,,რამდენიმე საათის წინ მქონდა პატივი, რწმუნებათა სიგელი გადამეცა საქართველოს პრეზიდენტის, ბატონი მიხეილ ყაველაშვილისთვის.
შეხვედრის მსვლელობისას აღვნიშნე, რომ როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი, მოხარული ვარ, ჩემი მისია იმ პერიოდში დავიწყო, როდესაც ირანი უკვე მხოლოდ რუკაზე მონიშნული გეოგრაფიული სივრცე აღარ არის, არამედ რეგიონულ და საერთაშორისო პროცესებში მნიშვნელოვან და გავლენიან სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, — სახელმწიფოდ, რომელმაც ზეწოლისა და აგრესიის წინაშე სიმტკიცითა და წინააღმდეგობით დაამტკიცა თავისი ცენტრალური როლი რეგიონული ბალანსისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.
ასევე, მის აღმატებულებასთან, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას ხაზი გავუსვი, რომ მზად ვარ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის, კულტურის, ვაჭრობის, ტურიზმისა და მრეწველობის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების მიზნით ახალი და ეფექტური ნაბიჯების გადასადგმელად.
ორი ერის ისტორიული ურთიერთობები და კულტურული კავშირები მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის მომავალი თანამშრომლობის განვითარებისთვის”-წერს ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი ალი მოჯანი.

