ხუთშაბათი, ნოემბერი 14, 2024

ამირან გამყრელიძე – გრიპი სერიოზული ვირუსია, ამიტომ წელს უფრო მეტი უნდა აიცრას

წელს არის ერთ-ერთი პროგნოზი, რომ შესაძლებელია, იყოს ზედდება გრიპის ინფექციისა და კორონავირუსის ინფექციის, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, გრიპი სერიოზული ვირუსია, ამიტომ წელს უფრო მეტი უნდა აიცრას, რათა არ მოხდეს კორონავირუსთან გრიპის ვირუსის ზედდება.

„გრიპი, სამწუხაროდ, ყველას სურდო ჰგონია, მაგრამ ასე არ არის. გრიპის ვირუსი სერიოზული ვირუსია, ამიტომ წელს უფრო მეტი უნდა აიცრას გრიპის საწინააღმდეგოდ. წელს სახელმწიფო კიდევ უფრო მეტ ვაქცინას, დაახლოებით 135 000 დოზას შემოგთავაზებთ, რომელიც იქნება რისკჯგუფებისთვის, ამას ემატება კერძო სექტორი. წელს არის ერთ-ერთი პროგნოზი, რომ შესაძლებელია, იყოს ზედდება გრიპისა და კორონავირუსის ინფექციებს. იმის გამო, რომ არ არსებობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, უნდა ავიცრათ ისინი, ვისაც განსაკუთრებით მაღალი რისკი აქვთ გრიპის საწინააღმდეგოდ, რადგან შედარებით მარტივად გადავიტანოთ გრიპი და არ იყოს ზედდება ორი ინფექციის. ვაქცინა არის ოთხკომპონენტიანი და არის ფრანგული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, ახლად წარმოშობილი დაავადებები და ინფექციები 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევაა, თუმცა მათი ძალიან მცირე ნაწილი ხდება ადამიანისთვის გადამდები.

„ე.წ. ახლად წარმოშობილი დაავადებები და ინფექციები გახლავთ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა 21-ე საუკუნის, რომელიც მოჰყვება იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ეკოლოგიაში, გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილება და აშ. ამ ტიპის ვირუსები ჩნდება პერიოდულად, მაგრამ მათი ძალიან მცირე ნაწილი ხდება ადამიანისთვის გადამდები და შემდგომ ეპიდემიის ან პანდემიის წყარო. ამიტომ ნუ შეშინდებით, მეორე პანდემია დიდი ხნის განმავლობაში არ იქნება. როდესაც კორონავირუსულ პანდემიას მოვილევთ, დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდა თაობა მეორე პანდემიას აღარ მოესწრება“, – განაცხადა ამირან გამყრელძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თამარ კორძაია: მე ვთვლი, რომ თუ პრეზიდენტი არ მოიწვევს პირველ სხდომას, პარლამენტი ვერ უნდა შეიკრიბოს, მაგრამ “ქართულ ოცნებას” ექნება შესაძლებლობა, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს

შეიკრიბება თუ არა პარლამენტი, თუ პრეზიდენტი არ მოიწვევს პირველ სხდომას - "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრი თამარ კორძაია, "დღის კურიერში" აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში, პარლამენტი ვერ უნდა შეკრიბოს, თუმცა, "ქართულ ოცნებას" ექნება შესაძლებლობა, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს "მე ვთვლი, რომ თუ პრეზიდენტი არ მოიწვევს პირველ სხდომას, პარლამენტი ვერ უნდა შეიკრიბოს, მაგრამ "ქართულ ოცნებას" ექნება შესაძლებლობა, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ ვაკუუმის შესავსებად, რომელიცდღეს კანონმდებლობაში არსებობს და იდავოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის საკუთარი უფლებამოსილების შესრულებაზე. შესაბამისად, შემდეგ საკონსტიტუციომ უნდა გადაწყვიტოს სალომე ზურაბიშვილმა არ მოწვევით დაარღვია თუ არა კონსტიტუცია. ესარის ყველაზე სწორი სამართლებრივი გზა, რომელიც უბრალოდ "ქართულ ოცნებას" არ აწყობს და ამიტომ ის ამას არ გააკეთებს და თვითონ მოიწვევს. პირდაპირ წერია კონსტიტუციაში, რომ პრეზიდენტი 10 დღის ვადაში იწვევს პარლამენტის პირველ სხდომას, არ წერია სიტყვა ვალდებული ან უფლებამოსილი. იმპერატიული ნორმაა და თუ ის არ მოიწვევს, მაშინ უბრალოდ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიმართოს "ქართულმა ოცნებამ," - აცხადებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი თამარ კორძაია.

კახა კალაძე – კანონით არის განსაზღვრული, რომ შეუძლებელია სიების ჩახსნა, მაგრამ ალბათ თავიანთ ამომრჩევლებს ეკეკლუცებიან

ამ ქვეყნისთვის ყველაზე დიდი შავი წერტილი არიან გარედან მართული რადიკალები, უსამშობლო, მოღალატე აგენტები. ეს არის დღევანდელი რეალობა, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე მედიის შეკითხვას ძეგლებზე შავწერტილიანი სამკლაურების შებმის შესახებ. მისივე თქმით, უსუსურია ოპოზიციის მიერ წარმოებული კამპანიაც სიების ჩახსნასთან დაკავშირებით. „სიებთან დაკავშირებითაც უსუსური კამპანიაა. თავიდანვე იცოდნენ, რომ ეს შეუძლებელია. კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, კანონით არის განსაზღვრული, შეუძლებელია სიების ჩახსნა, მაგრამ ალბათ თავიანთ ამომარჩევლებს ეკეკლუცებიან, თუ რა უნდათ, არ ვიცი. ეს პირდაპირ ასახავს, რა მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი. ვინმეს თუ უნდა აქციაზე გასვლა, ესეც მათი უფლებაა, არავინ არ ზღუდავს. შეუძლიათ, ჩაატარონ, გამოხატონ სხვადასხვა ფორმით, მთავარია, ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში, სხვა შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“საბედნიეროდ, არიან ისეთი ევროპარლამენტარები, რომლებიც გამოვიდნენ ობიექტურად. არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ არის და ვერც იქნება” – გურამ მაჭარაშვილი

"საბედნიეროდ, არიან ისეთი ევროპარლამენტარები, რომლებიც გამოვიდნენ ობიექტურად. გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ არის და ვერც იქნება," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისი შეფასებითვე, არიან ცალკეული ევროპარლამენტარები, რომლებიც საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებას ავლენენ. "ჩვენ არ ველოდებოდით სრულიად ევროპარლამენტის პოზიტიურ გადაწყვეტილებას. გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნებამდეც ჩვენ ვნახეთ ევროპარლამენტის მიღებული რეზოლუცია, სადაც მთელი კასკადი იყო უსამართლობის. აბსოლუტური იგნორი არის გაკეთებული ამ დებატების, გარკვეული ევროპარლამენტარების მხრიდან, რომ საქართველო თითქოს სუვერენული ქვეყანა არ არის, მაგრამ, საბედნიეროდ, არიან ისეთი ევროპარლამენტარები, რომლებიც გამოვიდნენ ობიექტურად. გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ არის და ვერც იქნება, და ამბობენ, რომ რა თქმა უნდა ჩატარდა ნორმალურად," - აცხადებს "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის წევრი, გურამ მაჭარაშვილი. ცნობისთვის, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დისკუსია გაიმართა. ევროპელმა კანონმდებლებმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და მასში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ იმსჯელეს. განიხილეს არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არსებული ვითარებაც. საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციას ევროპარლამენტარები კენჭს 25-28 ნოემბრის პლენარულ სესიაზე უყრიან. არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევა, დარღვევები, გამოძიების მნიშვნელობა და ორი კანონის უკან გაწვევა - ეს იყო ძირითადად კრიტიკული განცხადებების შინაარსი, თუმცა იყო პოზიტიური შეფასებებიც, მათ შორის, ითქვა, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და ის, რომ პატივი უნდა სცენ უმრავლესობის ნებას.

23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 14 ქართველი იჭიდავებს

პოლონეთის ქალაქ პილაში 15-16 ნოემბერს 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ტურნირზე საქართველოს ნაკრები 14 სპორტსმენით გამოვა. მედლებისთვის ცხრა მამაკაცი და ხუთი ქალი იბრძოლებს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: კაცები66 კგ თენგო ზირაქაშვილი 73 კგ გიორგი ტერაშვილი, გიორგი ლოლაძე 81 კგ კოტე კაპანაძე 90 კგ აკაკი ჯაფარიძე, გიორგი ჯაბნიაშვილი 100 კგ მიხეილ ჯაფარიძე 100 კგ ირაკლი დემეტრაშვილი, საბა ქარდავა ქალები 57 კგ ნინო ლოლაძე, ნინო წიკლაური 63 კგ ეთერ ასკილაშვილი 70 კგ გვანცა მჭედლიშვილი +78 კგ ნინო პაპიძე

“ის ნაწილი, რომელიც ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას, გასაუქმებელია. რომელიც იცავს ბავშვებს, არის დასატოვებელი და შეიძლება გასამკაცრებელიც” – გიორგი გახარია კანონების გაუქმებაზე

ევროპარლამენტში გამართული დებატების შემდეგ, ისევ აქტუალურია სადავო კანონების გაუქმების საკითხი. "ქართული ოცნებისთვის" გაუგებარია რატომ შეიძლება განიხილებოდეს ქვეყნისთვის ბარიერად კანონი სახელწოდებით - "ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ". შინაარსობრივ განხილვაში არ შედის ოპოზიცია, სადაც აღნიშნავენ იმას, რომ ყველა კანონი, რაც აფერხებს ევროინტეგრაციას უნდა გაუქმდეს. "ყველა კანონი, რომელიც ამ რეჟიმმა მიიღო, უნდა იყოს კრიტიკული გადახედვის საგანი. ბევრ კანონს დასჭირდება გადახედვა და შესაბამისი რევიზია. ამის თაობაზე უნდა მოხდეს საერთო, საყოველთაო დემოკრატიული მსჯელობა, ოღონდ ეს უნდა მოხდეს მას შემდეგ, როდესაც ქართველი ხალხის მიერ არჩეული რეალური უმრავლესობა დაიკავებს საკუთარ მანდატებს ლეგიტიმურ პარლამენტში", - აცხადებს ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” წევრი გრიგოლ გეგელია. გიორგი გახარიას გუნდი კი, ფიქრობს, რომ ეს კანონი ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს, თუმცა ის ნაწილი, რომელიც იცავს ბავშვებს, გახარიას აზრით, დასატოვებელია: "ის ნაწილი, რომელიც ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას გასაუქმებელია. ის ნაწილი, რომელიც იცავს ბავშვებს, არის დასატოვებელი და შეიძლება, გასამკაცრებელიც. "ოცნება" იმიტომ არის უვარგისი, რომ ჩვენი მშობლების სიყვარულსა და ბავშვების დაცვის ზურგს ამოეფარა და მერე ამას უკავშირებს ევროპას", - აღნიშნავს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია.

ბოლო სიახლეები