პარასკევი, თებერვალი 6, 2026

ალეკო ელისაშვილი: ჩემთვის დავით კეზერაშვილი იყო, არის და მუდმივად იქნება ერთ-ერთი ყველაზე გულისამრევი პერსონაჟი

ჩემთვის დავით კეზერაშვილი მუდმივად იქნება ერთ-ერთი ყველაზე გულისამრევი პერსონაჟი, ეს იყო ადამიანი, რომელმაც გაძარცვა ქართული არმია და ამ ნაძარცვი ფულით დაგრიალებს ევროპაში, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებას: „რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“.

ალეკო ელისაშვილის თქმით, არ იცის, ოპოზიციის გარკვეულ ჯგუფებში რა როლს თამაშობს კეზერაშვილი, მაგრამ მისი განცხადებით, აფინანსებს მედიას და შესაძლოა, გარკვეულ ოპოზიციურ ჯგუფებსაც.

„ჩემთვის დავით კეზერაშვილი იყო, არის და მუდმივად იქნება ერთ-ერთი ყველაზე გულისამრევი პერსონაჟი. ადამიანი, რომელიც ჩვენდა სამარცხვინოდ, ომის დროს თავდაცვის მინისტრი იყო. ეს იყო ადამიანი, რომელმაც გაძარცვა ქართული არმია და ამ ნაძარცვი ფულით ცხოვრობს და დაგრიალებს ევროპაში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში გუშინ განაცხადა, რომ „რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – რამდენიმე წელია, ჩარევა ხდება ჩვენ შიდა პოლიტიკაში, ამავე დროს ვაჩვენეთ, როგორ შეიძლება, ქვეყანა იყოს მედეგი ამის წინააღმდეგ, ასე რომ, ევროპის საბჭოს...

ბოლო რამდენიმე წელია, ჩარევა ხდება ჩვენ შიდა პოლიტიკაში სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში ბრიუსელის დაფინანსებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, საქართველოს აქვს კარგი გამოცდილება, როგორ ებრძოლოს ჩარევას და ამ მხრივ გამოცდილებას ევროპის საბჭოს გაუზიარებს.„ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს აქვს შექმნილი სპეციალური ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მუშაობს უცხოური საინფორმაციო ჩარევის საკითხებზე. ექსპერტთა ჯგუფმა შექმნა გარკვეული დოკუმენტი, ევროპის საბჭომ მინისტრთა კომიტეტის წევრებს სთხოვა მოსაზრებების წარდგენა, შესაბამისად, ჩვენ, ისევე, როგორც სხვა უწყებები, ჩართული ვართ, რომ ჩვენი რეკომენდაციები და გამოცდილება გავუზიაროთ ევროპის საბჭოს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე საინფორმაციო ეპოქაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ მხრივ, ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ორივენაირი გამოცდილება, როგორც სამიზნე უცხოური საინფორმაციო ჩარევისა და ზოგადად ჩარევის, მეორე, როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველაზე კარგი გამოცდილება, როგორ ვებრძოლოთ ამგვარ ჩარევას. ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო რამდენიმე წელია, ეს ჩარევა ხდება ჩვენს შიდა პოლიტიკაში სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, დეზინფორმაცია, სიძულვილის ენის დათესვა, რომელიც, სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში  ბრიუსელის დაფინანსებით ხდება და ამ სიძულვილის წაქეზებით, დეზინფორმაციით, როგორ მიჰყავთ ადამიანების გარკვეული ჯგუფი  ძალადობამდე და სახელმწიფოს დემოკრატიის ძირის გამოთხრამდე. ეს გამოცდილებაც ვნახეთ, როგორ ხდება ამგვარი მავნე ოპერაციების დაგეგმვა და განხორციელება. ამავე დროს ვაჩვენეთ, როგორ შეიძლება, ქვეყანა იყოს მედეგი ამგვარი ჩარევების წინააღმდეგ, როგორც პრაქტიკული თვალსაზრისით, როცა ვებრძვით ამ დეზინფორმაციას და ჩარევებს, ისე საკანონმდებლო რეგულაციებით. ასე რომ, ჩვენ ჩვენი გამოცდილება ამ მხრივ გავუზიარეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ევროპის საბჭომ წევრ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის შესახებ ინფორმაციის გაზიარება სთხოვა.

ევროპის საბჭომ წევრ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის შესახებ ინფორმაციის გაზიარება სთხოვა

ევროპის საბჭომ წევრ ქვეყნებს უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის შესახებ ინფორმაციის გაზიარება სთხოვა.ევროპის საბჭოს მიერ გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, ორგანიზაციის უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის ექსპერტთა კომიტეტი (PC-FIMI) ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს ინფორმაციის გაზიარებას მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან 15 აპრილის ჩათვლით სთხოვს.როგორც ცნობილია, შესაბამისი დოკუმენტი ევროპის საბჭოს ყველა წევრ ქვეყანას გაეგზავნა.ევროპის საბჭოს უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის ექსპერტთა კომიტეტი ისეთ საკითხებს იკვლევს, როგორებიცაა დეზინფორმაცია, მედიის კონცენტრაცია და მიტაცება, მედიის თავისუფლება, ორგანიზებული დანაშაული, კიბერდანაშაული და კორუფცია.„ევროპის საბჭოს სამართლებრივი ინსტრუმენტის შესაძლო შემუშავების მიზანშეწონილობის კვლევა უცხოური ინფორმაციის მანიპულაციისა და ჩარევის (FIMI) შესახებ, მათ შორის დეზინფორმაციის, რომელიც იკვლევს გამოწვევებს არჩევნებში ჩარევასთან, მედიის კონცენტრაციასა და მიტაცებასთან, მედიის თავისუფლებასა და დემოკრატიულ და საინფორმაციო წიგნიერებასთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, კიბერდანაშაულთან, კორუფციასთან, ასევე ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ტექნოლოგიების ბოროტად გამოყენებასთან მიმართებით. ეს კვლევა განიხილავს სამართლებრივ გამოწვევებსა და ხარვეზებს FIMI-სთან დაკავშირებული გარკვეული ქმედებების კრიმინალიზაციის მხრივ და განსაზღვრავს შესაძლო მიდგომებს პრევენციის, ცნობიერების ამაღლებისა და საგანმანათლებლო ზომების შესახებ დეზინფორმაციასა და FIMI-ზე, მათ შორის დეზინფორმაციაზე“, – წერია დოკუმენტში.ამასთან, ევროპის საბჭოს ვებვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, რომ უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის ექსპერტთა კომიტეტის პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა 2026 წლის 27 იანვარს. შეხვედრას ხელმძღვანელობდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორი ჯანლუკა ესპოზიტო.„პატივია, მოგესალმოთ ევროპის საბჭოში და უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის ექსპერტთა კომიტეტის (PC-FIMI)-ის პირველ შეხვედრაზე. მიუხედავად იმისა, რომ მიხარია თქვენი აქ ნახვა, ამ კომიტეტის შექმნის მიზეზები ბნელი და მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებებისთვის. ჩვენი ღია საზოგადოებების სიძლიერე, რომელიც ფოკუსირებულია ინფორმაციის თავისუფალ გაცვლასა და გამოხატვის თავისუფლებაზე, უცხოელი აქტორების მიერ აქილევსის ქუსლად იქნა მიჩნეული, რომლებიც შეცდომაში შემყვან და ცრუ პროპაგანდას ავრცელებენ. მათი ამბიციაა ჩვენს საზოგადოებებში განხეთქილების, შიშის კლიმატის შექმნა და მათი გეოპოლიტიკური მიზნების წინ წაწევა“, – განაცხადა ჯანლუკა ესპოზიტომ.აღნიშნული თხოვნით წერილი ევროსაბჭოსგან მიიღო საქართველომაც, როგორც ორგანიზაციის წევრმა ქვეყანამ. არსებული ინფორმაციით, ქართულმა მხარემ პასუხი უკვე მოამზადა.

მიხეილ ყაველაშვილი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდნენ

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, კირსტი ქოვენთრის მასპინძლობით გამართულ მიღებას დაესწრნენ. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.მათივე ცნობით, ღონისძიებაზე მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდნენ.„საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი ორი ქვეყნის საერთო ღირებულებებზე გაკეთდა.საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ასევე დაესწრება ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დამსწრე უცხო სახელმწიფოების მეთაურების პატივსაცემად იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას სახელით გამართულ ვახშამს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მატილდა გვარლიანი Dolce&Gabbana-ს სახე გახდა: ქართველი ვარსკვლავი წარმატების მწვერვალზე

მატილდა გვარლიანი Dolce&Gabbana-ს სახე გახდა. ახალი კამპანია, რომელშიც ქართველი მოდელი მონაწილეობს, სტივენ მეისელმა გადაიღო.14 წლის ასაკში მატილდა Look Models Management-მა თბილისში აღმოაჩინა, რაც მისი სამოდელო კარიერის დასაწყისი იყო.როგორც თავად მოდელი არაერთ ინტერვიუში აღნიშნავს, ეს პროფესია მისთვის ბავშვობიდან საოცნებო იყო: „მთელი ბავშვობა მიზნად მქონდა დასახული, რომ როცა გავიზრდებოდი, უნდა ვყოფილიყავი მოდელი“ - ამბობს მატილდა. ამ სურვილის ასრულებაში მას საკუთარი მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა დაეხმარა და დღეს მატილდა გვარლიანი უამრავ წარმატებულ სამოდელო სააგენტოსთან თანამშრომლობს."12 წლის ვიყავი, როდესაც look Models Managment-ის ცეკვის მასწავლებლის მეგობარი შემხვდა სალონში. შემომთავაზა ნინო ცქიტიშვილის სააგენტოში მისვლა, რომელიც, მისი თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც წარმატებით მუშაობდა. რა თქმა უნდა, დავინტერესდი და მივედი. ძალიან პატარა ვიყავი და ასაკიდან გამომდინარე გადავწყვიტე, ცოტა ხანს დამეცადა. 14 წლიდან მივედი სააგენტოში. მესამე გაკვეთილზე უკვე გადავიღეთ თამუნა ინგოროყვას „ლუქბუქი“. სააგენტოში 14 წლის უფრო მომზადებული მივედი, განსაკუთრებულად გავაძლიერე ენების შესწავლა, რაც მოდელს ძალიან სჭირდება. 12 წლისამ იქ ჩემი ტოლი გოგონები ვერ ვნახე" - იხსენებდა მატილდა.15 წლის ასაკში მატილდამ მონაწილეობა მიიღო Pull & Bear's 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის სარეკლამო კამპანიაში. ამან განაპირობა მისი გამოჩენა იტალიურ Vogue-ის კამპანიაში.პოდიუმზე პირველად 2018 წელს გამოჩნდა და მაშინვე მიიქცია სამოდელო სააგენტოების ყურადღება - „ჩვენების დღეს ძალიან ვნერვიულობდი, ეს იყო ჩემი პირველი გამოწვევა, რომლისთვისაც თავი ღირსეულად უნდა გამერთვა. პოდიუმზე გავლისთანავე ყველანაირი შიში გამიქრა და საკმაოდ კარგად გავართვი თავი” - თქვა მოდელმა ერთ-ერთ ინტერვიუში. ამას Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე გავლა და უამრავ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობა მოჰყვა.2024 წელს მატილდამ ისტორია დაწერა და გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელმაც Victoria's Secret-ის მოდის ჩვენებაზე გაიარა.მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, მატილდა ამშვენებდა გამოჩენილი ჟურნალების გარეკანებს, მათ შორის M Le magazine du Monde-ს 2023 წლის ოქტომბერში, გადაღებული დევიდ სიმსის მიერ. იგი ასევე წარმოდგენილი იყო D Repubblica-სა და Elle US- ის რედაქციებში.

„როიტერი“ – ომანში დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე აშშ-ს სურს, ირანთან მოლაპარაკებები მოიცავდეს ბირთვული პროგრამის, ბალისტიკურ რაკეტების და რეგიონში შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერის საკითხებს

თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ომანში დღეს ირანი და შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს გამართავენ.როგორც „როიტერი“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, განაახლოს დიპლომატია თეირანსა და ვაშინგტონს შორის ხანგრძლივ ბირთვულ დავასთან დაკავშირებით, შეერთებულ შტატებს სურს, რომ მოლაპარაკებები მოიცავდეს ირანის ბირთვული პროგრამის, მისი ბალისტიკური რაკეტებისა და რეგიონში შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერის საკითხებს.მოლაპარაკებებამდე რამდენიმე საათით ადრე ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა Khorramshahr 4 განლაგდა „რევოლუციური გვარდიის“ ერთ-ერთ უზარმაზარ მიწისქვეშა სარაკეტო კომპლექსში.„ვიმედოვნებთ, ამერიკული მხარეც ამ პროცესში პასუხისმგებლობით, რეალიზმითა და სერიოზულობით მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაილ ბაღაიმ.პარალელურად, აშშ-მა სპარსეთის ყურეში საზღვაო ძალები გააძლიერა, რასაც ტრამპმა მასიური არმადა უწოდა. თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლევიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპი ცდილობს, დაადგინოს, შესაძლებელია თუ არა ირანთან შეთანხმების მიღწევა.

ბოლო სიახლეები