ორშაბათი, თებერვალი 16, 2026

VIDEO: „გილოცავ, დე…“ – ხვიჩა კვარაცხელიას დედა ფეხბურთელის ბავშვობის კადრებს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პსჟ-ს“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია იუბილარია. ის 24 წლის გახდა.

ფეხბურთელის დედა, მაკა ლუკავა შვილის ბავშვობის კადრებს აქვეყნებს, რა თქმა უნდა, პატარა კვარა თავის ამპლუაშია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებები შესაძლოა, გამოხატვის თავისუფლების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდეს

საქართველოს სახალხო დამცველი შეაფასებს პარლამენტის მიერ საბოლოოდ დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სარჩელით მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები შესაძლოა, წინააღმდეგობაში მოვიდეს როგორც გამოხატვის თავისუფლების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან, ისე საქართველოს კონსტიტუციასთან.„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საქართველოს პარლამენტში ამჟამად მიმდინარე საკანონმდებლო პროცესს, რომლის ფარგლებში განიხილება შვიდ საკანონმდებლო აქტში, მათ შორის, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ინიციირებული ცვლილებები.როგორც დღეს საზოგადოებისთვის საკომიტეტო განხილვის დროს გახდა ცნობილი, პირველი მოსმენის შემდეგ, საკანონმდებლო პაკეტში გარკვეული ცვლილებები შევიდა და კიდევ უფრო გაფართოვდა დასჯად ქმედებათა ჩამონათვალი. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებად ცხადდება „ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“.სახალხო დამცველის მოსაზრებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები შესაძლოა, წინააღმდეგობაში მოვიდეს როგორც გამოხატვის თავისუფლების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან, ისე საქართველოს კონსტიტუციასთან და შექმნას დაწესებული შეზღუდვების ზედმეტად ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობა.გამომდინარე აქედან, საქართველოს სახალხო დამცველი შეაფასებს პარლამენტის მიერ საბოლოოდ დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სარჩელით მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს“, – ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.

ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არარეგისტრირებული საწარმოები გამოავლინეს.ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ფიზიკური პირი ლ. ა.-ს (მის: გრიგოლ ხანძთელის ქ. N11, ბოლნისი) რძის გადამამუშავებელ საწარმოში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინეს. ბიზნესოპერატორი საქმიანობდა სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე და არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში; პროდუქტები იწარმოებოდა ტექნოლოგიური პროცესისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით, პასტერიზაციისა და სათანადო დეზინფექციის გარეშე. სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ დაილუქა რძის შემცველი პროდუქტები, ეგრეთ წოდებული „ერბო“, „ნადუღი“, „კარაქი“,  ასევე გამოვლინდა საეჭვო წარმომავლობის რძე და აღდგენილი რძე (რძის ფხვნილი).ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში, ფიზიკური პირი ლ. ჯ. ყველს ამზადებდა არალეგალურ საწარმოში, რომელსაც არ ჰქონდა სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარება, ასევე არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა მიკვლევადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და არ იცავდა ეტიკეტირების მოთხოვნებს.აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა შპს ,,თეთრი დათვიც“ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში. ობიექტში გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები - სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა.გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდა და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

პიტერ სიიარტომ მარკო რუბიოს ბუდაპეშტში ვიზიტს უნგრეთისა და აშშ-ის ურთიერთობებში ახალი ოქროს ხანის დასაწყისი უწოდა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს შეხვედრა გაიმართა.„ახალი ოქროს ხანა უნგრეთისა და აშშ-ის ურთიერთობებში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბუდაპეშტში“, – წერს სიიარტო სოციალურ ქსელში და შეხვედრის ფოტოს აქვეყნებს.ამასთან, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში სიიარტო აცხადებს, რომ ბუდაპეშტი „ყველანაირად უჭერს მხარს ამერიკულ სამშვიდობო ინიციატივებს“.სიიარტოს თქმით, აშშ-ის მხარდაჭერის წყალობით, უნგრეთი კომუნალური გადასახადების შემცირებას აგრძელებს.ცნობისთვის, მარკო რუბიო ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით 15 თებერვალს ჩავიდა. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სლოვაკეთში იმყოფებოდა. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა „Corso Italia“-ს ახალი თაობის მაღაზიის ინტერიერის კონცეფცია შეიმუშავეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინტერიერის დიზაინის მიმართულებით გამოცხადებული კონკურსის - „Corso Italia - Next Gen“ გამარჯვებული ორი პროექტი გამოავლინეს. საუკეთესოდ აღიარებული პროექტები შესრულებულია ორ-ორი სტუდენტის ავტორობით; თეა ჯელაძე და გიორგი ჭანიძე; ლალი სალუქვაძე და გუგა ნაცვლიშვილი.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, საკონკურსო პირობების თანახმად, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებმა „Corso Italia“-ს ახალი თაობის მაღაზიის ინტერიერის კონცეფცია დაამუშავეს. პროექტი საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა კომპანია „ICR ტრეიდთან“ პარტნიორობით განახორციელა.დაჯილდოების ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საუკეთესო სტუდენტური ნამუშევრები: ნახაზები, ესკიზები და ფერში შესრულებული 3-განზომილებიანი ვიზუალიზაციის ვერსიები.როგორც სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა აღნიშნა, მსგავსი ღონისძიებები, რომლებიც სტუდენტების მხრიდან პრაქტიკულ ჩართულობასა და პასუხისმგებლობის ამაღლებას მოითხოვს, მნიშვნელოვანად აუმჯობესებს სასწავლო პროცესის ხარისხს. პროფესორმა ნუგზარ ხვედელიანმა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა „ICR ტრეიდის“ ხელმძღვანელობას და პარტნიორობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.„კონკურსებში მონაწილეობით სტუდენტები თავიანთ იდეებს, ხედვებსა და პროფესიულ ამბიციებს რეალურ პროექტებად აქცევენ. „Corso Italia - Next Gen“-ის ფარგლებში წარმოდგენილმა ნამუშევრებმა კიევ ერთხელ ნათლად დაგვანახა ჩვენი სტუდენტების შემოქმედებითი პოტენციალი, თანამედროვე დიზაინერული აზროვნების დონე და ის პასუხისმგებლობა, რომლითაც ახალგაზრდები რეალურ ბიზნესამოცანებს ეკიდებიან.მსგავსი ფორმატის ღონისძიებები მნიშვნელოვნად ამაღლებს სასწავლო პროცესის ხარისხს, რადგან სტუდენტები უშუალოდ ეცნობიან პროფესიულ გარემოს, სწავლობენ კონკრეტულ ბრენდთან მუშაობას და რეალური დამკვეთის მოთხოვნების გათვალისწინებას. ეს პროცესი მათთვის ფასდაუდებელი გამოცდილებაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობაში.ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესთან თანამშრომლობა, რაც უნივერსიტეტსა და ინდუსტრიებს შორის მყარ კავშირებს აყალიბებს. მადლობას ვუხდი კომპანია „ICR ტრეიდს“ ნდობისა და ჩართულობისთვის. დარწმუნებული ვარ, პარტნიორობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და კიდევ არაერთ საინტერესო, ინოვაციურ და სტუდენტებზე ორიენტირებულ პროექტს განვახორციელებთ“, - ამბობს ნუგზარ ხვედელიანი.რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით დამსწრე საზოგადოებას მიესალმა სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა ბუაჩიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორი მსხვილი კომპანიების რიცხვს „ICR ტრეიდ ჯგუფი“ შეემატა. მისი თქმით, მსგავსი ტიპის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია უნივერსიტეტისა და მისი სტუდენტებისთვის.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ სასწავლო პროცესი თანამედროვე მოთხოვნებთან იყოს თანხვედრაში. მსგავსი კონკურსები საშუალებას გვაძლევს, საგანმანათლებლო პროგრამები კიდევ უფრო მეტად გავხადოთ პრაქტიკულზე ორიენტირებული და სტუდენტებს შევთავაზოთ ისეთი გამოცდილება, რომელიც აუდიტორიის სივრცეს სცდება. „Corso Italia - Next Gen“-ის პროექტმა ნათლად აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია სწავლისა და რეალური სამუშაო პროცესის ერთმანეთთან დაახლოება. სტუდენტები სწავლობენ იდეიდან ჯერ კონცეფციის, შემდეგ კი დასრულებული ვიზუალური გადაწყვეტილების შემუშავებას, რაც ახალგაზრდების პროფესიონალებად ჩამოყალიბებისთვის ასე მნიშვნელოვანია. სწორედ მსგავს ფორმატებში იძენს უნივერსიტეტი თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას, რომელიც მომავალ სპეციალისტებს რეალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად ამზადებს“, - აღნიშნავს ზაზა ბუაჩიძე.კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვა კომპანია „ICR ტრეიდის“ დამფუძნებელმა კახა ხაზარაძემ. ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს მადლობა გადაუხადა კომპანიის დირექტორმა ნანი ანდიაშვილმა. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, „ICR ტრეიდ ჯგუფი“ დიდ როლს ანიჭებს ისეთი კონკურსების ჩატარებას, რომლებიც სტუდენტებს შემოქმედებითი რეალიზაციის შესაძლებლობას უქმნის და ამასთან ერთად, მათ კარიერულ განვითარებაზე აისახება.

ბაჩო ახალაია – ეს ხელისუფლება არის დასამხობი, რაც შეიძლება სწრაფად და სასტიკად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი გზით

მე პირადად ვთვლი, რომ ეს ხელისუფლება არის დასამხობი, რაც შეიძლება სწრაფად და სასტიკად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი გზით, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომაზე განაცხადა.ახალაიას თქმით, თავისუფლების მოსაპოვებლად ეს არის ერთადერთი გზა.„ჩვენ გვაქვს ამის გაკეთების ლეგიტიმური უფლება. ჩვენ შორის ყველაზე კეთილსინდისიერებს გვაქვს ვალდებულება, რომ ივანიშვილი დავამხოთ. მე გეუბნებით, ივანიშვილი დასამხობია. ძალაა გამოსაყენებელი ყველა მოძალადე პოლიციელის წინააღმდეგ, ვინც ქალებს და ბავშვებს აპატიმრებს, ცემს და წიხლს ურტყამს. ყველა შენობა გვებრძვის ჩვენ, თქვენ ყველას. პარლამენტიდან, კანცელარიიდან, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოსაყრელია ყველა თვითმარქვია უზურპატორი. ეს არის გასაკეთებელი და ეს გაკეთდება“, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით 2025 წლის 25 დეკემბერს დააკავა. ახალაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბოლო სიახლეები