“ეს ხდება მარტივი მიზეზით – ოცნებამ ყველაზე კარგად იცის, რომ ოპოზიციაში მხოლოდ გახარიას აქვს “წვდომა” ოცნების ამომრჩეველზე… ოცნებამ ეს კომისია რომ სერიოზულად წააგო, მინიმუმ იმით დასტურდება, რომ მისმა პროპაგანდისტულმა მანქანამ ამ დრომდე 6 საათიანი პროცესიდან ვერაფერი, ვიმეორებ ვერაფერი გამოიყენა სათავისოდ. მაგრამ (!), ჰოი საოცრებავ! 24 საათია ოპოზიციის თითქმის ყველა ლიდერი, მათი მთელი აქტივი ისეთი მონდომებით მუშაობს გახარიას “გასაშავებლად”, ასეთი მონდომებით ნეტა ივანიშვილის წინააღმდეგ იმუშავებდნენ… მე ახლა სპეციალურად არ ვასახელებ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს. ალუდაღუდუშაურებს ოპოზიციაში მარტივად ამოიცნობს ამომრჩეველი.
ძვირფასებო, როცა რაღაც თქვენ არ გამოგდით, ან არ შეგიძლიათ, კი არ უნდა გაბოროტდეთ, არამედ გააკეთოთ ის, რაც გამოგდით, ან ჯობია, არაფერი გააკეთოთ. ნუ, მე პირადად თქვენი სახის დაკარგვაც მომწონს, პრინციპში, მაგრამ საკუთარ ამომრჩეველს მაინც ეცით პატივი-ამის შესახებ პარტია “გახარია – საქართველოსთვის”ლიდერი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს