ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს, რომლითაც „ნაპოლის“ გულშემატკივრებს მადლობას უხდის.
„ნაპოლი“ ჩემთვის სახლი იყო, სადაც თითოეული თქვენგანის დამსახურებით თავს საუკეთესოდ ვგრძნობდი.
პირველი გოლი და განცდები, არასდროს დამავიწყდება – ჩემი პირველი ნაბიჯები ამ სტადიონზე, თქვენი გიჟური ემოციები და მუხტი, რომელიც განსაკუთრებული იყო. ნაპოლი საფეხბურთო ქალაქია, ნაპოლი ფეხბურთით ცხოვრობს და მიხარია, რომ ამ დიდი ისტორიის ნაწილი მეც გავხდი. აქ ბევრი რამ ვისწავლე, როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმა. ჩემთვის საპატიო იყო ამ მაისურის ტარება“.