16 თებერვალს მართლმადიდებლური ეკლესია მართალი სვიმეონ ღვთისმიმრქმელისა და წმინდა ანა წინასწარმეტყველის ხსენების დღეს აღნიშნავს. მათ ევედრებიან ჩვილების მფარველობასა და სულიერ სიმშვიდეს,
ლოცვა მართალ სვიმეონ ღვთისმიმრქმელისადმი:
“უფალო, დაამშვიდე გული ჩემი სიმშვიდითა და სიყვარულითა, ვითარცა მართალმან სვიმეონმან მიგიღო მკლავთა შინა თვისთა, მეცა მომეც ძალა, რათა დაუცხრომელად ვადიდებდე სახელსა შენსა. შეგვეწიოს ლოცვა მისი და ნეტარისა ანასი, ამინ.”
მართალი სვიმეონის ტროპარი (მოკლე):
“გიხაროდენ, ღვთისმიმრქმელო მოხუცო სვიმეონ, რომელმან მკლავთა შინა თვისთა მიიქუ უფალი დიდებისა, შეგვეწიე და გვიხსენ ჩუენ ყოველთა ჭირთაგან.”
დღის მნიშვნელობა:სვიმეონ ღვთისმიმრქმელი: იყო ერთ-ერთი იმ 70 მთარგმნელთაგანი, რომელმაც იწინასწარმეტყველა ქრისტეს შობა და სიცოცხლეშივე იხილა მაცხოვარი.ანა წინასწარმეტყველი: ღვთისმსახური, რომელმაც ჩვილი იესოს შეხვედრისას ხალხს ქრისტეს შესახებ აუწყა.

