საქართველოში უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ამინდი არაერთგვაროვანი იქნება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ცალკეულ რეგიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექიც, კვირის ბოლოს კი ტემპერატურის კიდევ უფრო კლება.
29 სექტემბერი – დღის მეორე ნახევრიდან ზოგიერთ რაიონში წვიმა იქნება.
30 სექტემბერი – რამდენიმე რეგიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
1 ოქტომბერი – ამინდი შედარებით დასტაბილურდება, თუმცა ცალკეულ რაიონებში ღრუბლიანობა შენარჩუნდება.
2 ოქტომბერი – დღის მეორე ნახევრიდან კვლავ მოსალოდნელია ნალექი.
3 ოქტომბერი – ქვეყნის ნაწილში მცირე წვიმაა მოსალოდნელი.
4 ოქტომბერი – კვირის ბოლოს უმეტესად ღრუბლიანი ამინდი და ადგილობრივი წვიმაა მოსალოდნელი.
მომდევნო დღეებში ტემპერატურაც ეტაპობრივად დაიკლებს. განსაკუთრებით გრილი ამინდი მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოსა და მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ღამით ტემპერატურა ზოგან +5 გრადუსამდე დაეცემა.

