პარასკევი, ნოემბერი 8, 2024

Westworld-ის ახალი სეზონის ტრეილერი გამოვიდა

HBO-მ სერიალ Westworld-ის მეორე სეზონის ტრეილერი გამოუშვა. Entertainment Weekly-ს ცნობით, ჩვენება Super Bowl-ის დროს გაიმართა.

სერიალის ახალ სეზონში მთავარინ მოქმედი პირები ბერნარდ ლოუ, მეიც მივი და დოლორეს აბერნატი არიან.

Westworld-ის მეორე სეზონი 2018 წლის 22 აპრილს გამოვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ორ სპეცრაზმელს 12-12 წლით, ხოლო კუდის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსს 7 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდათ

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი და ორი სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნო. "თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის განზრახ უკანონო დაკავებისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის ჯგუფური მკვლელობის ფაქტზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი და ორი სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნო. საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, ამავე სამმართველოს უფროსისა და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით, თითქოსდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით, ქალაქ ბათუმში, კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ. როინ შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო. სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს და აჭარა-გურიის საზღვართან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოკლეს. როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ფაქტის შესანიღბად, საგამოძიებო განყოფილების უფროსის დახმარებითა და ხელშეწყობით, შედგა ყალბი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიეთითა, რომ თითქოსდა როინ შავაძეს დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება. თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სპეცრაზმელებს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 12-12 წლით, ხოლო საგამოძიებო განყოფილების უფროსს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა ჯამში 13 პირის მიმართ დაიწყო. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, მათ შორის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის და ერთი სპეცრაზმელის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა და ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძე – ფართო რეგიონში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი, ჩვენ ამოცანაა, მოვხვდეთ მსოფლიო ქვეყნების სამეულში

ფართო რეგიონში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე გაჩერებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო კიდევ უფრო შეინარჩუნებს და განამტკიცებს ლიდერის პოზიციას ამ სფეროში. „ფართო რეგიონში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე გაჩერებას. მე ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით პარლამენტში, ჩვენი ამოცანაა, რომ ევროპის სამეულში, მსოფლიოს სამეულში გავიდეთ უახლოესი წლების განმავლობაში და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად შემცირებულიყო კორუფცია ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ და კიდევ უფრო განვამტკიცებთ ლიდერის პოზიციას ამ სფეროში. კანდიდატი ქვეყნები რომ ავიღოთ, თქვენ იცით, რამხელა პრობლემებია უკრაინაში, მოლდოვაში კორუფციის კუთხით. ჩვენი ამბიციური ამოცანაა, არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს შორის ვიყოთ ლიდერი და არა მხოლოდ 7-8 ქვეყანას გავასწროთ ევროკავშირში, არამედ მოვხვდეთ მსოფლიო ქვეყნების სამეულში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ამისათვის ყველანაირი საფუძველი არსებობს და ამისათვის მუშაობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ლატვიის პრემიერი – ვაფასებთ ინიციატივებს, რომლებიც საქართველომ დემოკრატიის დასაცავად მიიღო, ხალხი გადაწყვეტს, არის თუ არა მათი გზა ევროპა, რისთვისაც იბრძოდნენ მოლდოვა, ბალტიის ქვეყნები

ჩვენ ვაფასებთ ყველა ინიციატივას, რომელიც საქართველოს საზოგადოებამ მიიღო დემოკრატიის დასაცავად, – ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინიამ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა. მისივე თქმით, ქართველი ხალხი გადაწყვეტს, წავლენ თუ არა პირდაპირ და არის თუ არა მათი გზა ევროპა, რისთვისაც იბრძოდნენ მოლდოვა, ლატვია და ბალტიის ქვეყნები. „ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მოვისმინოთ საარჩევნო პროცესის დამოუკიდებელი დამკვირვებლებისგან მათი ანალიზი, როგორ წარიმართა საარჩევნო პროცესი. გუშინ შევიტყეთ მოლდოვის გამოცდილების შესახებ, რომ მათი არჩევნების თითქმის 10 პროცენტზე რუსეთმა ზეგავლენა მოახდინა. ამიტომ ჩვენ ნამდვილად ვაცნობიერებთ ძალიან რთულ ვითარებას ისეთ ქვეყნებში, რომლებიც რუსეთთან უფრო ახლოს არიან. ჩვენ ვაფასებთ ყველა ინიციატივას, რომელიც საქართველოს საზოგადოებამ მიიღო დემოკრატიის დასაცავად, რადგან ეს ქართველი ხალხია, რომელიც გადაწყვეტს, წავლენ თუ არა პირდაპირ და არის თუ არა მათი გზა ევროპა, რისთვისაც იბრძოდნენ მოლდოვა, ლატვია, ბალტიის ქვეყნები“, – განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა.

ცესკო – დასრულდა საჩივრების განხილვა, გადაითვალა 427 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები, ცვლილებები არის უმნიშვნელო, ასევე გაბათილდა 12 გადასატანი საარჩევნო ყუთის შედეგები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, გიორგი სანტურიანის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვა დასრულდა. სანტურიანის ინფორმაციით, ჯამურად გადაითვალა 427 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები და ხელახალი დათვლის შედეგებმა საბოლოო შედეგებში არსებითი ცვლილებები ვერ შეიტანა. მისივე თქმით, ასევე გაბათილდა 12 გადასატანი საარჩევნო ყუთის შედეგები. „მთლიანობაში, კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამურად წარმოდგენილი იყო 1 201 საჩივარი. მათგან 537 შეეხებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილად ცნობას ან გადათვლას. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით წარმოდგენილი იყო 466 საჩივარი, ხოლო მოთხოვნის გარეშე – 47. ისეთი საჩივრების რაოდენობა, სადაც დაფიქსირებული იყო შესაბამისი რეაგირების თვალსაზრისით მოთხოვნა ან შესაბამისი ქმედების განხორციელების თაობაზე მოთხოვნა, იყო 151. წარმოდგენილი საჩივრებიდან ჯამურად ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ან დაკმაყოფილდა 167; არ დაკმაყოფილდა 917; განუხილველად დარჩა 107 საჩივარი, რაც მთლიანობაში წარმოდგენილი საჩივრების 8.9%-ია. საჩივარი გაითხოვეს სამ შემთხვევაში. ამ ეტაპზე მხოლოდ 10 საჩივარია განხილვაში, რომელიც არ შეეხება კენჭისყრის შედეგებს ან უშუალოდ არ არის დაკავშირებული შედეგებთან და შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას. აღნიშნული საჩივრების განხილვის ვადა 10 დღეა და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. საერთო ჯამში, საკუთარი ინიციატივის საფუძველზე, გაბათილდა 12 გადასატანი საარჩევნო ყუთის შედეგები. მათ ნაწილთან დაკავშირებით ასევე წარმოდგენილი იყო შესაბამისი საჩივრები. ასევე, საკუთარი ინიციატივის საფუძველზე გადაითვალა 12 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები, რომელთა ნაწილთან დაკავშირებითაც ასევე წარმოდგენილი იყო შესაბამისი საჩივრები. მთლიანობაში, კანონით გათვალისწინებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ჯამურად გადაითვალა 427 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები და ხელახალი დათვლის შედეგებმა არსებითი ცვლილებები საბოლოო შედეგებში ვერ შეიტანა. საერთო ჯამში, ცვლილებები, შეიძლება ითქვას, რომ უმნიშვნელოა“, – განაცხადა გიორგი სანტურიანმა. სანტურიანის განცხადებით, წარმოდგენილი საჩივრებისა და მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა საუბნო საარჩევნო კომისიების 290 წევრს. ამასთან, ბრიფინგზე გიორგი სანტურიანმა საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან დაკავშირებით წარმოდგენილ საჩივრებთან დაკავშირებითაც. „აქ იგულისხმება ისეთი საჩივრები, რომლებიც შეეხებოდა აგიტაციისა თუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული წესების შესაძლო დარღვევას. სულ წარმოდგენილი იყო 114 საჩივარი. მათი უმრავლესობა შეეხებოდა სოციალური ქსელებით აგიტაციას. ჯამურად, ამგვარი საჩივრების რაოდენობა იყო 65 და განხილვების შედეგად შედგა 12 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც გადაიგზავნა სასამართლოებში. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შემდგომში გასაჩივრდა საერთო სასამართლოებში. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოებში დავები სრულადაა დასრულებული, რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოებს, მხოლოდ ერთი საქმე იყო ჩანიშნული დღეს. შედეგთან დაკავშირებით ჯერ ინფორმაცია არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაში, ისე საერთო სასამართლოებში, ფაქტობრივად, სარჩევნო დავების განხილვა სრულად დასრულებულია“, – განაცხადა გიორგი სანტურიანმა.

ირაკლი კობახიძემ თელავის სპორტის სასახლე დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თელავის სპორტის სასახლე დაათვალიერა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იყო გარკვეული სამართლებრივი პრობლემები, რომელიც სრულად არის მოგვარებული და სპორტული კომპლექსი უახლოეს მომავალში გაიხსნება. „ეს კომპლექსი აშენდა, თუმცა იყო გარკვეული სამართლებრივი პრობლემები. დღეს უკვე ეს პრობლემები სრულად არის მოგვარებული და უახლოეს მომავალში ეს კომპლექსი გაიხსნება და იქნება ხელმისაწვდომი თელაველებისთვის. ვიდრე საბოლოოდ გაიხსნება ეს კომპლექსი, გარკვეული სამუშაოები ჩატარდება, თუმცა ამას დიდი დრო არ დასჭირდება. ჩვენი სურვილია, რომ კიდევ უფრო მეტად გავაფართოოთ თელავში სპორტული ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით, თელავს სჭირდება საცურაო აუზი და ამაზე ზრუნვა უკვე დაწყებულია. „დღეს ვთხოვე კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს, რომ უკვე მოამზადოს ეს საკითხი. თელავს ასევე სჭირდება მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურა. ამაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ თელაველები უახლოეს მომავალში ასეთი ინფრასტრუქტურით იყვნენ უზრუნველყოფილები. რაც შეეხება არსებულ დარბაზს, ეს სპორტული ცენტრი უახლოეს მომავალში გაიხსნება“, – განაცხადა პრემიერმა. მულტიფუნქციური სპორტის სასახლის პროექტისთვის 22 მილიონ ლარამდე გამოიყო. სამუშაოები კანადურმა კომპანია „ბეჰლენმა“ შეასრულა. კომპლექსი მოიცავს დიდ და პატარა დარბაზს, რომლებიც 2000 მაყურებელზეა გათვლილი, გასახდელებს, ადმინისტრაციულ სივრცეებს. კომპლექსი ამ ეტაპზე შპს „სპორტმშენსერვისის“ დაქვემდებარებაშია. კომპლექსი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. სპორტის სასახლეში შესაძლებელია სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მათ შორის, კალათბურთში, ფუტსალში, ფრენბურთში, ხელბურთში, კარატეში, ძიუდოში, ჭიდაობასა და ტანვარჯიშში საერთაშორისო ტურნირების, ევროპისა და მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატების გამართვა.

ბოლო სიახლეები