ძალიან სერიოზული დისკუსია იყო, დეტალებზე იყო ძალიან ბევრი საუბარი, პროგრესი არის, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ჩართულობით გაიმართა.
როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება.
„ძალიან სერიოზული დისკუსია იყო, დეტალებზე იყო ძალიან ბევრი საუბარი, პროგრესი არის. წინ წავიწიეთ, დეტალებზე ვიმუშავეთ, წინსვლა გვაქვს. ეს არის და ეს! ხვალ განვაგრძობთ შეხვედრას. საუბარია საერთო შეთანხმების დოკუმენტზე. რა საკითხებზეც ვიმუშავეთ, მხარეებს შორის პოზიციები დაახლოებულია. მე, ზოგადად, ოპტიმისტი ვარ და ვანახოთ, როგორ დასრულება, მალევე გაირკვევა ყველაფერი“,- განაცხადა ელისაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.