პარასკევი, იანვარი 16, 2026

ამირან გამყრელიძეს, თენგიზ ცერცვაძეს, პაატა იმნაძეს, მარინა ეზუგბაიას, ლევან რატიანს, ლევან გოფოძეს,ელზა ვაშაკიძეს, დავით გადელიას საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭათ

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელები დააჯილდოვა. საზეიმო ღონისძიება სახელმწიფო ცერემონიების სასახლის ეზოში გაიმართა და პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ფართო საზოგადოებისთვის ტელევიზიის საშუალებით გადაიცა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

საპატიო თბილისელის წოდება მწერალ გურამ დოჩანაშვილს და პანდემიასთან მებრძოლ ცხრა ექიმს მიენიჭათ.

მათ შორისაა ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი; პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში;

მარინა ენდელაძე – ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების გამგე; თენგიზ ცერცვაძე – ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი; მარინა ეზუგბაია – ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის სამედიცინო დირექტორი;

ლევან გოფოძე – თბილისის აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის იგივე რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი; ლევან რატიანი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი; ელზა ვაშაკიძე – თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ განყოფილებათა კათედრის ხელმძღვანელი; დავით გადელია – აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი.

საზეიმო საღამოზე, რომელიც გია ყანჩელს მიეძღვნა, მისი უკვდავი მელოდიები შესრულდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი – ნიკოლოზ რაჭველი, ნანი ბრეგვაძე, გიორგი ცაგარელი, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ეკა მამალაძე და Georgian Six.

წლევანდელი თბილისობა მთლიანად უნდა მიძღვნოდა დიდ მაესტროს, მაგრამ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, თბილისის მერიამ დედაქალაქის დღესასწაულთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება, გარდა საპატიო თბილისელების დაჯილდოებისა, გააუქმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ მისი ანგარიშები დაბლოკილია

პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერი იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ მისი ანგარიშები დაბლოკილია.ტიმოშენკოს კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლო სხდომა 16 იანვარსაა დაგეგმილი.პროკურატურა პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერისთვის გირაოს სახით 50 მილიონ გრივნას ითხოვს.ტიმოშენკოს თქმით, აღმოაჩინა, რომ მისი ანგარიშები დაბლოკილია.„ეს მაშინ ხდება, როდესაც თქვენ გეგმავთ გირაოს გადახდას აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეში. მაგრამ თქვენ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ, რადგან თქვენი ანგარიშები დაბლოკილია სასამართლოს გადაწყვეტილებამდეც კი. ასეთია საერთაშორისო თაღლითების ანტიკორუფციული მართლმსაჯულება. თქვენ, გულუბრყვილოებო, ალბათ ფიქრობთ, რომ ასეთი პრიმიტიული ნაბიჯები მაიძულებს, გავიქცე ან ბრძოლაზე უარი ვთქვა. თქვენ ძალიან ცდებით“, – წერს ტიმოშენკო სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, „უკრაინსკაია პრავდის“ ინფორმაციით, ანტიკორუფციულმა უწყებებმა „ბატკივშჩინის“ ხელმძღვანელი იულია ტიმოშენკო კორუფციაში ამხილეს. პარტიის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი – პოლიტიკურმა პარტიებმა ფიასკო განიცადეს, სულ ყველამ წააგო – ოპოზიციაში კოორდინაცია და რაღაც შეხვედრები არის, თუ იქნება საუბარი ერთიან ფრონტზე, უნდა იყოს...

ბოლო პერიოდში პოლიტიკურმა პარტიებმა ფიასკო განიცადეს - ნაწილი ციხეში წავიდა, ნაწილი ბოიკოტში, ნაწილი არჩევნებზე, ნაწილი რევოლუციაზე და სულ ყველამ წააგო, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, აღნიშნული შედეგები პარტიათა დაქსაქსულობამ მოიტანა.პოლიტიკური პარტიების ფიასკოს მიუხედავად, პროტესტი გრძელდება.„4 ოქტომბრის მაგალითზე რომ ვთქვათ, ისედაც ფრაგმენტირებული და დაშლილი ოპოზიცია კიდევ უფრო ფრაგმენტირებული გამოვიდა. ნაწილი ციხეში, ნაწილი ბოიკოტში, ნაწილი არჩევნებში, ნაწილი რევოლუციაში და სულ ყველამ წააგო. ეს იყო პოლიტიკური პარტიების ფიასკო, თუმცა პროტესტი გრძელდება. ფიასკო იყო იმიტომ, რომ 4-5 სხვადასხვა მიმართულებით მიდიოდნენ. არ შედგა არც არჩევნებში მონაწილეობით დამარცხება, არჩევნებში მონაწილე პარტიებმა ფაქტობრივად გაინადგურეს თავისი ელექტორალური ბაზა. ბოიკოტიც ვერ შედგა, რადგან როგორც მინიმუმ რამდენიმე პარტიამ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ე.წ. გამოცხადებული რევოლუციაც არ შედგა იმიტომ, რომ ლიდერები არიან ციხეში, პროვოკაციას აყოლილი ხალხი არის ციხეში და ისინი კიდევ ცალკე საშველები არიან. რაც შედგა, ეს არის პარტიათა დაქსაქსულობა, რომელმაც მოიტანა ეს შედეგი.პოლიტიკური პარტიების ფიასკოს მიუხედავად, პროტესტი გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივ პროტესტს დიდად გულზე არ ეხატება პოლიტიკური პარტიები, პროტესტი არ გამქრალა. პროტესტი არის სულის გამოძახილი რაღაც უსამართლობის მიმართ, რომელიც ამ ქვეყანაში არის“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.დიმიტრი ცქიტიშვილის მოსაზრებით, უნდა შეიქმნას ერთიანი ფრონტი და ასევე კარგი იქნება თუ გარკვეული ოპოზიციური პარტიები „გამსხვილდებიან“.„მე რამდენადაც ვიცი, კოორდინაცია და რაღაც შეხვედრები არის. თუ იქნება საუბარი ერთიან ფრონტზე, ეს უნდა იყოს ძალიან ასიმეტრიული. ეს შეიძლება იყვნენ ახლად წარმოჩენილი ლიდერები სამოქალაქო მოძრაობებიდან. პოლიტიკური პარტიები ფაქტობრივად ყველა გათანაბრდა. ეს შეიძლება იყოს ასიმეტრიული ერთობა თუ კოორდინაცია ჯგუფების და ადამიანების, რომელმაც უნდა იბრძოლოს ერთიანი სტრატეგიით. შეიძლება ვიღაცა ვიღაცასთან გაერთიანდეს კიდეც, ძალიან კარგი იქნება თუ პარტიები გამსხვილდებიან. მიუხედავად იმისა, როგორი მდგომარეობაა ოპოზიციურ ფლანგზე, ხელისუფლებას უმძიმესი სიტუაცია აქვს ქვეყანაში და მასზე პასუხისმგებელი პირველ რიგში ხელისუფლებაა“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუმძიმდა

ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ,,რადიო თავისუფლება” ავრცელებს და წერს, რომ საქმე ეხება დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. მათი ცნობით, დ.ჩ. -ს ახლა გამოძიება ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით. ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული.

კეროლაინ ლევიტი – ირანში გუშინ დაგეგმილი 800 ადამიანის სიკვდილით დასჯა არ შედგა, ტრამპი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას, ყველა ვარიანტი ისევ მაგიდაზეა

ირანში გუშინ დაგეგმილი 800 ადამიანის სიკვდილით დასჯა არ შედგა, ტრამპი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და ყველა ვარიანტი ისევ მაგიდაზეა, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.ლევიტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ირანში მკვლელობები გაგრძელდება, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება.„პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა ირანის რეჟიმს აცნობეს, რომ თუ მკვლელობები გაგრძელდება, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა ლევიტმა.მისივე თქმით, ტრამპმა რეჟიმისგან შეტყობინება მიიღო, რომ „მკვლელობები და სიკვდილით დასჯა“ შეწყდებოდა.„პრეზიდენტმა დღეს მიიღო ინფორმაცია, რომ გუშინ დაგეგმილი 800 ადამიანის სიკვდილით დასჯა არ შესრულდა. პრეზიდენტი და მისი გუნდი ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციას და პრეზიდენტისთვის ყველა ვარიანტი კვლავ მაგიდაზეა“, – განაცხადა ლევიტმა.

ირანელ აქტივისტზე, ერფან სოლტანზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება

ირანელ დემონსტრანტს სიკვდილით აღარ დასჯიან, ეს კარგი ამბავია, – ასე ეხმაურება დონალდ ტრამპი ირანის სასამართლოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ირანი საპროტესტო აქციებზე დაკავებულ 26 წლის დემონსტრანტს, ერფან სოლტანს სიკვდილით აღარ დასჯის.„პრეზიდენტ ტრამპის გაფრთხილებების შემდეგ ირანელ დემონსტრანტს სიკვდილით აღარ დასჯიან. ასევე, სხვებსაც“. ეს კარგი ამბავია. იმედია ეს გაგრძელდება“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.ცნობისთვის, 14 იანვარს მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ირანში საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის, შესაძლოა, სიკვდილით დაესაჯათ მომიტინგე ერფან სოლტანი. მოგვიანებით ირანის სასამართლომ განაცხადა, რომ 26 წლის აქტივისტი დემონსტრაციის დროს დააკავეს, თუმცა მისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენი არ გამოუტანიათ.

ბოლო სიახლეები