„სალომე ზურაბიშვილის მისია, ამოწურულია ბოლომდე და ის არის სტიპენდიატი იმ ფონდის, რომელმა ფონდმაც შეიძლება შეუწყვიტოს სტიპენდია და რომელი ფონდის საქმიანობაც შეიძლება ამერიკის შეერთებულ შტატებში იქნეს შესწავლილი შესაბამისი ორგანოებისგან…“ – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა გადაცემა ვახო ხუზმიაშვილის „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„ის სჭირდებოდა ოპოზიციას მოცემული, კონკრეტული მომენტისთვის. მას იყენებდნენ როგორც მოკავშირეს ევროპულ სტრუქტურებსა და აქაური ოპოზიციური პარტიის ე.წ ლიდერებს შორის კოორდინატორად“ – განაცხადა გიორგობიანმა.