„მე ვთვლი, რომ მისი უპირველესი პროფესია, ანაკლიის პორტის კონსორციუმის მენეჯერობაა და არა მწერლობა, ეს მწერლობა, მე მგონი უკვე მამუკა ხაზარაძის ნაჩუქარი მწერლობაა…“ – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თამარ ჩარკვიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„აბა ახლა მწერალია თეონა დოლენჯაშვილი?! არ ვიცი, მე გავიზარდე ოთარ ჭილაძის მწერლობაზე, ოთარ ჩხეიძის მწერლობაზე, მურმან ლებანიძის, ჯემალ ქარჩხაძის…“, – განაცხადა ჩარკვიანმა.