შაბათი, ივნისი 7, 2025

ანა დოლიძემ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ დატოვა

ანა დოლიძემ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც დოლიძე წერს, ახლა დროა, პარტია „ხალხისთვის“ დაუბრუნდეს საკუთარ მიზნებს და ამოცანებს.

„მეგობრებო, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავიდეთ კოალიცია „ძლიერი საქართველოდან” და დავუბრუნდეთ დამოუკიდებელ საქმიანობას.

დიდი მადლობა ნდობისთვის ყველა ადამიანს, ვინც არჩევნებში ხმა მისცა პარტიას „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და ამავე დროს ენდო „ძლიერ საქართველოს“.

ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, არ მიგვეცა საშუალება ბიძინა ივანიშვილისთვის, მოეპარა თქვენი ხმები და დაეზიანებინა საქართველოს ევროპული კურსი. ამ მიზნით გვერდით გადავდეთ ჩვენი ამბიციები და ჩვენი მიზნები. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო საქართველოს ინტერესები და სიყვარული.

ამავე დროს, ჩვენ შევქმენით კოალიციური თანამშრომლობის მშვენიერი ტრადიცია, რასაც აუცილებლად დავნერგავთ და გავაგრძელებთ მომავალშიც, რაც ასე ჭირს ქართულ პოლიტიკურ კულტურაში. თუმცა ახლა დრო არის, რომ პარტია „ხალხისთვის“ დაუბრუნდეს საკუთარ მიზნებს და ამოცანებს. ჩვენ გვაქვს აქტიური თანამშრომლობა „ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან“ და ეს თანამშრომლობა გადის ახალ ეტაპზე, ვინაიდან გვაქვს ამბიცია, გავხდეთ „ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ დამკვირვებელი წევრი.

ვფიქრობთ, ეს თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად განვითარდეს პარტია „ხალხისთვის“, განაგრძოს საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა და მნიშვნელოვნად დაუჭიროს მხარი ჩვენს ევროპულ არჩევანს“, – წერს ანა დოლიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ESPN-მა საუკეთესო ვინგერები დაასახელა – კვარაცხელია ათეულშია

ამერიკულმა გამოცემა ESPN-მა 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ვინგერების ტოპ 10 შეადგინა, რომელშიც მე-7 ადგილს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი ხვიჩა კვარაცხელია იკავებს.პირველ ადგილზე „ლივერპულის“ ეგვიპტელი ფორვარდი მოჰამედ სალაჰია, მეორეზე კი ესპანელი ლამინ იამალი.ხვიჩა კვარაცხელია „პსჟ“-ს იანვარში შეუერთდა და პარიზულ კლუბთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონი, თასის გამარჯვებული და ჩემპიონთა ლიგის მფლობელი გახდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი 70-ზე მეტი პირი დაიღუპა

ოკუპირებული აფხაზეთიდან უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი 70-ზე მეტი პირი დაიღუპა, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელმა, ოლეგ ბარციცმა, რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.ბარციცის თქმით, როდესაც რუსეთი ბრძოლას აწარმოებს, აფხაზეთი საქმით და არა სიტყვით დგას მის გვერდით და აფხაზეთიდან მოხალისეები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში იბრძვიან.ოლეგ ბარციცმა აღნიშნა, რომ საომარ ზონაში მუშაობენ მოხალისეები, აფხაზეთიდან ჩასული ჟურნალისტები და ექიმები, რომლებიც დაჭრილებს ეხმარებიან.საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თავად იმყოფებოდა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ჰუმანიტარული მისიით. ამასთან, ბარციცი 6 ივნისს რუსეთში ჩავიდა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა.

თურქეთში, ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე ცხოველების მსხვერპლშეწირვის რიტუალისას 14 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ყურბან-ბაირამის პირველი დღე და დაშავებული 14 000 ადამიანი - თურქეთში, ცხოველების მსხვერპლშეწირვის რიტუალის მიმდინარეობის დროს ათასობით ადამიანმა მიიღო დაზიანება. ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ავრცელებს.ქემალ მემისოღლუს განცხადებით, ჯანდაცვის უწყებას 14 372-მა დაზარალებულმა მიმართა.

პაატა მანჯგალაძე – რეჟიმი არსად წავა, თუ მისი თამაშის წესებს მივიღებთ, როდესაც არჩევნებიც მათი წესებით იმართება, მონაწილეობა ნიშნავს მორჩილებას და არა წინააღმდეგობას

რეჟიმი არსად წავა, თუ მისი თამაშის წესებს მივიღებთ. როდესაც არჩევნებიც მათი წესებით იმართება, მონაწილეობა ნიშნავს მორჩილებას და არა წინააღმდეგობას, – ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.მისივე თქმით, მტრის თამაშში ჩართვით წინასწარ ეწერება ხელი იმ შედეგს, რომელსაც რეჟიმი წერს.„არ ვიცი, თვითმმართველობის არჩევნებზე დისკუსიები ახლა რას ემსახურება. ჩვენ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ გვაქვს გასარკვევი, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან და როგორ შევქმნათ საერთო-ეროვნული დღის წესრიგი. ახლო წარსულის დავიწყება ნიშნავს იმავე შეცდომების ხელმეორედ გამეორებას. როცა მტრის თამაშში ვერთვებით, წინასწარ ვაწერთ ხელს იმ შედეგზე, რომელსაც ეს რეჟიმი წერს. ფასადური არჩევნები და პარტიული თამაშები არ გვიშველის, თუ არ ვიქნებით მზად ბოლომდე ბრძოლისთვის.ეს რეჟიმი არსად წავა, თუ მისი თამაშის წესებს მივიღებთ. როცა არჩევნებიც მათი წესებით იმართება, ამაში მონაწილეობა ნიშნავს მორჩილებას, არა – წინააღმდეგობას. დღეს საჭირო არ არის ვიწრო პარტიული ინტერესები, საჭიროა ეროვნული ერთობა. პირველ რიგში, ხალხში, მერე პოლიტიკაშიც. ვიმეორებ, უნდა შევქმნათ საერთო-ეროვნული დღის წესრიგი არა შიდა თამაშებისთვის, არამედ რეალური ცვლილებებისთვის. დრო არ იცდის.რეჟიმი ყოველდღე იპარავს ჩვენს მომავალს და თუ დღეს არ ვიმოქმედეთ, ხვალ უკვე გვიან იქნება. გამარჯვება შესაძლებელია, მაგრამ არა დაყოფით და მტრის წესებით, არამედ ერთობით და ჩვენი წესებით“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

“არასოდეს იომოთ საქართველოსთან, ამით თქვენ შეებრძოლებით დედას ღვთისას…”

ამ რუს წმინდანს საქართველო უყვარდა. მისი სიტყვებია: “არასოდეს იომოთ საქართველოსთან, ამით თქვენ შეებრძოლებით დედას ღვთისას, რაც დაღუპავს რუსეთს.”ღირსი მამა სერაფიმე საროველი ამბობს, მოიპოვე ერთი ბეწო მადლი ღვთისაგან და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ.ღირსი სერაფიმეს ახოვანი მოსაგრეობა თვალში არ მოსდიოდა ადამიანთა მოდგმის მტერს – ეშმაკს. მან გააძლიერა ბრძოლა წმინდანის წინააღმდეგ: ჯერ ეცადა, დაეფრთხო იგი, ამის შემდეგ ბოროტი ფიქრებით ცდილობდა მისი გონების ამღვრევას. ღირსმა მამამ გადაწყვიტა, კიდევ უფრო გაემკაცრებინა ღვაწლი, – ყოველ ღამით ის ერთ უზარმაზარ ქვაზე ადიოდა და ხელაპყრობით ლოცულობდა: „უფალო, შემიწყალე მე ცოდვილი.” დღისით კელიაში აგრძელებდა ლოცვას. აქაც ტყიდან მოტანილ ქვაზე იდგა, საიდანაც იშვიათად ჩამოდიოდა. ასე ლოცულობდა წმინდანი 1000 დღე-ღამის განმავლობაში.ერთხელ ყაჩაღები თავზე დაადგნენ უდაბნოში მომუშაკე ბერს და ფული მოსთხოვეს. ყაჩაღებმა სასტიკად გვემეს ღირსი მამა, თავი გაუტეხეს, ნეკნები ჩაუმტვრიეს, შემდეგ კი შეკრეს და მდინარეში უპირებდნენ გადაგდებას, მაგრამ, როცა მისი ღარიბული კელიის საფუძვლიანი გაჩხრეკის შემდეგ შიგ ხატისა და რამდენიმე კარტოფილის მეტი ვერაფერი იპოვეს, სირცხვილით განერიდნენ იქაურობას. წმინდანი საშინელი ჭრილობებისაგან ღვთისმშობელმა განკურნა გამოცხადებით. ამის შემდეგ სერაფიმე მუდამ წელში მოხრილი დადიოდა, კვერთხზე ან ნაჯახზე დაყრდნობილი, მაგრამ შეურაცხმყოფელებს გულით შეუნდო შეცოდება და ითხოვა, არ დაესაჯათ ისინი.1825 წლის 25 ნოემბერს ღვთისმშობელმა მას გამოცხადებით მოუწოდა ხალხის სამსახურისაკენ და ამ დღიდან წმინდანის კელიის კარები ღია იყო ყველა მსურველისათვის. მოძღვარი ჭვრეტდა აღმსარებლის გულებს და ღვთისადმი აღვლენილი ლოცვებით კურნავდა მათ სულიერ და ხორციელ სნეულებათაგან. წმინდანი განსაკუთრებულად ზრუნავდა თავის საყვარელ დივეევის დედათა სავანეზე. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი ლოცვის დროს ჰაერში ამაღლებულიც უხილავთ.

ბოლო სიახლეები