,,დღეს სამი ქვეყნის — გერმანიის, საფრანგეთისა და ინგლისის ელჩებმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართეს
სპარსულ ენაში არსებობს ერთი ანდაზა, რომელიც ამბობს:„ის, რაც ლომს მელად აქცევს, არის საჭიროება”.
საერთაშორისო პოლიტიკაშიც ზოგჯერ სწორედ „საჭიროება“ ხდება ყველაზე ძლიერი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს სახელმწიფოების ქცევის შეცვლას. მრავალი ქვეყანა და პოლიტიკოსი, საკუთარი ხალხის ყოველდღიური ცხოვრების რეალობებთან შეჯახებისას, ან ზედმეტ ოპტიმიზმს ავლენს, ან ფიქრობს, რომ ეკონომიკური და სოციალური საკითხების უგულებელყოფა ხანგრძლივი დროით შესაძლებელია.
თუმცა, ზამთრის მოახლოებასთან და ენერგიაზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ყოველდღიური ცხოვრების რეალობები საკუთარ გავლენას ახდენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. სახელმწიფოები საბოლოოდ პასუხისმგებელნი არიან თავიანთი მოქალაქეების სითბოთი, ელექტროენერგიითა და კეთილდღეობით უზრუნველყოფაზე და ამ აუცილებლობების იგნორირება უსასრულოდ არ შეუძლიათ.
ევროპა ისტორიულად ჩამოყალიბდა არა მხოლოდ პოლიტიკისა და ღირებულებების, არამედ ვაჭრობისა და ბაზრის რეალობების საფუძველზეც. სწორედ ამიტომ, როდესაც საქმე ეკონომიკურ ინტერესებსა და სასიცოცხლო საჭიროებებს ეხება, პოლიტიკური გათვლებიც ხშირად იცვლება. დღესაც ევროპის ბაზრის მოთხოვნა ენერგორესურსებზე, განსაკუთრებით კი ბუნებრივ გაზზე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს დიპლომატიურ გადაწყვეტილებებსა და აქტივობებზე მწვანე კონტინენტზე.
საერთაშორისო პოლიტიკის ყველა მონაწილეს თავიდანვე უფრო ზუსტად რომ გაეთვალისწინებინა გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების რეალობები საკუთარ გათვლებში, იქნებ დღეს არც გვეხილა ამ მასშტაბის ადამიანურ დანაკარგები, ნგრევა და ადამიანთა ტანჯვა.
პოლიტიკაში მისწრაფებები მნიშვნელოვანია, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილებების ბედს, როგორც წესი, რეალობა განსაზღვრავს”-წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი.

