„სალომე ზურაბიშვილი, არ სცემს პატივს კონსტიტუციას, კანონებს, მან იძულებული გახადა პარლამენტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიემართა მისი ასეთი კონსტიტუციისადმი დამოკიდებულების გამო…“ – ამის შესახებ ხათუნა ხოფერიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„ის ათავისუფლებს ადამიანებს ისე, რომ არავის უდასტურებს რა მოხდა და რა დაედო ბრალად მკვლელების გათავისუფლებას და ა.შ. ახლა დავდექით ფაქტის წინაშე, რომ ქალბატონი სალომე თავის სტატუსს, პრეზიდენტის სტატუსს და პრეზიდენტის სიტყვასაც არ სცემს პატივს“ – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.