი კაპანაძე, მასთან ვრეკავდი, მითხრა, თითქმის ალყაში ვართო. რუსები რომ შემოვიდნენ, დაიწყეს მაროდიორობა, ძარცვა, ხოცვა-ჟლეტა. 71 არის გარდაცვლილი, ადგილობრივი მოქალაქე. დარჩნენ მხოლოდ მოხუცები, რომლებიც არ ტოვებდნენ სახლს და ოჯახის წევრებს არ დაემორჩილნენ. ძირითადი მასა წამოვიდა. ეს მოხდა 8-ში და 9-ში. უკვე 9 აგვისტოს შევიდნენ რუსები და დარჩენილი მოხუცები დახვრიტეს. ამ დაბომბვის დროს 71 ადამიანია დაღუპული, რომელიც მერე აღვრიცხეთ. 8-ში და 9-ში ის გაფრთხილების დონე რომ არ მომხდარიყო, ვფიქრობ, მეტ მსხვერპლს მივიღებდით. რატომ არ იყო ევაკუაციის გეგმა? რატომ არ განხორციელდა ევაკუაცია? დასკვნა მქონდა და დღესაც იგივე მაქვს, რომ გაიმეტეს მოსახლეობა საზარბაზნე ხორცად, გაიმეტეს ადმინისტრაციის თანამშრომლები, გაიმეტეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და ის რეგიონი მთლიანად. ძალოვანებმა და მაშინდელმა ხელისუფლებამ იცოდნენ, რატომ არ განხორციელდა ევაკუაცია“, – განაცხადა თამაზ ბესტაევმა.

ზურაბ ნოღაიდელი – სიგიჟესთან რომ გვქონდა საქმე, მგონი, ამას დამატებითი განმარტებები აღარ სჭირდება, მაგრამ უცხოურ შეხვედრებზე ჩემთან არასდროს ყოფილა საუბარი, რომ გინდა, არ გინდა,...

სიგიჟესთან რომ გვქონდა საქმე, მგონი, ამას დამატებითი განმარტებები აღარ სჭირდება, მაგრამ ჰქონდა თუ არა უცხოურ ზემოქმედებას ადგილი? ნებისმიერ უცხოურ შეხვედრებზე ბევრი საუბარი იყო ჩემთან ბევრ თემაზე. იყო ისეთი საკითხებიც, როცა კატეგორიულ მოთხოვნას დაგვიყენებდნენ რაღაც საკითხზე, მაგრამ ჩემთან არასდროს ყოფილა საუბარი, რომ გინდა არ გინდა, იქ ან სადმე სხვაგან უნდა გვეომა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომელიც 2003-2004 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრი და 2007 წლის ნოემბრის ჩათვლით საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო.ზურაბ ნოღაიდელმა უპასუხა კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის შეკითხვას: „თავდაცვის ძალები არის თავდაცვის ძალები. თავდაცვის ძალები მთავარდსარდალმა და პოლიტიკურმა ხელისუფლებამ არ უნდა აქციოს საზარბაზნე ხორცად. არცერთმა პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ არ უნდა დააჭირვოს, რომ თავდაცვის ძალებსა და ჯარისკაცს დასჭირდეს თავგანწირვა იმისთვის, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ქვეყნის ერთგული დარჩეს და უბრალოდ, თავდაცვის ფუნქციას ვეღარ ასრულებს, მაგრამ პიროვნულ თავგანწირვაზე მიდის, რადგან ასე არიან გაზრდილი. ამისთვის ისინი ყოველთვის მზად არიან და ეს დაამტკიცეს აგვისტოს ომის დროს. ეს იყო ავანტურა, სიგიჟე, გარედან ერთი ან მრავალი ძალის დავალებებს ასრულებდა, თუ რასთან გვქონდა საქმე, რადგან ორჯერ ვერ მოახერხა. თქვენ ადასტურებთ ამას, გრიგოლ ვაშაძემ ისაუბრა ვრცლად მაღალპროფესიულად, ბესტაევმა და სხვებმა. პაატა დავითაიამაც დაადასტურა, რომ სამოქალაქო თავდაცვა არ იყო, სამთავრობო კომისია არ შექმნილა. თქვენ როგორ მიგაჩნიათ, მოვლენები შესაძლოა, ყოფილიყო გარედან მართული და, რეალურად, ჩვენ მარიონეტი გვყავდა ხელისუფლებად, პრეზიდენტად, რომელიც ქვეყნისთვის მავნებლურ გეგმას ახორციელებდა? რასთან გვქონდა საქმე?“„სიგიჟესთან რომ გვქონდა საქმე, მგონი, ამას დამატებითი განმარტებები აღარ სჭირდება, მაგრამ ჰქონდა თუ არა უცხოურ ზემოქმედებას ადგილი? ბევრი საუბარი იყო ჩემთან ბევრ თემაზე ნებისმიერ უცხოურ შეხვედრებზე. იყო ისეთი საკითხებიც, როცა კატეგორიულ მოთხოვნას დაგვიყენებდნენ რაღაც საკითხზე და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემთან არასდროს ყოფილა საუბარი, რომ ჩვენ გინდა არ გინდა, იქ ან სადმე სხვაგან უნდა გვეომა. იყო თუ არა მასთან ასეთი საუბარი, არ ვარ ამის შესახებ საქმის კურსში, შესაბამისად, არ გავაკეთებ პროგნოზს. მაქვს ჩემი აზრი, მაგრამ მაინც ჩემს აზრად დავიტოვებ. სამი წლის განმავლობაში ჩემთან არასდროს ყოფილა საუბარი ამ თემაზე, ბიძგი იმისკენ, რომ თქვენ აქ წადით, ამ კონფლიქტზე“, – განაცხადა ნოღაიდელმა.კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ზურაბ ნოღაიდელს მიმართა: „ხუმრობანარევი ტონით რომ ვთქვა, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ეჭვი არ შეგპარვიათ, რომ გარკვეული შლეგთა ჯგუფი მართავდა პროცესებს ქვეყნის საზიანოდ, ანუ სიგიჟესთან რომ გვქონდა საქმე, მაგრამ ეს გარედან მართულიც იყო თუ არა, ამაზე თქვენთან საუბარი არავის ჰქონია და არც ეჭვი შეგპარვიათ“.აღნიშნულის საპასუხოდ ნოღაიდელმა აღნიშნა: „არა“.

მამუკა ხაზარაძე – პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, რა თქმა უნდა, დაკავება უნდათ, მზად ვარ, მაგისტრ მოსამართლესთან მოვიდე

პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, მოწმის სტატუსით მობრძანდიო. რისი მოწმე ვარ?! საცირკო წარმოდგენაში რომ არ მივიღე მონაწილეობა? დაკავება უნდათ. მზად ვარ, მაგისტრ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს მოვიდე, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.მამუკა ხაზარაძის თქმით, „გამიზნულად და სრული გააზრებით არ მივიდა არაღიარებულ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის სხდომაზე“.„პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, მოწმის სტატუსით მობრძანდიო. ძალიან საინტერესოა, რისი მოწმე ვარ?! საცირკო წარმოდგენაში რომ არ მივიღე მონაწილეობა? რა თქმა უნდა, დაკავება უნდათ. მზად ვარ, მაგისტრ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს მოვიდე.კიდევ ერთხელ ვამბობ, გამიზნულად და სრული გააზრებით არ მივედი არაღიარებულ პარლამენტში, გაურკვეველ კომისიაზე, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ბიძინას მურუსიძე მართავს, მზად ვარ, ამ სასამართლოშიც კი გავარჩიოთ ნებისმიერი ამბავი, რომელიც გაინტერესებთ“, – წერს მამუკა ხაზარაძე.საქართველოს პარლამენტის „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძის საქმე პროკურატურაში 25 მარტს გადაიგზავნა. საქართველოს პირველ არხს პროკურატურაში განუცხადეს, რომ უწყებამ მამუკა ხაზარაძის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით დაიწყო. 

გია ვოლსკი – საქართველოსთან მიმართებით ისევ ძველი სცენარის აღსრულების ინტერესია, ქვეყანას ჰყავდეს მთავრობა, რომელიც ნებისმიერ დავალებას შეასრულებს, ლატვიიდან იქნება თუ ბრიუსელიდან

საქართველოსთან მიმართებით ისევ ძველი სცენარის აღსრულების ინტერესია, ქვეყანას ჰყავდეს მთავრობა, რომელიც ნებისმიერ დავალებას შეასრულებს, ლატვიიდან იქნება თუ ბრიუსელიდან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისივე თქმით, ხისტი განცხადებების მიუხედავად, ლატვია და ლიეტუვა პირველ სავაჭრო პარტნიორად ისევ რუსეთს განიხილავენ და მასთან საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ.„ლატვია და ლიეტუვა ხისტი განცხადებების მიუხედავად, პირველ სავაჭრო პარტნიორად ისევ რუსეთს იხილავენ და მათ საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური ურთიერთობები გააჩნიათ. ვერ იმას ვიტყვით, რომ ისინი სანქციების რეჟიმს მთლიანად იცავენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლატვია იმ რაოდენობის არყის იმპორტიორი ვერ იქნებოდა, რომელიც მას ბოლო პერიოდში გაუორმაგდა. თურმე, ლიტვა გაცილებით მეტ ღვინის აგზავნის რუსეთში, ვიდრე საქართველო. ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ქმარი რუსეთში ბიზნესს აკეთებს.საუბარი მხოლოდ ორმაგ სტანდარტზე კი არ არის, არამედ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ შეტევაზე, სადაც მთავარია პროპაგანდა და აღქმა, რასაც რეალობასთან კავშირი არ აქვს. ეს მოღალატეობრივი ნაბიჯებია, რომლებსაც შესაბამისი შეფასება არჩევნების დროს მიეცა. არავის უნდა უკვირდეს, რომ „ქართულ ოცნებას“ შესაბამისი მხარდაჭერა აქვს. ასევე, საქართველოსთან მიმართებით ისევ ძველი სცენარის აღსრულების ინტერესია. საქართველო ის ქვეყანა უნდა იყოს, სადაც იქნება არა ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული მთავრობა, არამედ მთავრობა, რომელიც ნებისმიერ დროს ნებისმიერ დავალებას შეასრულებს, ლიეტუვიდან იქნება, ლატვიიდან, ესტონეთიდან თუ ბრიუსელიდან“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები