შაბათი, ივნისი 7, 2025

ალექსანდრე რაქვიაშვილი – ამ ეტაპზე არ გვაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციაში არსებული სიტუაცია ხელს უწყობს „ქართული ოცნების“ დამარცხებას, ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, ჩვენ გავძლიერდეთ

თვეები ტყუილში ამყოფეს საკუთარი ამომრჩეველი, თვეები ყვებოდნენ, რომ პროტესტია, ცოტაც და ახლა დავამხობთ „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ეს პროტესტი სულ უფრო და უფრო მცირერიცხოვანი ხდებოდა და „ლელო“ ის პარტიაა, რომელმაც დისკუსია კი არა, მოკლა დისკუსია მედიაში. ორი ოპოზიციური ტელევიზია იყო, ორივე იყიდა და გაანადგურა იქ სიტყვის თავისუფლება. რა დისკუსიაზე ლაპარაკობს „ლელო“?, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ამ განცხადებით ალექსანდრე რაქვიაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად არის შესაძლებელი ოპოზიციაში, შიდა დაპირისპირების პირობებში მოხდეს ოპოზიციის გაერთიანება თუნდაც, ერთ კონკრეტულ საკითხთან, თბილისის მერობის ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით, რაზეც „გირჩი“ მუდმივად აცხადებდა, რომ ოპოზიციას ჰქონდა შანსი, ერთიან კანდიდატზე შეთანხმების შემთხვევაში თბილისში არჩევნები მოეგო, რაზეც ამჯერად ფაქტია, სხვებიც ალაპარაკდნენ, თუმცა როგორც კი „ლელომ“ თავის პოლიტიკურ პარტნიორებს მხოლოდ და მხოლოდ დისკუსია შესთავაზა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, მეორე მხრიდან მძიმე განცხადებები წამოვიდა და „ლელოს“ ამ საკითხზე დისკუსიის გაშლა ფაქტობრივად, აუკრძალეს.

რაქვიაშვილის თქმით, საქართველოში პოლიტიკური სისტემა უცნაურად გამოიყურება.

„ჩვენთან რატომღაც ცუდია, თუ პარტია შედის პარლამენტში და პოლიტიკოსი პარლამენტში მუშაობს, ეს რაღაც ცოდვად ითვლება. არჩევნებში მიიღონ თუ არა პარტიებმა მონაწილეობა, ეს განხილვის საკითხი უნდა იყოს, თურმე. მესმის, რომ შეიძლება, არჩევნები ცუდად ჩატარდეს და მივიჩნიოთ, რომ მთავრობა, პარლამენტი არალეგიტიმურია, მაგრამ როგორც კი ამას ამბობ, თუ ამის გულწრფელად გჯერა, ეს ნიშნავს, რომ შენ უკვე უარს ამბობ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტებზე და გადადიხარ ვთქვათ, რევოლუციაზე. შეიძლება, ეს არ ნიშნავდეს, რომ მაინცდამაინც ქუჩაში უნდა გამოვარდე და რაღაც უნდა დაამტვრიო. ნებისმიერ შემთხვევაში ამას მომზადება სჭირდება და რაღაც ტიპის მუხტის დაგროვება სჭირდება. რაღაც ტიპის საქმეა ხომ რევოლუციონერობა, მაგრამ როცა ამბობ, არა, ჩვენ რევოლუცია გვინდა, პარლამენტში ჩვენ არ ვიქნებით, მთავრობა არალეგიტიმურია, თან გადასახადებს იხდი და ამ პარლამენტის მიღებულ კანონებს ემორჩილები, ეს რაღაც უცნაური თამაშია, რომელიც ჩემთვის სრულიად გაუგებარია“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად მიიღებს მონაწილეობას მსჯელობაში „გირჩი“, თუ ასეთი რამ დაიწყება და ვისთან განიხილავს თანამშრომლობას, თუ „ლელო“ გადაწყვეტს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ან გახარიას პარტია, რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ თავისთავად ასეთი თანამშრომლობა შეუძლებელია, ვიდრე ლაპარაკი არ დაიწყება, თუმცა ზოგადად, ეჭვი ეპარება, რომ „ლელო“ დისკუსიას გახსნის.

„მე ზოგადად, ეჭვი მეპარება, რომ „ლელო“ დისკუსიას გახსნის. მე ეჭვი მეპარება, რომ „ლელო“ გაბედავს, დისკუსია გახსნას. იმიტომ, რომ ერთი წლის წინ რომ დისკუსია გაიხსნა მის ტელევიზიაში, ისეთი ცუდი შედეგი დადგა, მერე ტელევიზია ისევ დაიხურა. ზოგადად, ჩემი კონკურენტები იმდენად სუსტად გამოიყურებიან, რომ ურჩევნიათ, მარტო ისხდნენ ეთერებში და არავის არ ელაპარაკონ, თორემ თუ დისკუსია შედგება, ეს დისკუსია თვითონ გვაჩვენებს, რა შეიძლება, მოხდეს. თუ აღმოჩნდა, რომ დებატების შედეგად კონკურენტები დავიყოლიე რაღაც პოზიციაზე, რომელიც ჩემთვის მისაღებია, ან პირიქით მოხდა, მე დავინახე, რომ ჩემი პოზიცია მცდარია, მაშინ შეიძლება, მაყურებელმა და ამომრჩეველმაც დაინახოს, რომ პოზიციები დაახლოვდა და რამე თანამშრომლობა შეიძლება, მაგრამ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც კლავენ სიტყვის თავისუფლებას, დისკუსიას, რაც არ უნდა ილაპარაკონ თვითონ, თავისი ქმედებებით კლავენ დისკუსიას, მათთან თანამშრომლობა ყოვლად წარმოუდგენელია. ამ შემთხვევაში მე არ მაქვს ილუზია, რომ ასეთი დაქსაქსული ოპოზიცია რამე თანამშრომლობას შეძლებს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა პოლიტიკური ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება, რაქვიაშვილმა თქვა, რომ ამ ადამიანებს დიდი ხანია, კარგად იცნობს და ეს შეუძლებელია.

„ჩვენ დიდი ხანია, ამ ხალხს ვიცნობთ, ბევრი რაღაც გაგვივლია მათ შორის, ერთად, „ლელოსთანაც“, „ნაცებთანაც“, გახარიებთანაც“, ასე შემდეგ და დიდი ხანია, ხელი ჩაქნეული გვაქვს ამ ხალხზე. რა თქმა უნდა, შეიძლება, ყველა გამოსწორდეს. ქრისტიანი ხალხი ვართ და ბოლოს და ბოლოს, ვაპატიებთ, რამე რომ მოინანიონ, მაგრამ რაღაც უნდა მოხდეს ამისთვის და ამ ეტაპზე არ გვაქვს მოლოდინი, რომ ასეთი სიტუაცია ოპოზიციაში ხელს უწყობს „ქართული ოცნების“ დამარცხებას; ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, ჩვენ გავძლიერდეთ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„მდგომარეობა მძიმეა! ქალი თბილისში გადმოიყვანეს…“ – ახალი დეტალები ხაშურის ტრაგედიაზე

ხაშურში, მომხდარ ტრაგედიაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.ნანა ხიხაძე თბილისში გამოიყვანეს, მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.ქალი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, ექიმები ყველა ძალას ხმარობენ მის გადასარჩენად.ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ჩიქოვანის განცხადებით, მოზარდის გარდაცვალების და მისი დედის სავარაუდო მოწამვლის მიზეზი კვლავ უცნობია.დავით ჩიქოვანის თქმით ლუგარის ლაბორატორიამ საკვების ნიმუშების წარდგენაც მოითხოვა.,,გუშინ გავაგზავნეთ ნაცხები პირღებინებიდან და კუჭიდან, შემდეგ მოითხოვეს საკვების ნიმუშებიც. დღეს უკვე ეს დამატებითი მასალები გავაგზავნეთ. ამ ეტაპზე, კვლავ უცნობია მომხდარის მიზეზი. ლუგარის ლაბორატორიიდან დასკვნას ველოდებით“, - ამბობს ჩიქოვანი.შეგახსენებთ, გუშინ ხაშურში გარდაცვლილი ნახეს მოზარდი, დედა კი - კომატოზურ მდგომარეობაში. შს სამინისტროს ცნობით დაღუპულია 9 წლის ასაკის ბიჭი. დედა კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

“ვარდისფერ ფერებში დაიწყო…” – თათია შარანგია მიმართვას ავრცელებს

პიანისტი, თათია შარანგია, რომელიც იუბილარი იყო, საზოგადოებას კეთილი სურვილებისთვის მადლობას უხდის."უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, იმ სითბო და სიყვარულისთვის, რაც უდიდეს ძალას მაძლევს. მადლობა ჩემს ოჯახს, რომელიც არის ჩემი ცხოვრების საყრდენი და საჩუქარი. მადლობა სამყაროს, რომელიც ჩემს მიმართ ძალიან კეთილად არის განწყობილი, პასტელურ, ვარდისფერ ფერებში დაიწყო ჩემი 36!"

რა ინფორმაციას წერს ტრამპი სოციალურ ქსელში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის და ჩინეთის წარმომადგენლები მომავალ კვირას ლონდონში სავაჭრო საკითხების განსახილველად შეხვდებიან.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ორმხრივი სავაჭრო მოლაპარაკებები ჩინეთთან ლონდონში 9 ივნისს უნდა გაიმართოს.ამერიკულ მხარეს წარმოადგენენ ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის მინისტრი ჰოვარდ ლატნიკი და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი ჯეიმისონ გრირი.„შეხვედრამ ძალიან კარგად უნდა ჩაიაროს“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

თურქეთში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა – არის მსხვერპლი

თურქეთში, ქალაქ კონიაში სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა. ავტოავარიის შედეგად დაიღუპა 1 მგზავრი, 26 დაშავდა, მათგან 10-ის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.კონიას გუბერნატორის განცხადებით, ავარიასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. მედიის ცნობით, ავტობუსი მერსინიდან კონიაში მიემართებოდა.ადგილზე დიდი რაოდენობით სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული. დაშავებულები ახლომდებარე კლინიკებში გადაიყვანეს.

ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი საინფორმაციო ომების წინააღმდეგ ერთიანდებიან

ევროპარლამენტის დელეგაცია შეხვდა დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის, თემთა და ლორდთა პალატის წევრებს. ევროპარლამენტარებმა ორი დღის განმავლობაში, ონლაინ უსაფრთხოების, დეზინფორმაციის და მედიაწიგნიერების საკითხები BBC-სთან და კომუნიკაციების ოფისთან (Ofcom) ერთად განიხილეს. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესრელიზშია ნათქვამი.ვიზიტის შემდეგ, ევროპის დემოკრატიული ფარის სპეციალური კომიტეტის EUDS-ის თავმჯდომარემ და დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნატალი ლუიზემ განაცხადა, რომ ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ, რათა საგარეო ჩარევას და ჰიბრიდულ საფრთხეებს დაუპირისპირდნენ."დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი იზიარებენ ჩვენი დემოკრატიების დასაცავად ერთნაირ აუცილებლობას. ჩვენ, ასევე ვიზიარებთ იგივე მიზნებს ძლიერი დემოკრატიული პროცესებისა და მდგრადობის აღდგენის შესახებ. EUDS-ის ვიზიტი, 2025 წლის 19 მაისს გაერთიანებული სამეფო-ევროკავშირის სამიტიდან ორი კვირის შემდეგ გაიმართა, რასაც ძალიან დადებითი შედეგი ჰქონდა. ამაღელვებელია განახლებული ენერგიის ხილვა, ეფექტური თანამშრომლობისა და კოორდინირებული მუშაობისთვის.ამ მისიის შედეგი ნათელია - ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ სხვა თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად, რათა გამოავლინონ, თავიდან აიცილონ და ეფექტურად დაუპირისპირდნენ საგარეო ჩარევას და ჰიბრიდულ საფრთხეებს. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ საინფორმაციო ომს და ჩვენი დემოკრატიების წინააღმდეგ საერთო მოწინააღმდეგეების თავდასხმებს. ამავდროულად, უნდა გავამყაროთ ჩვენი მოქალაქეების ნდობა", - განაცხადა ნატალი ლუიზემ.

ბოლო სიახლეები