ორშაბათი, ოქტომბერი 5, 2026

VIDEO: მარნეულში 17 წლის გოგოს მამა ქორწინებას აიძულებდა – იძულებითი ქორწინების ორი უმძიმესი ფაქტი

4 ივნისს 23 საათზე, „პოლიციის ფაილებში“ ნახავთ იძულებითი ქორწინების ორ უმძიმეს ფაქტს.

მარნეულში 17 წლის გოგოს მამა ქორწინებას აიძულებდა.

კახეთში, მოტაცება ცოლად მოყვანის მიზნით – ძალადობის მსხვერპლი კი, 16 წლის გოგოა.

ნახეთ ანონსი ⇓

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

არსებობს თუ არა პანიკის საფუძველი შავ ჭირთან დაკავშირებით – რას წერს გიორგი ფხაკაძე

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც რუსეთში ლაბორატორიის თანამშრომელი, 28 წლის ქალი, შავი ჭირით გარდაიცვალა.როგორც ფხაკაძე „ფეისბუკში“ წერს, რუსეთის ოფიციალური უწყება ამ ეტაპზეშავ ჭირს არ ადასტურებს და სიკვდილის მიზეზად „უცნობი ეტიოლოგიისპნევმონიას“ ასახელებს. მისივე თქმით, „ამჟამად ფართო ეპიდაფეთქებისმტკიცებულება არ არსებობს და პანიკის საფუძველი არ არის“.„შავი ჭირი რუსეთში? – ირკუტსკში 28 წლის ლაბორანტი გარდაიცვალა მძიმე პნევმონიით. ის მუშაობდა შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტში. მედიის ინფორმაციით, არსებობს ეჭვი, რომ ქალი Yersinia pestis-ით დაინფიცირდა. დაახლოებით 200 კონტაქტი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშაა.რუსეთის ოფიციალური უწყება ამ ეტაპზე შავ ჭირს არ ადასტურებს და სიკვდილის მიზეზად „უცნობი ეტიოლოგიის პნევმონიას“ ასახელებს.ამჟამად ფართო ეპიდაფეთქების მტკიცებულება არ არსებობს და პანიკის საფუძველი არ არის. სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდებით“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის შესახებ, რომელიც შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ იმსხვერპლა. საუბარია ბაქტერია Yersinia pestis-ზე, რომელიც მე-14 საუკუნის მომაკვდინებელი პანდემიის მიზეზი გახდა.

მარკო რუბიო აცხადებს, რომ ამერიკული ბომბდამშენების ბრიტანული საჰაერო ბაზიდან გაყვანასა და ირანის სავარაუდო შეთქმულებას შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკული ბომბდამშენების ბრიტანული საჰაერო ბაზიდან გაყვანასა და ირანის სავარაუდო შეთქმულებას შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს.„ომის დეპარტამენტი მუდმივად ანაწილებს რესურსებს იქ, სადაც მათი არსებობა საჭიროა. ასევე ხდება რეგულარული როტაციები“, – აღნიშნავს მარკო რუბიო.მისივე განმარტებით, ტექნიკის სხვადასხვა რეგიონში გადაადგილება სწავლებებისა და ხელახალი განლაგების გამო უჩვეულო არ არის.„ეკიპაჟები მუდმივად იცვლებიან“, – განმარტავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.ჟურნალისტმა რუბიოს  ჰკითხა, კვლავ ენდობა თუ არა აშშ ბრიტანულ უსაფრთხოებას ამ ბაზაზე და, ასევე ზოგადად.აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ ენდობა თავისი ყველა ბაზის უსაფრთხოებას.„თეორიულად, ყველა ბაზას ნებისმიერ დროს შეიძლება საფრთხე დაემუქროს. სწორედ ამიტომ არის მათ გარშემო ასეთი ძლიერი უსაფრთხოების სისტემა“, – განაცხადა მარკო რუბიომ..ბომბდამშენები დიდ ბრიტანეთში მდებარე RAF Fairford-ის ავიაბაზაზე იყო განლაგებული. ისინი ბოლო დროს ირანის წინააღმდეგ დარტყმებისთვის გამოიყენეს. გასულ კვირას ბაზის მახლობლად ხუთი ბრიტანელი მამაკაცი დააკავეს, მათ ტერორისტული აქტების მომზადებაში ედებათ ბრალი. „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ აღნიშნული ბაზა მანამდე სამიზნედ დაასახელეს.

გია ვოლსკი – 4 ოქტომბრის თემაზე არსებობს გარკვეული პოლიტიკური მიზანი, რომლისთვისაც უცხოა სამართალიანობა, არ უნდა ველოდოთ სამართალიანობას ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან

ბრიუსელის მხრიდან არც გვიკვირს უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს, ქვეყნის ხელისუფლების და არსებული ვითარების შეფასების მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბრის შეუმდგარი რევოლუცია აზანზარებდა საინფორმაციო სივრცეს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ.„ერთი ადეკვატური შეფასება არ გაგვიგია, რომ ეს იყო არა თუ მავნებლური არა მხოლოდ საქართველოსა და საქართველოს საზოგადოებისადმი, არამედ, ზოგადად, ძალიან ცუდი ინდიკატორი და ცუდი მაგალითი ისედაც ტურბულენტურ სამყაროში. არაერთი იყო ასეთი მცდელობა. დღეს კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით 4 ოქტომბრის თემას და ვხედავთ, რომ არსებობს გარკვეული პოლიტიკური მიზანი, პოლიტიკური ამოცანა, რომლისთვისაც აბსოლუტურად უცხოა სამართალიანობა, როდესაც საკითხი გლობალურ დაპირისპირებაში საქართველოს ჩართვის მიზანს ეხება. შესაბამისი დასკვნებიც უნდა გავაკეთოთ. არ უნდა ველოდოთ სამართალიანობას ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან, უნდა დავდგეთ იმ პოზიციაზე, რომელმაც დღემდე მოიტანა საქართველოს სტაბილურობა და ყველა მაჩვენებლით მოწინავე პოზიციები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით მსჯავრდებულები, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ.ამის შესახებ მათ თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე განაცხადეს. ამასთან, საპროცესო შეთანხმების გაფორმება მოითხოვა კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა გური ჟვანიამ.მურთაზ ზოდელევას და ლაშა ბერიძის ამ განცხადების შემდეგ სასამართლო სხდომა გადაიდო და 13 ოქტომბერს განახლდება.მურთაზ ზოდელევას და ლაშა ბერიძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს შვიდ-შვიდი წლით პატიმრობა მიმდინარე წლის 7 მაისს მიუსაჯა.მურთაზ ზოდელავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას, ჩადენილს ჯგუფურად. ასევე, ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილითაც, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.მურთაზ ზოდელავას პროკურატურამ აგრეთვე ბრალი წარუდგინა სსსკ-ის 317-ე მუხლით, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს.ლაშა ბერიძეს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად). ასევე, სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.გური ჟვანიას კი, სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი ბრალი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

სოზარ სუბარი გიორგი დავითაძის საქმეზე: დარწმინებული ვარ, რომ გამოძიება ყველაფერს იტყვის და, თუ ვინმე დასაჯელია, ძალიან მკაცრად დაისჯება

„გიორგი დავითაძის საქმე დაახლოებით ერთი წლის წინანდელია, საქართველოს სახალხო დამცველს შესწავლილი აქვს და არსებობს დასკვნაც,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.დეპუტატი დარწმუნებულია, რომ გამოძიება ნათელს მოჰფენს ყველაფერს და თუ ვინმე დასასჯელი იქნება, მკაცრადაც დაისჯება.„გიორგი დავითაძის საქმე დაახლოებით ერთი წლის წინანდელია, საქართველოს სახალხო დამცველს შესწავლილი აქვს და არსებობს დასკვნაც. პირადად მე არ მაქვს არანაირი საფუძველი, უნდობლობა გამოვუცხადო სახალხო დამცველის დასკვნას.ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში წელიწადში 140-150 პატიმარი კვდებოდა, ანუ ყოველ დღენახევარში კვდებოდა ერთი პატიმარი. დღევანდელობას რომ შევადაროთ, ახლა არის ორ ათეულზე ცოტა ნაკლები პატიმრის გარდაცვალება წელიწადში. აქედანაც კარგად ჩანს, თუ რა განსხვავებაა მაშინდელ და დღევანდელ პენიტენციურ სისტემას შორის.მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც თავს შევიკავებ დასკვნისგან. დარწმინებული ვარ, რომ გამოძიება ყველაფერს იტყვის და, თუ ვინმე დასაჯელია, ძალიან მკაცრად დაისჯება,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ბოლო სიახლეები