კვირა, იანვარი 5, 2025

VIDEO: „საოცრად უხდებოდა ბატონ ნიკოს ეს სიმღერა… თავად უხდებოდა ქალაქს…“ – გია ბაღაშვილის ემოციური გამოსათხოვარი ნიკო ლეკიშვილს

სამი მოწვევის პარლამენტის წევრს, თბილისის ყოფილ მერს, ნიკო ლეკიშვილს, რომელიც 77 წლის ასაკში გარდაიცვალა, კოლეგები, მეგობრები და საზოგადოების ცნობადი სახეები ემშვიდობებიან.

ცნობილი პოლიტიკოსის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს მუსიკოსი გია ბაღაშვილი და სოციალურ ქსელში ავრცელებს გადაცემიდან „ჩვენი შოუ“ ამონარიდს, სადაც ნიკო ლეკიშვილი თბილისს სიმღერას უძღვნის.

„გამორჩეული პიროვნება და ღირსეული თბილისელი, ჩვენი ოჯახისთვის ძალზე ახლობელი და პატივსაცემი, ბატონი ნიკო ლეკიშვილი აღარ გვყავს.

ვუსამძიმრებ ბატონი ნიკოს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, მის მშობლიურ თბილისსა და მთელს საქართველოს.

საოცრად უხდებოდა ბატონ ნიკოს ეს სიმღერა… თავად უხდებოდა ქალაქს, რომელიც საფიცარი იყო მისთვის და რომელსაც პირნათლად ემსახურა მთელი ცხოვრება…

ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი და ნათელში ამყოფოს ბატონი ნიკოს სული…

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მეუფე იაკობი: არჩევნები არ იყო პარტიებს შორის არჩევანი, უნდა აგერჩია სიწმინდე ან უარი გეთქვა მასზე.დღეს გეუბნებიან, რომ თუ ოჯახურ სიწმინდეზე უარს იტყვი, რაღაც კავშირში...

 ამის შესახებ ბოდბის მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა: ჩვენთან ჩატარდა არჩევნები, ჯვარი წერია საქართველოს, როდისმე დაგვიდგეს  ისეთი დრო, რომ ოჯახური სიწმინდე სათუო გახდეს. ვისაც ღმერთი უყვარს, ყველასთვის ძვირფასია ოჯახური სიწმინდე. ჩვენთან არჩევნები არ იყო პარტიებს შორის არჩევანი, პირდაპირ გეტყვით, აქ აბსოლიტურად სხვა რამეზე იყო არჩევანი, აგერჩია ღმერთი თუ აგერჩია თანამედროვე, ბოლო 50 წელში მიღებული კანონების მიმდევარი ხალხის რაღაცა. ...საზოგადოებას ან არჩევანი უნდა გაეკეთებინა ან ოჯახურ სიწმინდეზე და ამას მიჰყავხარ ღმერთთან ან სიწმინდეზე უარი უნდა გეთქვა. რისთვის კვდებოდა ჩვენთან 100 000 კაცი, რისთვის კვდებოდა 6 000 ბერი, 9 ძმა ხერხეულიძე, 300 არაგველი და მრავალი სხვა. რისთვის იხოცებოდნენ რომ მეტი პური და მეტი შემოსავალი ჰქონოდათ? ღმერთმა ადამიანი რომ შექმნა, არ უშლის კარგ ცხოვრებას, არ უშლის რომ სიმდიდრე ჰქონდეს, მაგრამ გააჩნია რის ხარჯზე. ამიტომ ჩვენთან ქართველმა ხალხმა გააკეთა არჩევანი  და ვისაც გონიერება, გონიერი თვალი, გონიერი გული ახელილი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, მართლმადიდებელი იყო თუ სხვა რელიგიის წარმომადგენელი, ღმერთი აირჩია  და სიწმინდე აირჩია.

მეუფე იაკობი ახალგაზრდებზე: 150 კაცი ავირჩიეთ, კეთილი უნდა ინებონ და გაახსენდეთ, რისთვისაც ავირჩიეთ და ერთობით, ერთად აკეთონ კეთილი საქმე

 ამის შესახებ ბოდბის მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა: ახალგაზრდებს განსაკუთრებული მოფერება სჭირდებათ,ჩვენც ვიყავით ახალგაზრდები, ასე ვთქვათ, სისხლი გვიდუღდა და ნებისმიერ სისულელეზეც წამსვლელენიც ვიყავით და თავსაც არ დავზოგავდით. მთვარია, გონივრულად მიდიოდე, ცივი გონებით და ცხელი გულით მიდიოდე, მარტო ცხელი გული არაფერს არ ნიშნავს, შეიძლება მტრის  წისქვილზე დააახა წყალი. ცხელი გულით იყვნენ წინა საუკუნეში, კომუნიზმი რომ მოგვიტანეს და ეკლესიებს ანგრევდნენ, ხოდა მასე ასე უნდა ვიყოთ. ძალიან ნიჭიერი თაობა გვყავს, მაგრამ სამწუხაროდ, სასკოლო განათლებიდან მოყოლებული,ოჯახებშიც ვერ ვასწავლეთ ანალიზის გაკეთების უნარი, კრიტიკული აზროვნების უნარი უმეტესობას არ აქვს და ამიტომ ძალიან ადვილად მოსანადირებლები არიან ხოლმე ლამაზი იდეებით. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რომ უნდა დაველაპარაკოთ, თვითონაც უნდა მოინდომონ. არავისთან არ უნდა მოერიდოთ საუბარი, არც ოპოზიციასთან, არც მთავრობასთან, არც ეკლესიასთან. შეიძლება ჩვენ სხვადასხვა აზრი გაგვაჩნდეს, მაგრამ დაველაპარაკოთ ერთმანეთს და რაღაც საერთო აზრზე მივალთ.

ისტორია წმინდა ბერის ცხოვრებიდან, რომელიც მარხვას უკავშირდება

საშობაო მარხვა ქრისტეშობის დღესასწაულისადმი მომზადების პერიოდია. ლეონ დიდი წერს: „მარხვის შენახვა წელიწადის ოთხივე დროში გვიხდება, რათა მთელი წლის განმავლობაში ვაცნობიერებდეთ, რომ განუწყვეტლივ ვსაჭიროებთ განწმენდას; რათა ჩვენს დაუდევარ ცხოვრებაში ყოველთვის ვცდილობდეთ მარხვითა და მოწყალების გაღებით შევმუსროთ ცოდვა, რომელიც მრავლდება ხორცის უძლურებითა და უწმინდური ზრახვებით“. ლეონ დიდის სიტყვებით, საშობაო მარხვა არის უფლისადმი გაღებული მსხვერპლი წლის განმავლობაში მოწეული ნაყოფისათვის. „როგორც უფალმა უხვად მოგვმადლა მიწიერი ნაყოფი, - წერს წმიდანი, - ასევე ამ მარხვის განმავლობაში ჩვენც გულუხვნი და მოწყალენი უნდა ვიყოთ გლახაკთა მიმართ“. სვიმეონ თესალონიკელის სიტყვებით, „შობის მარხვა მოსეს მარხვას განასახიერებს, რომელმაც ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ უფლისაგან ქვის ორი ფირფიტა მიიღო, რაზეც ამოტვიფრული იყო უფლის სიტყვები. ჩვენ კი, ორმოცი დღის მარხვის შედეგად, ვიხილავთ და ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისაგან ვღებულობთ ცოცხალ სიტყვას, რომელიც ამჯერად ქვებზე კი არ არის ამოტვიფრული, არამედ ხორცშესხმული და ხორციელად შობილია, რომლის ღვთაებრივ სისხლსა და ხორცს ვეზიარებით“. საშობაო მარხვა დაწესებულია იმისთვის, რომ ქრისტეშობის დღესასწაულისათვის თავი სინანულით, ლოცვითა და მარხვით განვიწმიდოთ, რათა წმიდა გულით, სულითა და სხეულით შევძლოთ მოწიწებით მივეახლოთ ამქვეყნად მოვლენილ ძე ღვთისას; გარდა ჩვეულებრივი ძღვენისა და მსხვერპლისა, მას ჩვენი წმიდა გული მივუძღვნათ. “ერთმა ბერმა გაბრიელ ბერს ჰკითხა – მარხვა რა არისო? ახლავე აგიხსნიო, უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები. ყველა ცოდვა გაუხსენა: ეს რომ გააკეთე და ის რომ ჩაიდინეო. შემდგომში ამ ბერმა თქვა: მე სირცხვილისაგან აღარ ვიცოდი რა მეთქვა. დავვარდი ტირილად და აღარაფერი მახსოვდა. იგი უცებ შეიცვალა, გაღიმებული სახე მიიღო და მითხრა: მოდი, საჭმელი ჭამე და ერთად კარგად მოვილხინოთ. მე ვუთხარი, რომ არ შემეძლო, რადგან ძალიან ცუდად გავხდი. მაშინ კი მივიღე დასმულ კითხვაზე სრული პასუხი: – აი, ეს არის მარხვა – როდესაც ცოდვების გამო სინანული გაქვს და საჭმელი არ გახსოვს... მარხვაში თუ არ გაეცი მოწყალება, რითაც შეგიძლია, თუნდაც კეთილი სიტყვით, კეთილი რჩევით, თუ არ დაინახე მოყვასის გაჭირვება, შეიწირავს კი უფალი ასეთ მარხვას?

თვითმფრინავს, რომელშიც 300-მდე მგზავრი იყო, აფრენის დროს ცეცხლი გაუჩნდა – შემთხვევა ავსტრალიაში მოხდა

ავსტრალიაში, მელბურნის აეროპორტში, ავიაკომპანია Etihad-ის თვითმფრინავს აფრენის დროს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, შემთხვევის დროს თვითმფრინავის ბორტზე 300-მდე მგზავრი იმყოფებოდა. Etihad Airways-ის რეისი EY461-ი მელბურნიდან აბუ დაბიში მიემართებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი შასის განყოფილებაში გაჩნდა, რის გამოც პილოტებმა აფრენა შეწყვიტეს და თვითმფრინავი ავარიულად გააჩერეს. შემთხვევის შემდეგ, ბორტზე მყოფი 289 მგზავრი აეროპორტში დააბრუნეს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, თვითმფრინავს საბურავები აქვს დაზიანებული, რის გამოც მისი ასაფრენი ბილიკიდან გაყვანა ვერ მოხერხდა. ის ამ დრომდე შემთხვევის ადგილზეა და ტექნიკური ჯგუფები თვითმფრინავის შეკეთებას ცდილობენ. ხანძარმა მელბურნის აეროპორტის მუშაობის შეფერხება გამოიწვია.

ხანძარს 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა – ტრაგედია ოკუპირებულ გალში

ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა ოკუპირებულ გალში მომხდარ ხანძარს. ცეცხლი სოფელ საბერიოში ჩოლარიების სახლში გაჩნდა.მეხანძრე მაშველებმა ბავშვების გადარჩენა ვერ მოახერხეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.ინფორმაციას აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი ავრცელებს. შემთხვევის დროს მცირეწლოვნები ბებიასთან ერთად იმყოფებოდნენ. მაშველებმა მხოლოდ ბებიის გადარჩენა შეძლეს.

ბოლო სიახლეები