ხუთშაბათი, იანვარი 23, 2025

VIDEO: გიორგი მიქაუტაძემ საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

გიორგი მიქაუტაძე ლიონთან ახლოს მდებარე საავადმყოფოს ეწვია და ბავშვებს „ლიონის“ სტადიონზე გამართულ საქველმოქმედო აქციაში შეგროვებული თანხა და საჩუქრები გადასცა.

ბავშვებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ თავდამსხმელი გუნდთან ერთად თურქეთში გაემგზავრა, სადაც ევროპის ლიგის მატჩი ელოდება.

„დიდი მადლობა ყველას, ვინც „ლიონის“ სტადიონზე საკლუბო მაღაზიაში გამართულ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მიიღო და გულუხვი საჩუქრებით ბავშვების დახმარებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. ეს წუთები ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო.

ასევე, მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც ამ ღონისძიების ორგანიზება შეძლეს. განსაკუთრებული მადლობა „ლიონის“ საქველმოქმედო ფონდსა და კლუბს ასეთი შესაძლებლობისთვის“, – წერს სოციალურ ქსელში გიორგი მიქაუტაძე.

„ლიონი“ თურქეთში 23 იანვარს, თბილისის დროით 21:45 საათზე, ევროპის ლიგის ძირითად ეტაპზე „ფენერბახჩეს“ დაუპირისპირდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა ნათელაშვილი – საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, „ნაცებმაც“, ხაზარაძემაც, გახარიამაც აიღეს დაფინანსება და ეს ნიშნავს, რომ აღიარებ საპარლამენტო არჩევნების შედეგს

„ლეიბორისტული პარტიის“ საქმიანობის 90% არა მარტო ქართული პოლიტიკის, არამედ მსოფლიო პოლიტიკის რადარებზე უკვე 30 წელია და სანქცირების პროცესი, რაც ახლა დაიწყო ივანიშვილის და მისი რეჟიმის მიმართ, ჩვენ მიერ არის საძირკველ ჩაყრილი, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. „ამაზე ახლა არავინ დავობს, კონგრესის ოქმებშია შეტანილი ჯო უილსონის მიერ 4 ივნისს ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ დაწყებულია ეს სანქცირება. ანუ, ის, რასაც ჩვენ ვითხოვდით თავის დროზე და არავის სერიოზულად არ მიაჩნდა, დღეს გახდა მსოფლიო გეოპოლიტიკის საფუძველი. ამ ფონზე, ჩვენი საქმიანობის 10% რომ შუქდება საზოგადოებრივ არხზე, რომელიც ვალდებულია, აშუქებდეს წამყვანი პოლიტიკური სუბიექტების 50%-ს, რა თქმა უნდა, არ მოგვწონს“, – განაცხადა ნათელაშვილმა. „ასეა მსოფლიო საპარლამენტო პრაქტიკაში. პარტია თუ აცხადებს ბოიკოტს რაღაც საკითხზე ან თემაზე გარკვეული ვადით, მას ერიცხება ხელფასი. ეს ჩემი მოგონილი კი არ არის, მსოფლიო საპარლამენტო პრაქტიკის მოგონილია, მაგრამ „ლეიბორისტული პარტია“ ერთადერთია საქართველოში და მსოფლიოში, რომელმაც თავი დაისანქცირა, არ შევიდა პარლამენტში, რის გამოც ივანიშვილმა მიიღო სპეციალური კანონი, პარტიას წაართვა დაფინანსება, წაგვართვა ხელფასებიც, საარჩევნო კომისაში წევრებიც, სატელევიზიო უფასო სარეკლამო დრო და დაგვტოვა გაკულაკებული ოთხი წელია, მაგრამ პარტია არ დაიშალა. პარტიამ გააგრძელა ბრძოლა და დაწყებული ბრძოლა მისი დასანქცირების და პოლიტიკური მოგუდვის, მიიყვანა ბოლომდე. დღეს მთელი ამერიკის კონგრესი და მთელი ევროპა დაკავშირებულია სწორედ მისი მოგუდვით, იმ მახრჩობლური პოლიტიკური მეთოდებით, რისი სპეციალისტიც თავისი თავი ეგონა. ახლა ნახოს, ვინ უფრო მეტი მახრჩობელა გამოდგა მისთვის, „ლეიბორისტული პარტია“, თუ თვითონ“, – განაცხადა ნათელაშვილმა. მისი თქმით, „ლეიბორისტული პარტია“ დაფინანსების გარეშე დარჩა და დაკარგა ის, რის გარეშეც პარტიები ვერ არსებობენ, თუმცა პარტია ბრძოლას განაგრძობს. „აგერ, მილიარდერი ხაზარაძის პარტიამ ვერ გაძლო დაფინანსების გარეშე და მისცა თანხმობა. ოთხი წელია, ჩვენ დაფინანსების გარეშე ვართ. ნებისმიერ პარტიას, „ქართული ოცნებიდან“ დაწყებული, „ნაცმოძრაობით“ გაგრძელებული და დაგვირგვინებული გახარიას პარტიით, შეუწყვიტე  დაფინანსება, თანამშრომლებს არ მისცენ ფული და მომენტალურად, 24 საათში დაიშლება ყველა. არც ერთი არ არის შექმნილი იდეის გამო, პატრიოტიზმის საფუძველზე და ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ყველას თავისი ვიწრო ინტერესები აქვს, ზოგს ბანკი უნდა, გადაარჩინოს, ზოგს, მილიარდები შეინარჩუნოს და ზოგს, ხელისუფლება დაიბრუნოს. ასეთი პატარ-პატარა მიზნები აქვთ და ეს მერე ქვეყნის ნგრევას იწვევენ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ზურაბ აბაშიძე: ტრამპის დღის წესრიგი  ნეოლიბერალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაა, აშშ-ში მოხდება ძირეული ცვლილებები და ეს მსოფლიოზე მოახდენს ძალიან დიდ გავლენას

ტრამპის კვლავ გაპრეზიდენტებით აშშ-ში მოხდება ძირეული ცვლილებები. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ახალი ამერიკული რევოლუცია. იმ ამერიკასთან შედარებით, რაც იყო ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ შეიცვლება ძირეულად და ეს მსოფლიოზე მოახდენს ძალიან დიდ გავლენას“, - განაცხადა დიპლომატმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ზურაბ აბაშიძემ გადაცემაში „იმედი Live“. მისი თქმით, წინა პრეზიდენტობის პერიოდში ტრამპის მოღვაწეობა იყო ფრაგმენტული. თუმცა ამჯერად ის წარმოდგენილია მწყობრი იდეოლოგიით. „თუ კი საპრეზიდენტო პერიოდის განმავლობაში 2017-2021 წლები მაქვს მხედველობაში, ტრამპის პოლიტიკა და ზოგადად ტრამპიზმის, როგორც იდეოლოგიის წარმოჩინება სრულყოფილად ვერ მოხერხდა, უფრო ფრაგმენტული შთაბეჭდილება შეიქმნა მის შესახებ, ახლა შეიძლება ითქვას უკვე, რომ ეს არის მწყობრი იდეოლოგია თავისი ფილოსოფიური საფუძვლით“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. მისი თქმით, ტრამპიზმის იდეოლოგია დაფუძნებულია ნეოლიბერალიზმის და „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაზე. „ეს ნეოლიბერალიზმი აშკარად იქცა ტოტალიტარულ იდეოლოგიად. აღმოჩნდა, რომ პლურალიზმს გამორიცხავს. შეუწყნარებელია აბსოლუტურად. ეს გახლავთ იდეოლოგია, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში წარმოიშვა. რა გახლავთ მახასიათებლები ნეოლიბერალიზმისა? უპირველეს ყოვლისა აბსურდამდე მიყვანილი გენდერული თანასწორობის, სექსიზმის და სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის თემა. ეკოლოგიის საკითხები. ეს გახლავთ ზოგადაც უარყოფის კულტურის დანერგვა. ამიტომ ტრამპიზმი და ტრამპის ბრძოლა გახლავთ სწორედ ამ გლობალიზმის წინააღმდეგაა და ამ ნეოლიბერალიზმის წინააღმდეგ. აქ ამ იდეოლოგიის გამტარებელი გახლავთ „დიფ სთეითი“, ეს გახლავთ ბიუროკრატია, რომელიც შეზრდილია ფინანსურ წრეებთან, შეზრდილია ეკონომიკურ წრეებთან, შეზრდილია იდეოლოგიურ ცენტრებთან სხვადასხვა სახით და ფაქტობრივად არის სახელმწიფო სახელმწიფოში. ეს ჩრდილოვანი სახელმწიფო აკონტროლებს მედიას, მეინსტრიმს, რომელიც ფაქტობრივად ახდენს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას და ა.შ. დღის წესრიგი ტრამპის ეს არის: „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლა, ნეოლიბერალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. მისი თქმით, დონალდ ტრამპის იდეებს ექნება ძალიან დიდი წინააღმდეგობა და ეს მოსალოდნელიც იყო.

“რაც გაგიცანი მას შემდეგ ” – როგორ და რა ვიდეოთი ეხმაურება ნინა მერაბის გამარჯვებას

ცნობილი ბლოგერი ნინა დრამა მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ვიდეოს უძღვნის. “რაც გაგიცანი მას შემდეგ შენში ეჭვი წამით არ შემპარვია! გილოცავ მერაბ, შევხვდებით საქართველოში”,

“14 თვის ბავშვი კლინიკაში დაიღუპა..” – ნახეთ რენტგენის სურათზე გამოჩნდა, რომ მას მონეტა ჰქონდა გადაყლაპული

დიდ ბრიტანეთში, კორნუოლის ჰოსპიტალში 14 თვის ბავშვი დაიღუპა, რენტგენის სურათმა აჩვენა, რომ მას 10 პენიანი მონეტა ჰქონდა გადაყლაპული. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, მამას ეგონა, რომ ბავშვს ეძინა, თუმცა ის 30 წუთის გარდაცვლილი აღმოჩნდა. ექიმებმა მისი რეანიმირება ვერ შეძლეს. ჯერჯერობით უცნობია რამდენი ხანი იყო მონეტა ბავშვის ორგანიზმში გაჭედილი. გამოძიებამ გაარკვია, რომ ბავშვს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ახველებდა. მშობლები მას სტეროიდებით და ინჰალატორით მკურნალობდნენ. გამოძიების ცნობით, ბავშვის გარდაცვალება დაუდევრობას არ გამოუწვევია და ეს დადასტურებულია. ამასთან, გამოძიება ჯერჯერობით ზუსტად ვერ ამბობს, მონეტის გადაყლაპვამ გამოიწვია ბავშვის გარდაცვალება თუ არა.

PHOTO: „მელანიას ვულოცავ ქორწინების 20 წლის იუბილეს“ – რა ფოტოს აქვეყნებს დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქორწინების 20 წლის იუბილეს მეუღლეს საჯარო პოსტით ულოცავს. „მელანიას ვულოცავ 20 წლის იუბილეს“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.

ბოლო სიახლეები