ოთხშაბათი, მარტი 4, 2026

ალი ლარიჯანი: ვინ არის და როგორ მოიპოვა მთავარი როლი ირანის პოლიტიკაში ხამენეის გარდაცვალების შემდეგ?

ირა­ნის პო­ლი­ტი­კის ვე­ტე­რა­ნი, ალი ლა­რი­ჯა­ნი ირა­ნის რე­ჟი­მის უსაფრ­თხო­ე­ბის იერ­არ­ქი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ფი­გუ­რაა.

ლა­რი­ჯა­ნი 1958 წელს, ერა­ყის ქა­ლაქ ნა­ჯაფ­ში და­ი­ბა­და, ცნო­ბი­ლი ირა­ნე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის, აია­თო­ლა ჰა­შემ მირ­ზა ამო­ლის ოჯახ­ში, რო­მე­ლიც შაჰ­მა, მო­ჰა­მედ რე­ზამ ერაყ­ში გა­და­ა­სახ­ლა. ალი ლა­რი­ჯა­ნიმ გა­ნათ­ლე­ბა ერაყ­ში მი­ი­ღო, მას ფი­ლო­სო­ფი­ის დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი აქვს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მის ძმებს მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი ეკა­ვათ მთავ­რო­ბა­ში, მათ შო­რის სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­სა და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

ალი ლა­რი­ჯა­ნი იყო ირა­ნის ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის გუ­შაგ­თა კორ­პუ­სის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი წევ­რი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ირა­ნის ბირ­თვუ­ლი პროგ­რა­მის მთა­ვა­რი მომ­ლა­პა­რა­კე­ბე­ლი გახ­და. ასე­ვე, მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­ა­სა და რა­დიო კომ­პა­ნია IRIB-ს, რო­მე­ლი­ცი­რა­ნის მე­დია დღის წეს­რიგს ქმნის.

2005 წლი­დან 2007 წლამ­დე ლა­რი­ჯა­ნი ბირ­თვულ პროგ­რა­მა­ზე მთა­ვა­რი მომ­ლა­პა­რა­კებ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და და იცავ­და თე­ი­რა­ნის უფ­ლე­ბას ურა­ნის გამ­დიდ­რე­ბა­ზე. რო­გორც ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, ის დიპ­ლო­მა­ტი­ის გზით ცდი­ლობ­და და­სავ­ლე­თის დარ­წმუ­ნე­ბას და პრაგ­მა­ტის­ტად ით­ვლე­ბო­და. 2005 წელს ის კენ­ჭს იყ­რი­და საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში, თუმ­ცა მცდე­ლო­ბა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი იყო. 2021 და 2024 წლებ­შიც სურ­და საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, თუმ­ცა მე­ურ­ვე­თა საბ­ჭოს მიერ დის­კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო.

2008 წლი­დან 2020 წლამ­დე ლა­რი­ჯა­ნი პარ­ლა­მენ­ტის სპი­კე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და და პოს­ტრე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ეპო­ქის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­ულ პო­ლი­ტი­კო­სად იქცა. მისი პო­ლი­ტი­კის წყა­ლო­ბით, ირან­მა ორ­წლი­ა­ნი რთუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ, 2015 წელს, მსოფ­ლი­ოს ექვს ძა­ლას­თან ბირ­თვულ შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წია. 2018 წელს კი დო­ნალდ ტრამპმა, თა­ვი­სი პრე­ზი­დენ­ტო­ბის პირ­ვე­ლი ვა­დის დროს, ამ ძნე­ლად მო­პო­ვე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბი­დან ამე­რი­კა გა­იყ­ვა­ნა.

  • 2021 წელს, ხა­მე­ნე­იმ ლა­რი­ჯა­ნი ჩი­ნეთ­თან 25-წლი­ა­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის მომ­ლა­პა­რა­კებ­ლად და­ნიშ­ნა.

ლა­რი­ჯა­ნი მთე­ლი თა­ვი­სი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებს იკა­ვებ­და, რო­მე­ლიც გა­მო­ირ­ჩე­ო­და ხა­მე­ნე­ი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბით და სის­ტე­მა­ში ხში­რად მე­ტო­ქე ფრაქ­ცი­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას პრაგ­მა­ტის­ტის რე­პუ­ტა­ცი­ით.

ატო­მურ პროგ­რა­მა­ზე აშშ-სთან არა­პირ­და­პი­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის მო­სამ­ზა­დებ­ლად შუ­ა­მავ­ლის რან­გში ომან­ში ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა ვი­ზიტ­მა ხაზი გა­უს­ვა მის, რო­გორც ხა­მე­ნე­ის სან­დო სტრა­ტე­გის სტა­ტუსს.

ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ლა­რი­ჯა­ნი რამ­დენ­ჯერ­მე ეწ­ვია თე­ი­რა­ნის მთა­ვარ მო­კავ­ში­რეს, მოს­კოვს, რათა გა­ნე­ხი­ლა უსაფრ­თხო­ე­ბის სხვა­დას­ხვა სა­კი­თხი, რაც მისი მა­ღა­ლი დო­ნის დიპ­ლო­მა­ტი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბის კი­დევ ერთი ნი­შა­ნი იყო

ბირ­თვულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მისი ზო­გი­ერ­თი სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა საკ­მა­ოდ პრაგ­მა­ტუ­ლად ჟღერ­და.

“ჩემი აზ­რით, ეს სა­კი­თხი შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყდეს“, – გა­ნა­ცხა­და ლა­რი­ჯა­ნიმ თე­ბერ­ვალ­ში ომა­ნის სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში, აშშ-სთან მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე სა­უბ­რი­სას. ამავდრო­უ­ლად, ლა­რი­ჯა­ნიმ არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და, რომ ირა­ნის ბირ­თვუ­ლი პროგ­რა­მა “ვე­რას­დროს გა­ნად­გურ­დე­ბა“.

იან­ვრის და­სა­წყის­ში, რო­დე­საც ირან­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი და­ი­წყო და თე­ი­რან­ში აშშ-ის შე­საძ­ლო სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის შიში გაძ­ლი­ერ­და, აია­თო­ლა ხა­მე­ნე­იმ ალი ლა­რი­ჯანს სი­ტუ­ა­ცი­ის სტა­ბი­ლი­ზა­ცია სთხო­ვა. მას შემ­დეგ, მა­ღა­ლი რან­გის წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, ლა­რი­ჯა­ნიმ კრი­ზი­სის მარ­თვა სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო, რი­თაც მისი გავ­ლე­ნა უფრო გა­მო­იკ­ვე­თა.

იან­ვრის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ჩახ­შო­ბის შემ­დეგ, ის ფაქ­ტობ­რი­ვად ქვეყ­ნის ლი­დე­რი გახ­და, პრე­ზი­დენტ მა­სუდ პე­ზეშ­კი­ანს ჩა­მო­შორ­და და მარ­თავ­და ირა­ნის ურ­თი­ერ­თო­ბებს რო­გორც მო­კავ­ში­რე­ებ­თან, ასე­ვე მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­თან.

რად­გან ლა­რი­ჯა­ნი სა­სუ­ლი­ე­რო პირი არ არის, მას არ შე­უძ­ლია უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რის ჩა­ნაც­ვლე­ბა. ეს როლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი.

მაგ­რამ რო­გორც ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, აია­თო­ლას გარ­დაც­ვა­ლე­ბით, ირა­ნის, რო­გორც სა­სუ­ლი­ე­რო რე­ჟი­მის, მო­მა­ვა­ლი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი არ არის. ამის ნაც­ვლად, ქვე­ყა­ნას შე­იძ­ლე­ბა უხელ­მძღვა­ნე­ლოს უფრო სე­კუ­ლა­რულ­მა, მკაცრ­მა ლი­დერ­მა, რო­გო­რიც ლა­რი­ჯა­ნია და ახა­ლი მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­კა შე­იძ­ლე­ბა კი­დევ უფრო მი­ლი­ტა­რის­ტუ­ლი და ნაკ­ლე­ბად პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი გახ­დეს.

ინ­სა­ი­დე­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ლა­რი­ჯა­ნიმ უკვე გა­დად­გა ნა­ბი­ჯე­ბი ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად, დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რებ­თან მჭიდ­რო კავ­ში­რე­ბის, ასე­ვე მა­ღა­ლი რან­გის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან კავ­ში­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჯოზეფ ბორელი – მხარდაჭერას გამოვხატავ ესპანეთის მიმართ აშშ-სა და ისრაელის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის დაგმობისა და ერთობლივი სამხედრო ბაზების გამოყენების ნებართვაზე უარის გამო

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი მხარდაჭერას უცხადებს ესპანეთის ხელისუფლებას, რომელმაც მისი თქმით, აშშ-ს ერთობლივი სამხედრო ბაზების გამოყენების ნებართვა არ მისცა. ამის შესახებ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.„სრულ მხარდაჭერას გამოვხატავ ესპანეთის მთავრობის მიმართ აშშ-სა და ისრაელის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის დაგმობასა და ესპანეთ-აშშ-ის ერთობლივი სამხედრო ბაზების გამოყენებაზე ნებართვის არ მიცემის გამო. ეს ევროკავშირის საფუძვლად დადებული პრინციპებისა და ეროვნული სუვერენიტეტის დადასტურებაა“, –  წერს ჯოზეფ ბორელი.ცნობისთვის, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აცხადებს, რომ „ესპანური საზოგადოება ირანის რეჟიმის წინააღმდეგია, ამავდროულად, წინააღმდეგია გაუმართლებელი, საშიში სამხედრო ჩარევის, რომელიც საერთაშორისო სამართალს სცდება“. 

დიმიტრი ცქიტიშვილი – დღევანდელ მდგომარეობაში მთავარი და საფრთხილო არის ის, რაც ხდება რეგიონში

დღევანდელ მდგომარეობაში მთავარი და საფრთხილო არის ის, რაც ხდება რეგიონში. ეს არ არის ორდღიანი სამხედრო ოპერაცია, როგორც შარშან იყო, რა მასშტაბებს მიიღებს, არ ვიცით, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ამ ფონზე საქართველო მარტო არის დარჩენილი პარტნიორების გარეშე."ის, რომ საქართველო მარტო არის დარჩენილი და რეალური პარტნიორები არ გვყავს, ეს მთავარი პრობლემაა დღეს. მეორეა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ირანი ის არის, რაც არის და ბოლო ათეული წელია, ასეა, შესაძლებელი იყო გარკვეული ეკონომიკური თანამშრომლობის გარკვეული ფორმატები, მაგრამ არა იმ ხარისხის და ფორმატის, როგორიც მივიღეთ.დღევანდელ მდგომარეობაში მთავარი და საფრთხილო არის ის, რაც ხდება რეგიონში. ეს არ არის ორდღიანი სამხედრო ოპერაცია, როგორც შარშან იყო, რომელმაც ზიანი მიაყენა ირანის ატომურ პროგრამას და ამით დამთავრდა, ეს უფრო განგრძობითი პროცესია, როგორც გამოცხადდა, მინიმუმ, ოთხკვირიანი გეგმაა. რა განვითარდება და რა მასშტაბებს მიიღებს, ეს ჯერ არ არის ცნობილი", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.28 თებერვალს, ისრაელმა, შეერთებულ შტატებთან ერთად, ირანს დაარტყა. ღამით თეირანმა ოფიციალურად აღიარა უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი მის რეზიდენციაზე დარტყმების შედეგად. ამჟამად საომარი მოქმედებები გრძელდება.

კახა კალაძე – მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად, რიადიდან ჩამოვფრინდით სტამბოლის აეროპორტში და თბილისში ვბრუნდებით – მშვიდობას ვუსურვებ მსოფლიოს, ჩვენს ქვეყანას, ამაზე ძვირფასი არაფერია

მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად, რიადიდან ჩამოვფრინდით სტამბოლის აეროპორტში და თბილისში ვბრუნდებით - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში განაცხადა.მანვე განმარტა, რა გზით არის შესაძლებელი ქართველების საქართველოში დაბრუნება მასკატიდან და რიადიდან.კალაძემ პრემიერ-მინისტრს ჩარტერული რეისების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადა."გადავწყვიტე ვიდეო ჩამეწერა, რადგან უამრავი ადამიანი რეკავს, უამრავი ადამიანი კითხულობს, სად ვართ, როგორ ვართ, როდის ვბრუნდებით თბილისში. ახლა, მე, ჩემი მეუღლე და ჩემი პატარა შვილი - ნიკოლა სტამბოლის აეროპორტში ვართ და ვბრუნდებით თბილისში. რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება, მართლაც ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. ვიცი, რომ ჩვენი ქვეყნის ბევრი მოქალაქე დუბაიში, აბუ-დაბიში იმყოფებოდა. საქართველოს მთავრობამ ჩარტერული რეისები დააორგანიზა, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყანაში. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული გადაწყვეტილება. აუცილებლად, ვისაც სურვილი გაქვთ, უნდა მიმართოთ საქართველოს საელჩოს და გამოიყენეთ აღნიშნული შესაძლებლობა. ფრენები არის ომანიდან, ამასთან დაკავშირებითაც ბევრი კითხვა იყო, უამრავი ზარი იყო ანუკასთან - კითხვები თუ როგორ შეიძლება ომანში მოხვედრა. მანქანით ყოველგვარი პრობლემების გარეშე, გზა არის აბსოლუტურად უსაფრთხო. ფრენები არის მასკატიდან. ჩვენ რიადში გადავფრინდით და ახლა ჩამოვფრინდით სტამბოლში. დღეს ღამე ვიქნებით თბილისში.მინდა, მშვიდობა ვუსურვო მსოფლიოს, მშვიდობა ჩვენს ქვეყანას, მგონი, ყველა ვხვდებით, რომ ამაზე ძვირფასი არაფერია. მშვიდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა კახა კალაძემ.

ემანუელ მაკრონი – აშშ-მა და ისრაელმა გადაწყვიტეს სამხედრო ოპერაციების დაწყება, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიღმა ტარდება, რასაც ვერ დავეთანხმებით

აშშ-მა და ისრაელმა გადაწყვიტეს სამხედრო ოპერაციების დაწყება, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიღმა ტარდება, რასაც ვერ დავეთანხმებით, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა გადაწყვიტეს სამხედრო ოპერაციების დაწყება, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიღმა ტარდება, რასაც ჩვენ ვერ დავეთანხმებით. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ისტორია არასდროს გლოვობს საკუთარი ხალხის ჯალათებს. არავისზე დაგვწყდება გული“, – განაცხადა მაკრონმა.საფრანგეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვისას ასევე განაცხადა, რომ ირანს ეკისრება „მთავარი პასუხისმგებლობა“ ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებაზე.

ემანუელ მაკრონი – ომისთვის მთავარი პასუხისმგებლობა ირანს ეკისრება, ისტორია არასდროს გლოვობს საკუთარი ხალხის ჯალათებს, არავისზე დაგვწყდება გული

საფრანგეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ ირანს ეკისრება „მთავარი პასუხისმგებლობა“ ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებაზე.„ამ სიტუაციაზე უპირველეს ყოვლისა პასუხისმგებლობა ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეკისრება“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო  მიმართვაში.მან ახსენა ირანის „სახიფათო ბირთვული პროგრამა“, თეირანის მიერ ლიბანში და იემენში „ტერორისტული დაჯგუფებების“, ხოლო ერაყში მეამბოხეების მხარდაჭერა და „საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის ბრძანება“.„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა გადაწყვიტეს სამხედრო ოპერაციების დაწყება, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიღმა ტარდება, რასაც ჩვენ ვერ დავეთანხმებით. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ისტორია არასდროს გლოვობს საკუთარი ხალხის ჯალათებს. არავისზე დაგვწყდება გული“, – განაცხადა მაკრონმა.

ბოლო სიახლეები