„მე ვფიქრობ, ღვთის მადლით, არეულობა აღარ მოხდება ჩვენს ქვეყანაში და დაძაბულობა აღარ იქნება…“ -ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„ისეთი განწყობა მაქვს, რომ ქვეყანა არ აირევა და ის, რაც მოხდა 90-იან წლებში, ქართველი-ქართველს ტყვიას ალბათ აღარ ესვრის. შინაგანი ეჭვი მაქვს, მაგრამ ერთმანეთს ვჭამთ“ – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.