ავტოსაგზაო შემთხვევას გონიოში 25 წლამდე გოგონების სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევას გონიოში სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია ორი ადამიანი. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს სამი გარდაცვლილი დახვდა.
ადგილობრივების ცნობით, დაღუპულები 25-წლამდე ასაკის გოგონები არიან.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
თვითმხილველების ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილი საცხოვრებელი სახლის წინ გაჩერებულ გადამზიდ სატვირთოს შეეჯახა.
დაშავებულები კლინიკა “ბიემსიში” არიან გადაყვანილები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და უტარდებათ საჭირო კვლევები.