პარასკევი, ოქტომბერი 17, 2025

ამირან გამყრელიძე: ჩვენ გვაქვს კოტროლირებადი და სრულად მართვადი ეპიდსიტუაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მშვიდად უნდა ვიყოთ

ჩვენ გვაქვს კოტროლირებადი და სრულად მართვადი ეპიდსიტუაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ თვითდამშვიდებული უნდა ვიყოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას ბოლო თვეების განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის სტატისტიკა გააცნო.
 
„ჩვენ გავაანალიზეთ ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის პირველი კვირის ე.წ. ინციდენტობის მაჩვენებლები. ინციდენტობა ნიშნავს 100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობას. თუ ივლისის პირველ კვირაში გვქონდა 0, 7 100 ათას მოსახლეზე, აგვისტოში გვაქვს 1,2 და სექტემბრის პირველ კვირაში გვაქვს 5,3, რაც მიანიშნებს იმას, რომ ზრდის ტენდენცია არის“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
 
მისივე თქმით, ამის მიუხედავად, საქართველო ჯერ კიდევ მწვანე ზონაშია, ზრდის ტენდენცია კი ქვეყანაში შიდა ტურიზმს უკავშირდება.
 
საქართველოში კორონავირუსის 1684 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1315-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 299. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
 
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
 
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი ტერორს აგრძელებს, ჩვენთვის საჰაერო თავდაცვის სისტემები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, უსაფრთხოება გარანტირებული იქნება, თუ ყველაფერზე შევთანხმდებით, განსაკუთრებით, ვაშინგტონში

რუსეთისთვის არაფერი შეცვლილა, ის აგრძელებს უკრაინაში ცხოვრების ტერორს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.როგორც ზელენსკიმ კრივი რიჰზე თავდასხმაზე საუბრისას აღნიშნა, უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია პარტნიორებთან შეთანხმებების შესრულებაა.„დრონების ტალღამ კრივი რიჰი დაბომბა, რომელიც სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უმიზნებდა. დაფიქსირდა რაკეტებიც. სინამდვილეში, ამ კვირების განმავლობაში არცერთი ღამე არ გასულა რუსეთის მიერ უკრაინაზე დარტყმების გარეშე. სამიზნეების უმეტესობა ინფრასტრუქტურაა. სისტემური ტერორი ჩვენი ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ. ამიტომ, უკრაინისთვის ყველა საჰაერო თავდაცვის სისტემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც შეუძლია, გაგვაძლიეროს, ომის დასასრულს აახლოებს. უსაფრთხოება გარანტირებულია, თუ ყველაფერზე შევთანხმდებით, განსაკუთრებით, ვაშინგტონში“, – განაცხადა ზელენსკიმ.როგორც უკრაინული მედია წერს, გვიან ღამით, რუსულმა ჯარებმა კრივი რიჰზე მასშტაბური თავდასხმა დაიწყეს. ქალაქის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრ ვილკულმა, ათზე მეტი აფეთქების შესახებ განაცხად.

,,მოძრაობა შეიზღუდება” – გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

17-19 ოქტომბერს სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.„საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 66-ე, 67-ე და 84-ე კმ-ებზე მიმდინარეობს დაზიანებული სავალი ნაწილის აღდგენის სამუშაოები. სამუშაოების წარმოებისათვის საჭიროა  საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 67-ე კმ-ზე 2025 წლის 16 ოქტომბრის 23:00 სთ-დან 19 ოქტომბრის 23:00 სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა.შეზღუდვის პერიოდში, მსუბუქი ავტომობილები, M2 და M3 კატეგორიის მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ფოთი-სარფის მიმართულებით იმოძრავებს 59-ე კმ-ზე არსებული შეერთების გავლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გრიგოლეთი-შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის(გვირაბის შემოსავლელი) და საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზების  გავლით, საიდანაც შეუერთდება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზას 72-ე კმ-ზე, ქობულეთის სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით, სარფი-ფოთის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს პირიქით. ხოლო, სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება 23:00 სთ-დან 7:00 სთ-მდე დროის მონაკვეთში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჯონ ბოლტონს ბრალი წაუყენეს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს, ჯონ ბოლტონს ბრალი წაუყენეს.მედიის ცნობით, ბოლტონს ეროვნულ თავდაცვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემისთვის რვა, ხოლო ინფორმაციის შენახვისთვის 10 ბრალდება აქვს წაყენებული.ბრალდების თანახმად, ბოლტონის მიერ თავის ორ ნათესავთან ელექტრონული შეტყობინებებით გაზიარებული ჩანაწერები მოიცავდა ინფორმაციას, რომელიც მან მთავრობის მაღალჩინოსნებთან შეხვედრებიდან, უცხოელ ლიდერებთან საუბრებიდან და სადაზვერვო ბრიფინგებიდან მიიღო.როგორც მედია წერს, ბრალდებაში მოხსენიებული ორი ნათესავი ბოლტონის ცოლი და ქალიშვილია.ბრალის წაყენებას ეხმაურება თავად ჯონ ბოლტონი და აცხადებს, რომ ის დონალდ ტრამპის მიერ იუსტიციის დეპარტამენტის იარაღად გამოყენების მსხვერპლია. მისი თქმით, 2021 წელს, როდესაც მისი ელექტრონული ფოსტა გატეხეს, „ეფბიაი“-მ სრულად იცოდა ამ ჩანაწერების შესახებ და წინა ადმინისტრაციის ოთხი წლის განმავლობაში ბრალი არასდროს წაუყენებიათ.

დონალდ ტრამპი – „ტომაჰავკები“ ჩვენ აშშ-სთვისაც გვჭირდება, ჩვენ მათ დეფიციტს ვერ შევქმნით

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თავშეკავებულად უყურებს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ რაკეტების მიწოდების პერსპექტივას.„ჩვენ „ტომაჰავკები“ ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც გვჭირდება – ბევრი მათგანი გვაქვს, მაგრამ გვჭირდება. ჩვენ მათ დეფიციტს ვერ შევქმნით. არ ვიცი, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამის შესახებ“, – აღნიშნა ტრამპმა.ამასთან, როგორც ტრამპმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მისი პირადი ურთიერთობის გამო, რუსეთ-უკრაინის ომი ადვილად მოსაგვარებელი ეგონა.

,,უახლოეს პერიოდში შევა სარჩელი. იქნება ფაქტებით გამაგრებული, რომელიც 2004-დან 2012 წლამდე ხდებოდა საქართველოში და სრული განუკითხაობა იყო” – გია ვოლსკი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” არაკონსტიტუციურად...

მმართველი გუნდი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" არაკონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით უახლოეს მომავალში მიმართავს. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კონკრეტულ პირებს აეკრძალებათ პარტიული საქმიანობა, სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის დაკავება და არჩევნებში მონაწილეობა. ასეთ პოლიტიკოსებთან ურთიერთობა აეკრძალებათ სხვა პარტიებსაც. ცვლილებები ერთდროულად შევიდა ოთხ კანონში. ცვლილებებს პარლამენტმა კენჭი დაჩქარებული წესით უყარა და ის კანონმდებლებმა გუშინ დაამტკიცეს."უახლოეს პერიოდში შევა სარჩელი. პარტიასთან დაკავშირებით, რასაკვირველია, ორი აზრი არ არსებობს, რომ იქნება ფაქტებით გამაგრებული - ფაქტებით, რომელიც 2004-დან 2012 წლამდე ხდებოდა საქართველოში და სრული განუკითხაობა იყო. როგორც სტრასბურგის სასამართლო აზუსტებს, ეს იყო სისტემური მართვის სტილი, როდესაც ადამიანის უფლებები ირღვეოდა. "ნაცმოძრაობა" პრინციპულად არ ცვლის პოზიციას და განაგრძობს იმ სცენარით მოქმედებას, რომელსაც ჰქვია საქართველოში დესტაბილიზაციის შეუქცევადი პროცესის განვითარება. ყველაფერ ამას, რასაკვირველია, თავისი პროფესიონალური დასაბუთება ექნება," - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი, გია ვოლსკი.

ბოლო სიახლეები