ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

აკაკი ბობოხიძე: როგორც საინგილოზე, კახსა და სოჩაზე არ აქვს საქართველოს პრეტენზია, ასევე ვერ ექნება პრეტენზია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილზე

„ევროპული საქართველოს“ წევრის, აკაკი ბობოხიძის თქმით, როგორც „საინგილოზე, კახსა და სოჩაზე არ აქვს საქართველოს პრეტენზია, ასევე ვერ ექნება პრეტენზია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილზე“.

აკაკი ბობოხიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი გაფანტულია დაახლოებით 30 კილომეტრზე, აქედან ნაწილი არის დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიის სიღრმეში და მასზე არასდროს არც ერთ ხელისუფლებას, მათ შორის დღევანდელსაც პრეტენზია არ აქვს.

„საინგილო არის თუ არა საქართველოს ტერიტორია? თქვენ თუ იცით ნავთობსადენის შესახებ, რომელიც გადის საქართველოს ტერიტორიაზე. მაინტერესებს, თქვენი გონებრივი შესაძლებელობები შევამოწმო. დავით გარეჯის ნაწილი არის აზერბაიჯანის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ეს დადგენილია უკვე. გგონიათ, რომ საინგილოსთან დადგენილია საზღვრები? საინგილოსთან საზღვრების დადგენის პროცესი მიმდინარეობს? კახთან მიმდინარეობს? კახთან დადგენილია? საინგილოზე პრეტენზიას ვაპირებთ? საინგილო ჩვენს ტერიტორიაზეა? ისტორიულად რომ ქართველები არიან, ისტორიულად რომ საქართველოს ტერიტორია იყო, გავიგეთ. ამ წუთში საინგილო, თქვენის აზრით, არის აზერბაიჯანის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, თუ უნდა ვედაოთ და უნდა მოვთხოვოთ დაბრუნება? გარდა ამისა, საქართველო გაერო-ში არის აღიარებული იმ ტერიტორიებზე, რა ტერიტორიებზეც გვაღიარეს, თუ ჩვენ ართვინს მოვითხოვთ, თუ ჩვენ ტაოს მოვითხოვთ, ეს ჩვენი ნებაა. დღევანდელი საქართველო არის თუ არა საბჭოთა საქართველოს ტერიტორიებში აღიარებული სახელმწიფო? სოჩა დღევანდელი საქართველოსია? დიახ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი გაფანტული არის დაახლოებით 30 კილომენტრის მანძილის სიგრძეზე, აქედან ნაწილი არის დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიის სიღრმეში და მასზე არასდროს, არც ერთ ხელისუფლებას, მათ შორის დღევანდელ ხელისუფლებასაც, პრეტენზია არ აქვს. მეორე ნაწილი არის ის, სადაც ყველა დადის ექსკურსიებზე, ეს არის საქართველოს ტერიტორიაზე და არასდროს ამ ტაძრის საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე კუთვნილების საკითხი აზერბაიჯანულ მხარეს არ დაუყენებია ეჭვის ქვეშ. არის მესამე ნაწილი ტერიტორიის, რომელიც არის სადავო, ანუ სადავო რატომ ჰქვია იცი, არც მე ვთანხმდები და არც ის. მე ვთქვი, ტაძრების რაღაც ნაწილი არის იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ქართული მხარე არც დავობს, ოღონდ თუ დაგვთანხმდებოდნენ, დიდი სიამოვნებით დავიბრუნებდი. იმაზე არათუ წინა ხელისუფლება, არც იმის წინა და არც დღევანდელი არ დავობს, ისე, როგორც კახის და საინგილოს ტერიტორიულ პრეტენზიას აზერბაიჯნას არ ვუყენებთ, ასევე არის დავით გარეჯის ტერიტორიის რაღაც ნაწილი, რომელიც არის დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და ეს მოლაპარაკების საგანი შეიძლება გახდეს, მაგრამ სადავო ვერ გახდება. არის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი, რომელზეც არც აზერბაიჯანს არ აქვს დავა, რატომ? ჩვენ კი არ ვედავებით აზერბაიჯანს, სადაც დავაოა, ისინიც გვედავებიან. ერთ ნაწილზე აზერბაიჯანსაც არ აქვს დავა და ამბობს, რომ ეს საქართველოს ტერიტორია“, – განაცხადა ბობოხიძემ.

მისივე თქმით, დავით გარეჯი არის ძალიან დიდ ტერიტორიაზე, ეს არ არის მხოლოდ ერთი ტაძარი.

„ბევრი ტაძარია, ბევრი საკულტო ნაგებობაა, მათ შორის მღვიმეებისა და გამოქვაბულების სახით, ნაწილი ამ საკულტო ტერიტორიებისა მოყვა დღევანდელი აზერბაიჯანის ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც ჩვენც ვთვლით, რომ დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაა. ნაწილი ამ საკულტო ობექტებისა არის ისეთ ტერიტორიაზე, რომელზეც აზერბაიჯანსაც არ აქვს პრეტენზია და თვლის, რომ საქართველოს ტერიტორიაა, ნაწილი არის ისეთ ადგილზე, რომელიც ჯერჯერობით არის შეუთანხმებელი. ასე რომ, გარეჯი საქართველოა? ეს შეკითხვა არ არის სწორი, რაღაც ნაწილი არის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რაღაც ნაწილი უდავოდ არის ჩვენს ტერიტორიაზე რაღაც ნაწილი გვაქვს შესათანხმებელი. ადამიანები, ვინც ასე სვამენ შეკითხვას, ხვალ, რომ ბერთუბანი დარჩეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ისევ დაიწყებთ ქართველი ხალხის პროვოცირებას, რომ რაღაც წაგვართვეს აზერბაიჯანელებმა. არადა ეს არ იქნება მართალი. ეს ბერთუბნის ტერიტორიაა, ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს დროს აღმოჩნდა აზერბაიჯანის მხარეზე“, – განაცხადა ბობოხიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მტკვარში მანქანა გადავარდა – ამ წუთებში სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს

თბილისში, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროდან მტკვარში მანქანა გადავარდა.როგორც „ტიფლისნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს. მათივე ცნობით, მაშველებმა ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტური იყო.ჯერჯერობით უცნობია, სულ რამდენი ადამიანი იმყოფება ავტომობილში. დეტალები დგინდება.

გურამ კაშია-კვარამ გამოაღვიძა ყველაფერი… ბავშვებს კვარას გამო უნდათ ფეხბურთელობა… ამაზე დიდს ფეხბურთს ვერაფერს მისცემ, ეს არის უმაღლესი მიღწევა!

„კვარამ გამოაღვიძა ყველაფერი. პატარა ბავშვებს ხვიჩა კვარაცხელიას გამო უნდათ ფეხბურთელობა. ამაზე დიდს ფეხბურთს ვერაფერს მისცემ, ეს არის უმაღლესი მიღწევა!“ - ამის შესახებ ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია საუბრობს.ვრცლად ↓

ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის – რა ელის კაცობრიობას

ბულგარელი ნათელმხილველის, ვანგას ერთ-ერთი პროგნოზით, კაცობრიობა 5079 წლამდე არ განადგურდება,- წერს New York Post .მისტიური მკურნალი 1996 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი მიმდევრები ჯერ კიდევ ელიან სიკვდილამდე მის მიერ გაკეთებულ წინასწარმეტყველებებს.ვანგას პროგნოზები - კაცობრიობის დასასრულის ვადებინათელმხილველის მიერ გაკეთებული პროგნოზების თანახმად, კაცობრიობას სხვადასხვა წლებში ელის:2025 წელი - ევროპაში კონფლიქტი გაანადგურებს კონტინენტის მოსახლეობას;2028 - ადამიანები დაიწყებენ ვენერას შესწავლას, როგორც ენერგიის წყარო;2033 წელი - პოლარული ყინულის ქუდები დნება, რის გამოც მთელს მსოფლიოში ზღვის დონე ამაღლდება უზარმაზარ სიმაღლეებამდე;2076 წელი - კომუნიზმი გავრცელდა მსოფლიოს ქვეყნებში;2130 - ადამიანები დაუკავშირდებიან უცხოპლანეტელებს;2170 - გვალვა ანადგურებს მსოფლიოს უმეტეს ნაწილს;3005 წელი - დედამიწა ომში წავა მარსის ცივილიზაციასთან;3797 - ადამიანებს მოუწევთ დედამიწის დატოვება, რადგან ის საცხოვრებლად აღარ ვარგა;5079 - სამყარო დასრულდება.

ცნობილი რეჟისორი გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი რეჟისორი და სცენარისტი რობერტ ბენტონი 92 წლის ასაკში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ინფორმაციას მედია მის მენეჯერზე დაყრდნობით ავრცელებს.ბენტონმა გადაიღო ისეთი ფილმები, როგორებიცაა „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“, „ადგილები გულში“ და იყო „ბონის და კლაიდისა“ და „სუპერმენის“ სცენარისტი. მის ნამუშევრებს 3 „ოსკარი“ აქვს მიღებული.

სტალინის ჩაის საიდუმლო

ოდესმე დაფიქრებულხართ, როგორ მოახერხა იოსებ სტალინმა, გამკლავებოდა ცხოვრების გიჟურ ტემპს და სიფხიზლე შეენარჩუნებინა ღამის შეხვედრებისა და სტრესული დღეების მიუხედავად? ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ მას ძილის წინ სპეციალური რიტუალი ჰქონდა, რომელიც ეხმარებოდა, სწრაფად დაეძინა და რამდენიმე საათში მშვიდად სძინებოდა. ამბობენ, რომ სვამდა სპეციალურ ჩაის, რომელიც ნერვულ სისტემას ამშვიდებდა და ენერგიით ავსებდა მთელი დღის განმავლობაში. რა არის ეს სასმელი და რატომ ღირს მისი გასინჯვა დღესაც? სტალინის საყვარელი ჩაი, რომელიც ამშვიდებს საუბარია მონარდასგან დამზადებულ ჩაიზე, რომელიც ცნობილია თავისი სასარგებლო თვისებებით. ხალხი მას "ბერგამოტს" უწოდებს თავისი უჩვეულო არომატით პიტნის, ციტრუსის და მსუბუქი სანელებლების ნოტებით. ეს ჩაი არა მხოლოდ გემრიელია, არამედ აქვს მრავალი სასარგებლო ეფექტი:ეხმარება გაუმკლავდეს სტრესს და შფოთვას. მონარდა შეიცავს ბუნებრივ კომპონენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ მოდუნებას და ძილის ნორმალიზებას. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. კუჭის პრობლემები ხშირად გვიშლის ხელს დაძინებაში და ეს სასმელი პრობლემას ნაზად და ბუნებრივად აგვარებს. მდიდარია ანტიოქსიდანტებით. ისინი ეხმარებიან ორგანიზმს გაუმკლავდეს ანთებას, გააძლიეროს იმუნური სისტემა და შეანელოს დაბერების პროცესიც კი. მას აქვს ანტისეპტიკური თვისებები. მონარდას ჩაის ხალხურ მედიცინაში იყენებენ გაციებისა და ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად. აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. ზოგიერთი გამოკვლევა აჩვენებს, რომ ამ ჩაის რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება დადებითი გავლენა მოახდინოს არტერიულ წნევასა და გულის მუშაობაზე.როგორ მოვამზადოთ მონარდას ჩაი სწორად მაქსიმალური სარგებელი და მდიდარი გემო რომ მიიღოთ, საჭიროა მონარდას ჩაის სწორად მოხარშვა. ამისათვის შესაფერისია ახალი ან გამხმარი ფოთლები და ყვავილები. 200 მლ წყლისთვის საკმარისია 1–2 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ფოთოლი. მათ ასხამენ მდუღარე წყალს და აჩერებენ 5-7 წუთის განმავლობაში. თუ უფრო მდიდარი გემო გსურთ, შეგიძლიათ ცოტა ხანს დატოვოთ, მაგრამ არ გადააჭარბოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაი ძალიან მჟავე გახდება. გემოს გასაუმჯობესებლად კარგია თაფლის, ლიმონის ან პიტნის ფოთლების დამატება. ამ სასმელის დალევა განსაკუთრებით სასარგებლოა ძილის წინ.მართალია, რომ სტალინი ამ ჩაის სვამდა?არ არსებობს ზუსტი ისტორიული მტკიცებულება იმისა, რომ სტალინი რეალურად რეგულარულად სვამდა მონარდას, მაგრამ ხალხური ლეგენდები აქტიურად გადასცემენ ამ ფაქტს თაობიდან თაობას. ერთი რამ ცხადია: წარსულში ადამიანები ბევრად უფრო ხშირად იყენებდნენ ბუნებრივ საშუალებებს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.მონარდას ჩაი შეიძლება იყოს კარგი ალტერნატივა თანამედროვე საძილე აბებისა და ანტიდეპრესანტებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს ბუნებრივ სამკურნალო მეთოდებს. მისი სარგებელი დასტურდება არა მხოლოდ პოპულარული შეხედულებებით, არამედ თანამედროვე კვლევებითაც. სცადეთ ამ სასმელის ჩართვა თქვენს საღამოს რიტუალში და ნახეთ, როგორ მოქმედებს ის თქვენს ძილსა და მთლიან კეთილდღეობაზე.

ბოლო სიახლეები