ხუთშაბათი, ივნისი 5, 2025

ავარია გორში – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

ავარია მოხდა გორში – სტალინისა და თამარ მეფის გამზირების გადაკვეთაზე. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი და დამტვრეულია სამი მანქანა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – მშვიდობამ მოგვცა საშუალება, მაქსიმალურად გვეზრუნა ქვეყანაში რეგიონების თანაბარ განვითარებაზე, რეგიონულ ჭრილში მნიშვნელოვანია თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყანასთან

თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი ყოველთვის ასრულებდა ძალიან საინტერესო პლატფორმის როლს მნიშვნელოვან საკითხებზე აზრთა გაცვლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ღონისძიება ქმნის ძალიან კარგი პლატფორმას იმისთვის, რომ გაიმართოს დისკუსიები სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე.„წლევანდელი თემა, მშვიდობა და მშვიდობის როლი კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.ამ ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება რეგიონების განვითარებაზე. აქაც, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობას. სწორედ მშვიდობამ მოგვცა ჩვენ იმის საშუალება, რომ მაქსიმალურად გვეზრუნა ჩვენს ქვეყანაში რეგიონების თანაბარ სოციალირ-ეკონომიკურ განვითარებაზე. გვაქვს ძალიან დიდი, განსაკუთრებული წინსვლა ბოლო წლების განმავლობაში სწორედ რეგიონების განვითარების თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კონფერენციას ესწრებიან ჩვენი მეზობელი ქვეყნების ქალაქების წარმომადგენლები, 40-მდე ადგილობრივი მერი, საკრებულოს თავმჯდომარე. ჩვენთვის სწორედ რეგიონულ ჭრილში ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყანასთან, განსაკუთრებით, ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან.ასევე ძალიან მოხარული ვართ, რომ ამ ღონისძიებას ესწრებიან ძალიან მაღალი რანგის სპეციალისტები, ექსპერტები, რომლებიც ამ ორი დღის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ საინტერესო დისკუსიებში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიება იქნება საინტერესო თითოეული თქვენგანისთვის. ყველას გისურვებთ ნაყოფიერ დისკუსიებს და წარმატებებს”, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შალვა პაპუაშვილი – ამაზე უარესი მდგომარეობები გამოვიარეთ, აშშ-ის ყოფილი ელჩი ითხოვდა არჩევას – ან მიდიხართ ესკალაციაზე რუსეთთან, ან ხართ ცუდ მხარეს, მთავარი, რამაც გამოგვატარა,...

რა არის ამაში დასამალი, თუკი რამე ნაბიჯების მოთხოვნა არის, რატომ არ ამბობენ საჯაროდ, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რა ნაბიჯების გადადგმას ითხოვს საქართველოსგან აშშ-ის საელჩო, რადგან შეხვედრებზე, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებთან გაიმართა, რამდენჯერმე იყო მკაფიო ხაზგასმა საქართველოს მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზე და ეს ნაბიჯები ახსენეს ასევე ერთი კვირის წინაც, როდესაც გაავრცელეს განცხადება, რომ 22 მაისს სურდათ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა და არის თუ არა ეს ნაბიჯები ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, რადგან ოპოზიცია პირდაპირ აცხადებს, რომ ხელისუფლებისთვის ცნობილია ამ ნაბიჯების შესახებ და ერთ-ერთი მოთხოვნა არის სწორედ ახალი არჩევნები.„მათ შორის, როდესაც თავადვე გაასაჯაროვეს, რომ სურდათ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, თითქოს იმისთვის, რომ გადაეცათ რაღაც ნაბიჯებთან დაკავშირებით, კი მაგრამ თქვან, რას გვიმალავენ, თუკი ასეთი რამეა, მოისვენებს ყველა ხომ, ბოლოს და ბოლოს?“, – განაცხადა პაპუაშვილმა.თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, იყო თუ არა ნაბიჯების დაკონკრეტება იგივე მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრისას, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ არანაირი დაკონკრეტება არ ყოფილა.„არანაირი დაკონკრეტება არ ყოფილა. საქმეც ეს არის. რა გითხრათ, რა არის ეს რაღაც ბუნდოვანი გარემოს შექმნა, უთქმელად რაღაცის თქმის მცდელობები და რაღაცის თქმით რაღაცის ართქმის მცდელობები, პრეზიდენტის მილოცვის არგამოქვეყნება-გამოქვეყნება, რაღაც ლურჯი ბარათები, რომელსაც არჩევნების წინ ამერიკის საელჩოს გვერდზე ვხედავდით ხოლმე და ყველა ხელებს ვასავსავებდით, რა იყო ეს საერთოდ, ან შინაარსი, ან ფორმა? სამწუხაროდ, ასეთი გაუგებრობა არის გარკვეულწილად, თუმცა ჩვენი მთავარი სიძლიერე რაში არის და რა იყო მთელი ეს პერიოდი? ჩვენ ამაზე უარესი მდგომარეობები გამოვიარეთ, როდესაც ყველანაირად ცდილობდნენ, შევეთრიეთ გარკვეულ სპირალში რუსეთთან ესკალაციის. მე ამაზე მოყოლილი მაქვს. მათ შორის, აშშ-ის ყოფილი ელჩი, ბაიდენის მიერ წარმოგზავნილი, როგორ ითხოვდა არჩევას თეთრსა და შავს შორის და არჩევანი იყო, ან ახლა მიდიხართ ესკალაციაზე რუსეთთან, აწესებთ სანქციებს და ა.შ, ან ხართ ცუდ მხარეს თითქოს და ა.შ. ამიტომ, ბევრი რამე გვაქვს ჩვენ გამოვლილი და მთავარი, რამაც გამოგვატარა, ეს არის სიმართლე, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ვმოქმედებთ ყოველთვის ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. საბოლოო ჯამში, ეს სიმართლე, რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, თავის გზას პოულობს და ვხედავთ, რომ ეს არა ერთხელ მოხდა ყველასთან მიმართულებით. ვინც ჩვენ არასწორად მოგვექცა და გვაბრალებდა სხვადასხვა საკითხს, ყველა საბოლოო ჯამში დამარცხდა ქართველი ხალხის მიმართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.შეკითხვაზე, არის თუ არა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აშშ-თან ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით კომუნიკაციის მცდელობა რამე ფორმით, თუნდაც დახურული არხებით, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გულწრფელი პოზიცია გამოხატა, როგორც პრემიერ-მინისტრის ღია წერილით აშშ-ს პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის მიმართ, ასევე პარლამენტის განცხადებით, რომელშიც გამოხატა საკუთარი დამოკიდებულებაც და ხედვაც ურთიერთობასთან დაკავშირებით.„უბრალოდ, ეს ჯგუფები, რომლებთანაც ჩვენ ხანდახან გვაქვს ასეთი შეხება, არაფორმალური მმართველობის წარმომადგენლების, სწორედ ეს არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შვედეთის საელჩო აცხადებს, რომ შვედეთში უცხოური დაფინანსების შესაფასებლად სპეციალური გამოძიების თავმჯდომარის დანიშვნა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება

საქართველოში შვედეთის საელჩო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ შვედეთში ექსტრემისტულ და სხვა ანტიდემოკრატიულ მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობის უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით დაწყებული პროცესი და საქართველოში „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება.„შვედეთის მთავრობამ დანიშნა სპეციალური გამოძიების თავმჯდომარე, რომელიც შეაფასებს, უნდა აიკრძალოს თუ არა შვედეთში ექსტრემისტულ და სხვა ანტიდემოკრატიულ მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობის უცხოური დაფინანსება და ასევე შესთავაზებს ასეთი აკრძალვის მარეგულირებელ ჩარჩოს. ამის მიზანია შვედეთის დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორიცაა ტერორისტული და ძალადობრივი ექსტრემიზმის აქტების დაცვა ან ძალადობრივი ქმედებებისა და დივერსიის წახალისება. გამოძიების თავმჯდომარეს ასევე ევალება, ისეთი შეთავაზების უზრუნველყოფა, რომელიც შვედეთის კონსტიტუციას, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ადამიანის უფლებათა სხვა ვალდებულებებსა და მოთხოვნებს შეესაბამება.ეს პროცესი მკვეთრად განსხვავდება „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისგან“, რომელიც ეხება ყველანაირ უცხოურ დაფინანსებას, მისი მიზნობრიობის მიუხედავად და რომელიც მიღებულ იქნა ნაჩქარევად, სათანადო საჯარო კონსულტაციების გარეშე. ვენეციის კომისიამ ასევე დაასკვნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით დაწესებული შეზღუდვები არ აკმაყოფილებს დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონიერების, ლეგიტიმურობისა და საჭიროებების მოთხოვნებს და მკაცრად ურჩია საქართველოს ხელისუფლებას მისი გაუქმება. პლურალისტური და მშვიდობიანი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა კი მნიშვნელოვანი პრიორიტეტული სფეროა შვედეთის გრძელვადიანი რეფორმების თანამშრომლობისთვის საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის ხელშეწყობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

„მოსწავლეს შიშველ ფოტოებს უგზავნიდა“ – ფლორიდაში დააკავეს მასწავლებელი, რომელიც მოსწავლესთან სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობდა

ფლორიდაში დააკავეს მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეს შიშველ ფოტოებს უგზავნიდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 28 წლის ოლივია ფელი ამ გზით მოსწავლესთან სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობდა.გამოცემის ინფორმაციით, სკოლის წარმომადგენლობა პირველად მომხდარზე მაშინ დაეჭვდა, როდესაც მოსწავლემ უთხრა, რომ მასწავლებელი მას 3 თვის განმავლობაში სისტემატურად ეკონტაქტებოდა.პოლიციამ არასრულწლოვნის ტელეფონში ოლივიას მიერ გაგზავნილი შიშველ ფოტოები აღმოაჩინა.

შალვა პაპუაშვილი – მთავარია, ე.წ. მეგობარ აქტზე შეიქმნას საინფორმაციო ხმაური, რათა შესაძლებლობა მიეცეთ აქაურ რადიკალებს, მოიხვიონ ევროკავშირის დროშები და თავს დაესხნენ პარლამენტის წევრებს, ამის...

მთავარია, ე.წ. მეგობარ აქტთან დაკავშირებით შეიქმნას საინფორმაციო ხმაური, რათა კიდევ ერთხელ მიეცეთ აქაურ რადიკალებს შესაძლებლობა, მოიხვიონ ევროკავშირის დროშები და წივილ-კივილით, ლანძღვით, ძალადობით თავს დაესხნენ პარლამენტის წევრებს, მათ მცირეწლოვან შვილებს, ამის წახალისების ინსტრუმენტია, სხვა არაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, საერთო ჯამში, არავის აინტერესებს მისი შინაარსი.„სენატორმა შაჰინმა არ იცის ალბათ, რომ „მეგობარი აქტი“ აღარ ჰქვია იმ აქტს და თავად შეუცვალეს სახელი. ესეც აჩვენებს ზედაპირულობას. „მეგობარი აქტში“ იმდენი შეცდომა იყო, რომ საქართველოს პარლამენტი არ იკადრებს ასეთი მოუმზადებელი კანონის მიღებას, რაც იქ იყო. მაგალითად, კანონში წერია, რომ მიმართავენ USAID-ს, რომ მოამზადოს სტრატეგია საქართველოსთან დაკავშირებით. ანუ კონგრესის ქვედაპალატა მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტს, რომ მიმართოს იმ ორგანიზაციას, რომელსაც მან თაღლითი უწოდა და გააუქმა, რომ ამ თაღლითმა ორგანიზაციამ, რომელიც ბოლო დღეებს ითვლის, მოამზადოს სტრატეგია საქართველოსთან დაკავშირებით. ეს რომ წერია კანონში, ეს ხომ აჩვენებს საერთო ჯამში, რომ იქ შინაარსი არავის აინტერესებს. იქ მთავარია, შეიქმნას საინფორმაციო ხმაური, რათა კიდევ ერთხელ მიეცეთ აქაურ რადიკალებს შესაძლებლობა, რომ მოიხვიონ ევროკავშირის დროშები და წივილ-კივილით, ლანძღვით, სიძულვილით, ძალადობით თავს დაესხნენ პარლამენტის წევრებს, მათ მცირეწლოვან შვილებს, საქმე გვქონდეს ძალადობასთან, დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან, ამის წახალისების ინსტრუმენტია, სხვა არაფერი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები