ოთხშაბათი, იანვარი 29, 2025

VIDEO:„აღმოვაჩინე, რომ მის ნახატებს არ ჰქონდა ცალი თვალი… ზუსტად ასეთი იყო მიცვალებული…“ – 2 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის განაჩენს 12 მსაჯული გადაწყვეტს

2 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული 44 წლის კაცის ბედი 12 მსაჯულის ხელშია – საუბარია იური კალანდარიშვილის საქმეზე, რომელმაც სანადირო თოფით 2 ახალგაზრდა კაცი, უახლოესი მეგობრები, ბაჩო ბაშარული და ნიკო არჩვაძე მოკლა.

ბრალდებული ამტკიცებს, რომ მეზობელი და მისი თანმხლები თავს დაესხნენ და მოიგერია. ადვოკატი კი, ნაფიც მსაჯულებს უმტკიცებდა, რომ წლების წინ, მეზობლებს შორის დაწყებული დავის ინიციატორი, მოკლული ბაჩო იყო. სადარბაზოში მისი რემონტის ნარჩენებმა იური კალანდარიშვილი შეაწუხა, რასაც მეზობლის ცინიკური პასუხი მოჰყვა. შემდეგ კი, ბრალდებულის კარზე შეურაცხმყოფელი მინაწერებიც გაჩნდა, იური კალანდარიშვილს კარის მეზობლის სახლში ხმაური და შეკრებებიც აღიზიანებდა. ადვოკატი ამტკიცებს, რომ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ბრალდებულმა საკუთარ კარზე კამერა უსაფრთხოებისთვის დააყენა, რამაც მეზობელი კიდევ უფრო გააღიზიანა და კამერის მიმართულებით, უსიამოვნო ჟესტების ჩვენება დაიწყო.

გასული წლის 5 ივნისს – 37 და 38 წლის განუყრელი მეგობრების სიცოცხლის ბოლო დღე. ბაჩო სახლიდან, ნიკო კი ასურეთიდან მეგობრის დაბადების დღეზე წავიდა. რესტორნიდან ნასვამები დაბრუნდნენ. ვარკეთილში, ბაჩო ბაშარულის სახლში დარჩენას გეგმავდნენ. კადრებში, რომელიც “კურიერი P.S- მა” რამდენიმე თვის წინ მოიპოვა, მათი სიცოცხლის ბოლო წუთები ჩანს.

საქმის პროკურორმა მსაჯულებს საბედისწერო ღამეზე უამბო. მთავარი მტკიცებულება ბრალდებულის კარზე დამონტაჟებულმა კამერამ გადაიღო. ჩანაწერს ხმა არ აქვს.

თავდასხმის მოგერიება თუ განზრახ მკვლელობა – ეს ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა შეაფასონ. მათ მოუწევთ იმის გაანალიზებაც – ცდილობს თუ არა იური კალანდარიშვილი მკვლელობის შემდეგ თავდასხმის ინსცენირებას.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 112-ს ნახევარ საათში დაურეკა, მაშინ, როცა ბაჩო ბაშარული და ნიკო არჩვაძე, სავარაუდოდ, უკვე გარდაცვლილები იყვნენ.

რატომ არ მიმართა იური კალანდარიშვილმა 112-ს თუ თავდასხმის საფრთხეს გრძნობდა, რატომ გააღო კარი ნაჭერში შეხვეული რეზინის ჩაქუჩით ხელში – კითხვები მის ადვოკატს დავუსვით.

დედამ შვილი მკვლელობის წინა დღეს უკანასკნელად ნახა. დაზარალებულმა სასამართლოში ბრალდებულის უმკაცრესად დასჯა მოითხოვა. გაიხსენა მისი შვილი და მკვლელობაში ბრალდებულთან პირველი დაპირისპირება. განმარტა, რომ სადარბაზოში დაწყობილი ხის მასალა ბაჩოს და ნიკოს ასურეთში, მშენებარე ფერმაში უნდა წაეღოთ.

შვილმკვდარი დედა ადვოკატების განცხადებასაც გამოეხმაურა. თქვა, რომ ბაჩო მარიხუანას და ალკოჰოლს იშვიათად მოიხმარდა, თუმცა ეს კონფლიქტის მიზეზი არასდროს გამხდარა.

ემოციური იყო სხდომაზე ნიკო არჩვაძის ახალგაზრდა მეუღლის ჩვენებაც.

საპირისპირო მიზანი აქვს ბრალდებულს – დაამტკიცოს, რომ 2 კაცი მოგერიების დროს მოკლა. სხდომები მტკიცებულებების გამოკვლევით, რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება, შემდეგ იქნება ვერდიქტი.
ვრცლად ↓

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

2033 წელი – პოლარული ყინულის ქუდები დნება, რის გამოც მთელს მსოფლიოში ზღვის დონე ამაღლდება უზარმაზარ სიმაღლეებამდე

ბულგარელი ნათელმხილველის, ვანგას ერთ-ერთი პროგნოზით,  კაცობრიობა 5079 წლამდე არ განადგურდება,- წერს New York Post . მისტიური მკურნალი 1996 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი მიმდევრები ჯერ კიდევ ელიან სიკვდილამდე მის მიერ გაკეთებულ წინასწარმეტყველებებს. ვანგას პროგნოზები - კაცობრიობის დასასრულის ვადები ნათელმხილველის მიერ გაკეთებული პროგნოზების თანახმად, კაცობრიობა სხვადასხვა წლებში ელის: 2025 წელი - ევროპაში კონფლიქტი გაანადგურებს კონტინენტის მოსახლეობას; 2028 - ადამიანები დაიწყებენ ვენერას შესწავლას, როგორც ენერგიის წყარო; 2033 წელი - პოლარული ყინულის ქუდები დნება, რის გამოც მთელს მსოფლიოში ზღვის დონე ამაღლდება უზარმაზარ სიმაღლეებამდე; 2076 წელი - კომუნიზმი გავრცელდა მსოფლიოს ქვეყნებში; 2130 - ადამიანები დაუკავშირდებიან უცხოპლანეტელებს; 2170 - გვალვა ანადგურებს მსოფლიოს უმეტეს ნაწილს; 3005 წელი - დედამიწა ომში წავა მარსის ცივილიზაციასთან; 3797 - ადამიანებს მოუწევთ დედამიწის დატოვება, რადგან ის საცხოვრებლად აღარ ვარგა; 5079 - სამყარო დასრულდება.

უკრაინაში მეორე მიწისქვეშა სკოლა გაიხსნა

27 იანვარს ქალაქ ხარკოვში მეორე მიწისქვეშა სკოლა გაიხსნა. ახლა აქ 750 ბავშვი სწავლობს, მშენებლობის მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ კი მოსწავლეთა რაოდენობა ათასამდე გაიზრდება. ამის შესახებ ქალაქის მერი, იგორ ტერეხოვი „ტელეგრამ-არხზე“ წერს. მიწისქვეშა სკოლა ქალაქ ხარკოვის ნოვობავარსკის რაიონში. 2025 წლის 27 იანვარი რომან კრივკო / უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი - ხარკოვი (Suspilne Kharkiv) „დღეს ერთმა ბიჭმა თქვა: „აქ უკეთესია, ვიდრე სახლში“. თავიდან ვერ მივხვდი, მისი ნათქვამი როგორ უნდა მიმეღო. მხოლოდ შემდეგ გავაცნობიერე, რომ ეს, ალბათ, უმაღლესი ქებაა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევქმენით ადგილი, სადაც ბავშვები თავს დაცულად და ბედნიერად გრძნობენ. თუმცა, მტკივნეული რეალობაც არსებობს - აქ სწავლობენ ბავშვები, რომლებმაც დაწყებითი სკოლა უკვე დაამთავრეს, მაგრამ უშუალოდ, ცოცხლად პირველად ხედავენ ერთმანეთს. კოვიდმა და ომმა მათ ნორმალური სწავლის შესაძლებლობა წაართვა. ამიტომ არის ეს ამბავი ერთდროულად სასიხარულოც და სევდიანიც... მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ისინი ახლა ერთად არიან“, - წერს ხარკოვის მერი. მიწისქვეშა სკოლა ქალაქ ხარკოვის ნოვობავარსკის რაიონში. 2025 წლის 27 იანვარი იგორ ტერეხოვი / „ტელეგრამი“ მიწისქვეშა სკოლა ქალაქ ხარკოვის ნოვობავარსკის რაიონში. 2025 წლის 27 იანვარი იგორ ტერეხოვი / „ტელეგრამი“ „სკოლის მშენებლობა საერთაშორისო პარტნიორებმა და ტაივანის მთავრობამ დააფინანსეს“, - აღნიშნა ტერეხოვმა. მეცადინეობა მიწისქვეშ ხარკოვსა და ხარკოვის ოლქში ხარკოვის მეტროპოლიტენის რამდენიმე სადგურში საბავშვო ბაღი და სკოლა ფუნქციონირებს. ხარკოვის პირველმა მიწისქვეშა სკოლამ ფუნქციონირება 2024 წლის მაისში დაიწყო. სკოლას აქვს 20 კლასი, სადაც 600 ბავშვს შეუძლია სწავლა. „ქალაქის ხელისუფლება ხარკოვში კიდევ ექვსი მიწისქვეშა სკოლის აშენებას გეგმავს“, - ამბობს ხარკოვის მერი. მიწისქვეშა თავშესაფრებში მეცადინეობა ბერესტინის, ბლიზნიუკოვკასა და პეჩენიზკას დასახლებებშიც მიმდინარეობს. 2024 წლის სექტემბერში ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ რეგიონში კიდევ 16 მიწისქვეშა სკოლის პროექტი მუშავდება.

დაკარგულ ბიჭთან დაკავშირებით…“ – გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს

ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს. როგორც ეზოტერიკოსი ამბობს, ბათუმში დაკარგულ ალექსანდრე მიქელაძეს იპოვიან.

ტრამპის განკარგულებით, ტრანსგენდერი პირებისთვის სამხედრო სამსახური იზღუდება – მამაკაცის მტკიცება, რომ ქალია და სხვებმა პატივი სცენ ამ სიცრუეს, არ შეესაბამება სამხედროსგან მოთხოვნილ თავმდაბლობასა და...

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოსცა ახალი აღმასრულებელი განკარგულება, რომელიც ტრანსგენდერი პირებისთვის სამხედრო სამსახურს ზღუდავს. განკარგულების თანახმად, შეიარაღებული ძალების მისიაა ამერიკელი ხალხისა და სამშობლოს დაცვა. განკარგულებაში ნათქვამია, რომ ამ მისიის შესრულება მოითხოვს მკაცრ ფოკუსირებას მეომრის სულისკვეთების განვითარებაზე. განკარგულებაში ასევე აღნიშნულია, რომ „გენდერული იდენტობის“ გამოხატვა, რომელიც განსხვავდება პირის სქესისგან, ვერ აკმაყოფილებს სამხედრო სამსახურისთვის საჭირო მკაცრ სტანდარტებს. „მამაკაცის მტკიცება, რომ ის არის ქალი და მისი მოთხოვნა, რომ სხვებმა პატივი სცენ ამ სიცრუეს, არ შეესაბამება სამხედრო მოსამსახურისგან მოთხოვნილ თავმდაბლობასა და თავგანწირვას“, – ნათქვამია დონალდ ტრამპის ბრძანებაში. ამასთან, ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებაში აღნიშნულია: „ბოლო დროს შეიარაღებულ ძალებზე ზეგავლენას ახდენს რადიკალური გენდერული იდეოლოგია იმ აქტივისტების დასაკმაყოფილებლად, რომელთაც არ აინტერესებთ სამხედრო სამსახურის მოთხოვნები, როგორიცაა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, თავგანწირვა და ერთიანობა“. განკარგულებაში ასევე ვკითხულობთ: „პიროვნების სქესისგან განსხვავებული ყალბი „გენდერული იდენტობის“ გამოხატვა ვერ დააკმაყოფილებს სამხედრო სამსახურისთვის საჭირო მკაცრ სტანდარტებს. შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დაიცვან ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის მაღალი სტანდარტები, რათა უზრუნველყონ, რომ ჩვენს სამხედრო ძალებს შეუძლიათ განლაგება, ბრძოლა და გამარჯვება, მათ შორის მკაცრ პირობებში“. თავდაცვის მდივანს დაევალა, 60 დღის ვადაში განაახლოს სამხედრო სამსახურის სამედიცინო სტანდარტები ამ ბრძანებულების მიზნებისა და პოლიტიკის შესაბამისად. ასევე, უნდა გამოიცეს დირექტივები „გამოგონილი და იდენტიფიკაციაზე დაფუძნებული ნაცვალსახელების“ გამოყენების დასასრულებლად. განკარგულების თანახმად, იკრძალება შეიარაღებულ ძალებში მამრობითი სქესის პირების მიერ ქალებისთვის განკუთვნილი საძინებელის, გამოსაცვლელის, თუ საშხაპე ობიექტების გამოყენება და პირიქით, გარდა განსაკუთრებული ოპერატიული აუცილებლობის შემთხვევებისა.

სამხრეთ კორეის აეროპორტში თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანის აეროპორტში Airbus-ის თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც ბორტზე მყოფი 176 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მეხანძრე-მაშველების თქმით, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი აფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე გაჩნდა და თვითმფრინავის კორპუსში სწრაფად გავრცელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. დაწყებულია გამოძიება.

ბოლო სიახლეები