ვრცელდება ილია მეორეს კადრები საპატრიარქოდან.
ვიდეოს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და საპატრიარქოს ტელევიზიის წამყვანი ელისაბედ აბულაძე ავრცელებს.
„დღევანდელი კადრები. ვულოცავთ ჩვენს დიდ პატრიარქს დაბადების დღეს დიდი სიყვარულით და მადლიერებით
04.01.2025“, - წერს ტელეწამყვანი.
ცნობისთვის, დღეს, 4 იანვარს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე 92 წლის გახდა.
6 წლის ნინის საზოგადოების დახმარება სჭირდება, რაც დიდ თანხებს უკავშირდება. ბავშვს დამატებითი კვლევებისთვის და მედიკამენტებისთვის თანხები სჭირდება, რომლის საშუალებაც ოჯახს არ აქვს.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ: თიბისი ბანკი: #GE15TB7679445061100108
ლიბერთი: #GE11LB0711192526466000
საქართველოს ბანკი: #GE25BG0000000162579635 დანიშნულება: #ნინი საკონტაქტო ნომერი: 500880528
"ვისოლმა" სარეკლამო რგოლიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრები ამოჭრა და ეთერში ისე გაუშვა. მსახიობი, რომელიც მიმდინარე აქციების ფარგლებში დააკავეს, ორ ეპიზოდში მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, რომ მსახიობს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიაშვილის განცხადებით, ამბროლაურის აეროპორტს ნიკო ლეკიშვილის სახელი მოუხდებოდა.„პოზიტიური და ოდნავ გაკვირვებული „კაცო!“ და მერე პატარა დაფიქრებული პაუზა - ასეთი საუბრის წამოწყება იცოდა.სულ რაჭაზე ან თბილისზე მესაუბრებოდა ხოლმე, პირადი საკითხით არასოდეს მოუმართავს. 2016 წლის ერთ დღესაც მოვიდა მთავრობის ადმინისტრაციაში, ჩემს ოფისში. იმ დღის საუბარი ამბროლაურზე დაიწყო: „კაცო, ამბროლაურში ძველ დროს იყო ძალიან საჭირო აეროპორტი, სამწუხაროდ ყველამ მიივიწყა ეგ ამბავი...“