ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026

ადვოკატი – მაინტერესებს, დარჩა კიდევ ვინმე, ვისაც ეჭვი ეპარება ირაკლი ღარიბაშვილისთვის ციხეში შეგზავნილი წერილის ავთენტურობაში? სიტყვა-სიტყვით არ სრულდება?

მაინტერესებს, დარჩა კიდევ ვინმე, ვისაც კიდევ ეჭვი ეპარება ირაკლი ღარიბაშვილისთვის ციხეში შეგზავნილი წერილის ავთენტურობაში? სიტყვა -სიტყვით არ სრულდება? ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის ნათესავს ახალი, უფრო მძიმე ბრალდების პირობებში, სასჯელი 3 წლამდეც შეუმცირდათ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილისთვის დაებრალებინათ არარსებული დანაშაული, – ასე ეხმაურება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ლილი გელაშვილი ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას.

როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გელაშვილი წერს, პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერ-მინისტრს მარტოს უწევს ბრძოლა მთელი სახელმწიფო სადამსჯელო მანქანის წინააღმდეგ.

ამასთან, ადვოკატის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ბინიდან არათუ ზოდები, არამედ ერთი ოქროს ნივთიც კი არ ამოუღიათ.

„მაინტერესებს, დარჩა კიდევ ვინმე, ვისაც კიდევ ეჭვი ეპარება ირაკლი ღარიბაშვილისთვის ციხეში შეგზავნილი წერილის ავთენტურობაში? სიტყვა-სიტყვით არ სრულდება? ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის ნათესავს ნაკლები ბრალდების ეპიზოდების პირობებშიც კი, მიუხედავად ბრალდებულთა სურვილისა, არ გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ხოლო ახალი, უფრო მძიმე ბრალდების პირობებში, სასჯელი 3 წლამდეც შეუმცირდათ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილისთვის დაებრალებინათ არარსებული დანაშაული!

ქრთამი – ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, გარდა პირის ჩვენებისა, რომელმაც ამ ჩვენებით მიიღო სამართლებრივი სარგებელი, სასჯელის არათუ განახევრება, არამედ რეალური სასჯელის მესამედი!

მე, როგორც ადვოკატი, სხვის საქმეს არ განვიხილავ, ყველას თავისი „სიმართლე“ და ღირსება აქვს, მაგრამ ვისაც ეჭვი გეპარებოდათ, ვინც აბსურდულს უწოდებდა წერილს, რომელიც პირდაპირ ადასტურებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ მიმდინარეობს არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური ნიშნით დევნა, კიდევ ვერ დარწმუნდით?

სწორედ ბრალის ასეთ ფორმულირებას გულისხმობდნენ, როცა ღარიბაშვილის პოლიტიკაში მობრუნების 1-%- იან დასაშვებობის გადაზღვევაზე წერდნენ! რუბიკონი გადალახულია!

მივმართავ პროკურატურის მაღალჩინოსნებს: რამდენი ათასობით საქმე განიხილეთ და დღემდე იხილავთ 2012 წლამდე უკანონოდ, უსამართლოდ და ბევრიც პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და გაუბედურებული ადამიანებისას? ბევრი გინახავთ საქმე, სადაც ოჯახის წევრებიც კი ადებდნენ ხელს ერთმანეთს, ზოგი თავისუფლების, ზოგი სიცოცხლის სანაცვლოდ, გინახავთ შეთითხნილი ბრალდებებით, ცრუ დასმენებით ციხეში გამოკეტილი ადამიანები. ეს იყო საშინელება, ეს იყო უდიდესი ბოროტება, რომელსაც ქართველმა ხალხმა უთხრა – არა!

ეს არა, მხოლოდ წარსულს არ ეხება. ეს – არა, ნიშნავს უარს და გაფრთხილებას – აღარასოდეს, არავინ არ უნდა გაბედოს ადამიანების დევნა, პოლიტიკური ნიშნით, ვიღაცის, თუნდაც სახელისუფლო ვერტიკალის მხრიდან, თორემ ისტორიას უყვარს გამეორებები!

ალბათ შეამჩნევდით, რომ სტატუსების წევრისგან თავს ვიკავებ ამ ბოლო დროს, რადგან ჩემი, როგორც ადვოკატის პრეროგატივა სამართლებრივი დავაა, ჩემი ტრიბუნა სასამართლო სხდომის დარბაზია, მაგრამ ზოგჯერ მაინც გვიწევს განცხადებების გაკეთება, მით უფრო, როცა ირაკლი ღარიბაშვილი პატიმარია და მას მარტოს უწევს ბრძოლა მთელი სახელმწიფო სადამსჯელო მანქანის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს, მაგრამ სიმართლე მაინც მოდის, მოსდის ურმით, წვალებით, ოღროჩოღრო ბილიკებით, მაგრამ მაინც…

ჩემი სტატუსი მიმართულია იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯანსაღად აზროვნებს, ანალიზის უნარი აქვს და არ არის პოლიტიკურად არაჯანსაღად ანგარიჟებული (მადლობა უფალს, ასეთი ბევრია) და არა იმ ნაწილისთვის, რომელსაც აზრის გადმოცემა მხოლოდ გინებით, ქუჩური მეტყველებით ან სხვისგან ნაკარნახევი მესიჯბოქსებით შეუძლია, ვინც ფულზე იყიდება და სხვას ამუნათებს ამ დროს, ვინც ირაკლიზე „მეტად ერთგულია“ ბიძინა ივანიშვილს, ან კიდევ „ჩემზე მეტად მხარდამჭერია „ქართული ოცნების“. ასეთებთან კამათსაც კი არ აქვს აზრი და იცით რატომ? ადვოკატებმა არაერთხელ განვაცხადეთ და ახლაც დავწერ – ირაკლი ღარიბაშვილის ბინიდან არათუ ზოდები, არამედ ერთი ოქროს ნივთიც კი არ ამოუღიათ, ერთი ძვირფასი ნივთიც კი! მაგრამ მაინც დარწმუნებით წერენ. ეს ნიშნავს, რომ ან გაიგეს, მაგრამ მაინც უნდა წერონ, რადგან ამაში ფულს უხდიან, ან წაკითხულისა და მოსმენილის გააზრების უნარი არ აქვთ! ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა”, – წერს გელაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართება

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართება.მისი თქმით, არჩევნების თარიღის ოფიციალურად გამოცხადებას ხვალ გეგმავს.7 სექტემბერს სერბეთის მთავრობამ ვუჩიჩს პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თხოვნით მიმართა. მანამდე, 5 სექტემბერს სერბეთის მმართველი „პროგრესული პარტიის“ (SNS) საბჭომ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი პარტიის საარჩევნო სიის პირველ ნომრად და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა.ცნობისთვის, ერთ წელზე მეტია, რაც სერბეთში ანტიკორუფციული საპროტესტო აქციები იმართება. 2024 წლის ნოემბერში ქალაქ ნოვი-სადის რკინიგზის სადგურზე ახლად გარემონტებული ბეტონის კონსტრუქცია ჩამოინგრა, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. მოქალაქეები ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად ქვეყანაში არსებულ კორუფციასა და ნეპოტიზმს ასახელებდნენ და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ.

შსს-ს მომსახურების სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს:„სატრანსპორტო საშუალების ჩამოწერა ნიშნავს ავტომობილის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის ოფიციალურად აღრიცხვიდან მოხსნას და მისი რეგისტრაციის გაუქმებას.სატრანსპორტო საშუალების ჩამოსაწერად დაინტერესებულმა პირმა მომსახურების სააგენტოში საჭიროა წარმოადგინოს:🔹 პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;🔹  სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები;🔹  სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა.ჩამოწერის პროცედურა სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში არის შესაძლებელი“, - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციების სიაში 35 იურიდიული პირი და ეგვიპტის ერთი მოქალაქე დაამატა

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციების სიაში 35 იურიდიული პირი და ეგვიპტის ერთი მოქალაქე შეიყვანა.შესაბამისი შეტყობინება აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.შეზღუდვები დაწესდა 35 ავიაკომპანიისა და საჰაერო გადაზიდვების სფეროში მოქმედი სხვა კომპანიების წინააღმდეგ. საუბარია ირანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დიდ ბრიტანეთში, მალაიზიაში, თურქეთსა და ყაზახეთში დაფუძნებულ კომპანიებზე.აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციების მიზანია ირანის საავიაციო სექტორზე ზეწოლის გაძლიერება, რომელიც, ვაშინგტონის მტკიცებით, ირანის შეიარაღებული ძალების ინტერესებისთვის „იარაღის, სამხედრო მოსამსახურეებისა და უკანონო ტვირთების გადაზიდვას“ უწყობს ხელს.აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა გენერალური ლიცენზია, რომელიც 23 სექტემბრამდე სანქციების სიაში შეყვანილ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციების დასასრულებლად აუცილებელი ტრანზაქციების განხორციელებას ნებას რთავს.ამასთან, აშშ-ის ხელისუფლებამ გააუქმა ლიცენზია, რომელიც ირანის ტერიტორიაზე ამერიკული წარმოების თვითმფრინავების დროებით ყოფნას, ასევე ისლამურ რესპუბლიკაში მათი შეკეთებისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილებისა და ტექნოლოგიების შეტანის შესაძლებლობას იძლეოდა.ცნობისთვის, 24 აგვისტოს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ ცალმხრივი სანქციების რეჟიმს მკვეთრად გაამკაცრებს და მიზნად ისახავს თეირანის შემოსავლის წყაროების სრულად დაბლოკვას.ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ მზად იქნება, მეორადი სანქციები დაუწესოს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ირანის წინააღმდეგ ახალი შემზღუდავი ზომების შესრულებაზე უარს იტყვის.

ისრაელი იერუსალიმში დიდი ბრიტანეთის საელჩოს დახურავს, ქვეყანამ ასევე დაასახელა იმ ბრიტანელი პირების ვინაობა, რომლებსაც ისრაელში შესვლა აეკრძალათ

ისრაელი იერუსალიმში დიდი ბრიტანეთის საელჩოს დახურავს. ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი ავრცელებს.ისრაელის საგარეო უწყებამ, ასევე, თემთა პალატის 11 დეპუტატსა და ერთ ადვოკატს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. The Times of Israel-ის ცნობით, გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის მიერ დასავლეთ სანაპიროს დასახლებების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტის საპასუხოდ იქნა მიღებული.მედიის ინფორმაციით, ისრაელში შესვლას „მწვანეთა პარტიის“ ხუთი, მმართველი „ლეიბორისტული პარტიის“ ოთხი და „შენი პარტიის“ ორი დეპუტატი ვეღარ შეძლებს. ქვეყანაში შესვლა აეკრძალა ადვოკატ ფაჰად ანსარის.გამოცემის ცნობით, ის დიდი ბრიტანეთის სასამართლოში “ჰამასის” პოლიტიკურ ფრთას წარმოადგენდა.როგორც მედია წერს, საგარეო საქმეთა სამინისტრო აკრძალვების მიზეზს არ აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ქვეყანაში შესვლას ის პირები ვეღარ შეძლებენ, ვინც „ანტისემიტურ და ისრაელის საწინააღმდეგო საქმიანობაში არიან ჩართულნი, ასევე ისინი, ვინც უარყოფენ ისრაელის სახელმწიფოს არსებობას“.ცნობისთვის, საელჩოს დახურვის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედ მილიბანდის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ბრიტანეთის მთავრობა ეთანხმება, რომ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების ეთნიკურ წმენდას ადგილობრივი ტერორისტები ახორციელებენ, ხოლო ამაზე ისრაელის მთავრობა თვალს ხუჭავს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი – გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას უკრაინის მხარდასაჭერად და ევროპის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად

მივესალმები ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეთანხმებას, უკრაინის Patriot -ის სისტემებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქციის შეძენაზე. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.“ნატო-ს გენერალურ მდივან რუტესთან ერთად, მივესალმები წევრი ქვეყნების შეთანხმებას უკრაინისთვის გამონაკლისზე Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქციის შეძენაზე.შემდეგი 3.2 მილიარდი ევროს ოდენობის თანხის გამოყოფა უკრაინას საშუალებას მისცემს უკეთ დაიცვას თავისი ცა რუსეთის განურჩეველი თავდასხმებისგან. ეს თანხა დაემატება “უკრაინის მხარდაჭერის სესხის” ფარგლებში უკვე გამოყოფილ 8.4 მილიარდ ევროს, მათ შორის საჰაერო თავდაცვისთვის.ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას უკრაინის მხარდასაჭერად და ევროპის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად”, - წერს ფონ დერ ლაიენი.

ბოლო სიახლეები