სამშაბათი, სექტემბერი 8, 2026

ამირან გამყრელიძეს, თენგიზ ცერცვაძეს, პაატა იმნაძეს, მარინა ეზუგბაიას, ლევან რატიანს, ლევან გოფოძეს,ელზა ვაშაკიძეს, დავით გადელიას საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭათ

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელები დააჯილდოვა. საზეიმო ღონისძიება სახელმწიფო ცერემონიების სასახლის ეზოში გაიმართა და პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ფართო საზოგადოებისთვის ტელევიზიის საშუალებით გადაიცა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

საპატიო თბილისელის წოდება მწერალ გურამ დოჩანაშვილს და პანდემიასთან მებრძოლ ცხრა ექიმს მიენიჭათ.

მათ შორისაა ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი; პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში;

მარინა ენდელაძე – ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების გამგე; თენგიზ ცერცვაძე – ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი; მარინა ეზუგბაია – ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის სამედიცინო დირექტორი;

ლევან გოფოძე – თბილისის აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის იგივე რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი; ლევან რატიანი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი; ელზა ვაშაკიძე – თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ განყოფილებათა კათედრის ხელმძღვანელი; დავით გადელია – აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი.

საზეიმო საღამოზე, რომელიც გია ყანჩელს მიეძღვნა, მისი უკვდავი მელოდიები შესრულდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი – ნიკოლოზ რაჭველი, ნანი ბრეგვაძე, გიორგი ცაგარელი, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ეკა მამალაძე და Georgian Six.

წლევანდელი თბილისობა მთლიანად უნდა მიძღვნოდა დიდ მაესტროს, მაგრამ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, თბილისის მერიამ დედაქალაქის დღესასწაულთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება, გარდა საპატიო თბილისელების დაჯილდოებისა, გააუქმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შსს-ს მომსახურების სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს:„სატრანსპორტო საშუალების ჩამოწერა ნიშნავს ავტომობილის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის ოფიციალურად აღრიცხვიდან მოხსნას და მისი რეგისტრაციის გაუქმებას.სატრანსპორტო საშუალების ჩამოსაწერად დაინტერესებულმა პირმა მომსახურების სააგენტოში საჭიროა წარმოადგინოს:🔹 პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;🔹  სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები;🔹  სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა.ჩამოწერის პროცედურა სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში არის შესაძლებელი“, - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციების სიაში 35 იურიდიული პირი და ეგვიპტის ერთი მოქალაქე დაამატა

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციების სიაში 35 იურიდიული პირი და ეგვიპტის ერთი მოქალაქე შეიყვანა.შესაბამისი შეტყობინება აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.შეზღუდვები დაწესდა 35 ავიაკომპანიისა და საჰაერო გადაზიდვების სფეროში მოქმედი სხვა კომპანიების წინააღმდეგ. საუბარია ირანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დიდ ბრიტანეთში, მალაიზიაში, თურქეთსა და ყაზახეთში დაფუძნებულ კომპანიებზე.აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციების მიზანია ირანის საავიაციო სექტორზე ზეწოლის გაძლიერება, რომელიც, ვაშინგტონის მტკიცებით, ირანის შეიარაღებული ძალების ინტერესებისთვის „იარაღის, სამხედრო მოსამსახურეებისა და უკანონო ტვირთების გადაზიდვას“ უწყობს ხელს.აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა გენერალური ლიცენზია, რომელიც 23 სექტემბრამდე სანქციების სიაში შეყვანილ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციების დასასრულებლად აუცილებელი ტრანზაქციების განხორციელებას ნებას რთავს.ამასთან, აშშ-ის ხელისუფლებამ გააუქმა ლიცენზია, რომელიც ირანის ტერიტორიაზე ამერიკული წარმოების თვითმფრინავების დროებით ყოფნას, ასევე ისლამურ რესპუბლიკაში მათი შეკეთებისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილებისა და ტექნოლოგიების შეტანის შესაძლებლობას იძლეოდა.ცნობისთვის, 24 აგვისტოს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ ცალმხრივი სანქციების რეჟიმს მკვეთრად გაამკაცრებს და მიზნად ისახავს თეირანის შემოსავლის წყაროების სრულად დაბლოკვას.ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ მზად იქნება, მეორადი სანქციები დაუწესოს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ირანის წინააღმდეგ ახალი შემზღუდავი ზომების შესრულებაზე უარს იტყვის.

ისრაელი იერუსალიმში დიდი ბრიტანეთის საელჩოს დახურავს, ქვეყანამ ასევე დაასახელა იმ ბრიტანელი პირების ვინაობა, რომლებსაც ისრაელში შესვლა აეკრძალათ

ისრაელი იერუსალიმში დიდი ბრიტანეთის საელჩოს დახურავს. ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი ავრცელებს.ისრაელის საგარეო უწყებამ, ასევე, თემთა პალატის 11 დეპუტატსა და ერთ ადვოკატს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. The Times of Israel-ის ცნობით, გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის მიერ დასავლეთ სანაპიროს დასახლებების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტის საპასუხოდ იქნა მიღებული.მედიის ინფორმაციით, ისრაელში შესვლას „მწვანეთა პარტიის“ ხუთი, მმართველი „ლეიბორისტული პარტიის“ ოთხი და „შენი პარტიის“ ორი დეპუტატი ვეღარ შეძლებს. ქვეყანაში შესვლა აეკრძალა ადვოკატ ფაჰად ანსარის.გამოცემის ცნობით, ის დიდი ბრიტანეთის სასამართლოში “ჰამასის” პოლიტიკურ ფრთას წარმოადგენდა.როგორც მედია წერს, საგარეო საქმეთა სამინისტრო აკრძალვების მიზეზს არ აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ქვეყანაში შესვლას ის პირები ვეღარ შეძლებენ, ვინც „ანტისემიტურ და ისრაელის საწინააღმდეგო საქმიანობაში არიან ჩართულნი, ასევე ისინი, ვინც უარყოფენ ისრაელის სახელმწიფოს არსებობას“.ცნობისთვის, საელჩოს დახურვის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედ მილიბანდის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ბრიტანეთის მთავრობა ეთანხმება, რომ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების ეთნიკურ წმენდას ადგილობრივი ტერორისტები ახორციელებენ, ხოლო ამაზე ისრაელის მთავრობა თვალს ხუჭავს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი – გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას უკრაინის მხარდასაჭერად და ევროპის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად

მივესალმები ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეთანხმებას, უკრაინის Patriot -ის სისტემებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქციის შეძენაზე. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.“ნატო-ს გენერალურ მდივან რუტესთან ერთად, მივესალმები წევრი ქვეყნების შეთანხმებას უკრაინისთვის გამონაკლისზე Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქციის შეძენაზე.შემდეგი 3.2 მილიარდი ევროს ოდენობის თანხის გამოყოფა უკრაინას საშუალებას მისცემს უკეთ დაიცვას თავისი ცა რუსეთის განურჩეველი თავდასხმებისგან. ეს თანხა დაემატება “უკრაინის მხარდაჭერის სესხის” ფარგლებში უკვე გამოყოფილ 8.4 მილიარდ ევროს, მათ შორის საჰაერო თავდაცვისთვის.ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას უკრაინის მხარდასაჭერად და ევროპის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად”, - წერს ფონ დერ ლაიენი.

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეებს ატყუებდა, თითქოს ოქროს ნაკეთობების ბიზნესში თანხის ინვესტირების სანაცვლოდ მათ მიღებულ მოგებას გაუნაწილებდა და 11 დაზარალებულისგან მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით 707 975 ლარსა და 296 000 აშშ დოლარს დაეუფლა, რამაც დიდი ოდენობით 1 541 734 ლარის ზიანი გამოიწვია.სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პროკურატურა ავრცელებს.

ბოლო სიახლეები