ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024

VIDEO: „სალომე ზურაბიშვილი, არ სცემს პატივს კონსტიტუციას, კანონებს, მან იძულებული გახადა პარლამენტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიემართა…“ – ხათუნა ხოფერია

„სალომე ზურაბიშვილი, არ სცემს პატივს კონსტიტუციას, კანონებს, მან იძულებული გახადა პარლამენტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიემართა მისი ასეთი კონსტიტუციისადმი დამოკიდებულების გამო…“ – ამის შესახებ ხათუნა ხოფერიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

„ის ათავისუფლებს ადამიანებს ისე, რომ არავის უდასტურებს რა მოხდა და რა დაედო ბრალად მკვლელების გათავისუფლებას და ა.შ. ახლა  დავდექით ფაქტის წინაშე, რომ ქალბატონი სალომე თავის სტატუსს, პრეზიდენტის სტატუსს და პრეზიდენტის სიტყვასაც არ სცემს პატივს“ – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შვედეთის პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით ვიქტორ ორბანის განცხადების კრიტიკის გამო, უნგრეთის საგარეო უწყებაში შვედეთის ელჩი დაიბარეს

უნგრეთის საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროში შვედეთის ელჩი დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ცნობილია, რომ ელჩის დაბარება შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის მიერ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის კრიტიკას მოჰყვა. საქართველოში ვიზიტით მყოფმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული. ორბანის განცხადებას კრისტერსონი გამოეხმაურა და თქვა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი შვედეთის ან სხვა ევროპული ქვეყნების სახელით არ საუბრობს, არამედ, შესაძლოა, საუბრობდეს რუსეთის სახელით. შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ ელჩი უნგრეთის საგარეო უწყებაში იყო დაბარებული. „ჩვენ გვაქვს კონტაქტი უნგრეთთან ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში. ორმხრივი დიალოგი არის მნიშვნელოვანი და ურთიერთობების ბუნებრივი ნაწილი“, – განაცხადა მან.

გივი მიქანაძე: ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არჩევნების ლეგიტიმურობას, ვალდებულია სამართალდამცავ ორგანოებს წარუდგინოს მტკიცებულება, მხოლოდ განცხადებების გაკეთება და პასუხისმგებლობისგან “ხელის დაბანა” არ გამოვა

ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ცესკომ მიმართა პროკურატურას, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მძიმე ბრალდებები გაჟღერდა სალომე ზურაბიშვილისა და სხვა ადამიანების მხრიდან," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, გივი მიქანაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა მისი თქმით, ოპოზიციამ უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით შესაბამისი მტკიცებულებები წარმოადგინოს. "ოპოზიციას მოსწონს თუ არ მოსწონს, ისინი უნდა დაემორჩილონ საქართველოს კანონმდებლობას და იმ რეგულაციებს, რაც ქვეყანაში არის დადგენილი. წინასწარ უნდობლობას რომ უცხადებენ სამართალდამცავ ორგანოებს თუ შეთავაზებულ კონკრეტულ ფორმატებს, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მათ წარსადგენი არაფერი არ აქვთ. 2021 წელს სწორედ "ქართული ოცნების" ინიციატივით, პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, მე ვიყავი ამ კომისიის თავმჯდომარე და არაერთი მოწოდების მიუხედავად, ისინი არ შემოვიდნენ კომისიაში და, უფრო მეტიც, ერთი კონკრეტული მტკიცებულებაც კი არ წარმოადგინეს დარღვევებთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ფიზიკურად ასეთი არ არსებობდა. ახლაც იგივე სურათით მივდივართ. ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ცესკომ მიმართა პროკურატურას, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მძიმე ბრალდებები გაჟღერდა სალომე ზურაბიშვილისა და სხვა ადამიანების მხრიდან. მათ განაცხადეს, რომ არჩევნები გაყალბდა, ამიტომ თუ ეს ასეა, ნება იბოძონ, მიბრძანდნენ პროკურატურაში ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აცხადებს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას, ვალდებულია, რომ ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან და წარუდგინოს მტკიცებულება, რომელიც ამას რაიმე ფორმით მაინც ადასტურებს. მხოლოდ განცხადებების გაკეთება და შემდგომში პასუხისმგებლობისგან "ხელის დაბანა" არ გამოვა, იმიტომ რომ აქ საუბარი არის საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობაზე. მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ პირველ რიგში, ჩვენი ინტერესი არის ყველა საკითხი იქნას დეტალურად გამოძიებული, რომ არ დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი, როგორც ჩვენს საზოგადოებაში, ასევე ჩვენს პარტნიორებში. არჩევნები შედგა, ამას აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება და ეუთო/ოდირის მიერ გაკეთებული განცხადება პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ არჩევნები შედგა და ეს იყო კონკურენტუნარიანი არჩევნები," - განაცხადა გივი მიქანაძემ.

კახა კახიშვილი: აუცილებელია კონსტიტუციას დაემატოს, რომ პრეზიდენტად შეიძლება გახდეს საქართველოში დაბადებული ადამიანი, რომელსაც ბოლო 15 წელი მაინც უწყვეტად უცხოვრია საქართველოში

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, კახა კახიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავს საქართველოს მოქალაქედ არ თვლის. როგორც კახა კახიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ აღნიშნა, აუცილებელია საქართველოს კონსტიტუციას დაემატოს, რომ საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება გახდეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში დაბადებული ადამიანი, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბოლო 15 წელი მაინც უწყვეტად უცხოვრია საქართველოში. „რასაც მე ვაკვირდები, ამ პროცესებმა, ამ ქალბატონის მოღვაწეობას, მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს კონსტიტუციაში კი წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე და ძალიან ბუნდოვნად წერია, რომელსაც უცხოვრია 15 წელი მაინც საქართველოში. ჩემი აზრით, აუცილებელია დაემატოს, რომ საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება გახდეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში დაბადებული ადამიანი, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბოლო 15 წელი მაინც უწყვეტად უცხოვრია საქართველოში. ეს ადამიანი არ თვლის თავს საქართველოს მოქალაქედ. ეს ადამიანი, თქვენ ხომ ნახეთ პირველ განცხადებაში, როდესაც ოპოზიციასთან ერთად გამოვიდა და განცხადება გააკეთა. ეს ხომ არის პრეზიდენტი, მესმის, რომ ოპოზიცია შენთან მოვიდა, თქვა, რომ იცი რა, გაგვიყალბეს, ის ქნეს, ეს ქნეს, შენ თუ ხარ არბიტრი, დრო მაინც ხომ გჭირდება, ელემენტარული დრო მაინც, რომ ეს ყველაფერი, რა ინფორმაციაც მიიღე, იმას მოუყარო თავი, დაჯდე შენს მრჩევლებთან ერთად, ანალიზის შედეგად გააკეთო განცხადება და გახსოვთ რა სიტყვები თქვა? მე ამ ქვეყანაში იმიტომ არ ჩამოვსულვარო. ისიც კი არ თქვა, რომ მე ჩემს სამშობლოში არ ჩამოვსულვარო. მე ამ ქვეყანაში იმიტომ არ ჩამოვსულვარო, ანუ, გვამადლის კიდეც მის ჩამობრძანებას, მაგრამ როგორ უყურებს ამ ქვეყანას? ამ ქვეყანას უყურებს როგორც შესაძლებლობების ქვეყანას, თანამდებობრივი შესაძლებლობების ქვეყანას“, - განაცხადა კახა კახიშვილმა. მისივე თქმით, არჩევნების შედეგებზე იყო დამოკიდებული პრეზიდენტის შემდგომი კარიერა. „მეორე თემა. ჩვენ რომ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილი ავანგარდში დგას ამ არჩევნების გაყალბების საკითხზე. ვინმეს ეჭვი გეპარებოდათ? იმიტომ, რომ ამ არჩევნების შედეგებზე იყო დამოკიდებული სალომეს შემდგომი კარიერა. თქვენ იცით, რომ იმ შემთხვევაში, ოპოზიციას რომ მოეგო, როგორც მინიმუმ პრემიერობა უნდოდა ან პრეზიდენტობა. ახლა, „ქართული ოცნების“ გამარჯვების პირობებში ვერც პრეზიდენტი გახდება, ვერც პრემიერი. სამწუხაროდ, ასი ხმაც არ არის, რომ იმპიჩმენტით წავიდეს, მაგრამ ფაქტია, რომ არანაირი კარიერული წინსვლა მას აღარ ექნება და ვერც გააგრძელებს ამ საქმიანობას. ამიტომაც ახლა ცეცხლზე ნავთს ასხამს იმისთვის, რომ გააღვივოს ეს პროცესები, რამენაირად მოხდეს ქვეყანაში ესკალაცია, გადატრიალება, რომ კვლავ რაღაცნაირად იქნებ ვინმემ შესთავაზოს. სხვა საკითხია, როგორ გგონიათ ოპოზიციაში არ იციან მისი რთული ხასიათი? ადამიანი, რომელიც ასე განუდგა იმ გუნდს, რომელმაც ფაქტობრივად გახადა პრეზიდენტი და იმ გუნდს უღალატა ასე. შეიძლება წამოხვიდე გუნდიდან, არაფერია გამორიცხული, მაგრამ ასე უღალატო, რომ ფაქტობრივად გაიმეტო ძალიან ცუდი რაღაცისთვის, ეს ხომ ხასიათზე მეტყველებს. ის ადამიანებიც ხომ ხედავენ, ამათ თუ უღალატა ხვალ ჩვენ რას გვიზამსო. ამიტომაც იყო, რომ არ გამოაცხადებინეს მთავრობის შემადგენლობა არჩევნებამდე, იმიტომ, რომ მიხვდნენ, ამას ახლა გარანტიები რომ მისცენ, შენ იქნები პრემიერიო, შემდეგ ამათ დაერეოდათ. თქვენ იცით ძალიან კარგად, სამწუხაროდ, მისი მძიმე ხასიათი ხომ?“, - თქვა კახა კახიშვილმა.

პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი: 1984 წელს დაბადებული რ.ი. და 1990 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულებმა, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობისას, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს №69-ე საარჩევნო უბანზე, კანონმდებლობის დარღვევით ყუთში საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეს.აღნიშნული ფაქტის გამო, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით №69-ე საარჩევნო უბანზე შეწყდა კენჭისყრა და კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,სამართალდამცველებმა რ.ი. და ე.ი. ბრალდებულის სახით დააკავეს.დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 164 -ე ტერცია მუხლით მიმდინარეობს, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობს.

დონალდ ტრამპი – ჯო ბაიდენმა ჩვენს მხარდამჭერებს ნაგავი უწოდა, ჩემი პასუხი მარტივია, შენ ვერ უხელმძღვანელებ ამერიკას, თუ არ გიყვარს ამერიკელები, ვერ იქნები პრეზიდენტი, თუ...

ჩემი მხარდამჭერები გაცილებით მაღალი დონის არიან, ვიდრე თაღლითი ჯო ბაიდენის მხარდამჭერები, – ამის შესახებ რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საპასუხოდ, რომელმაც მის მხარდაჭერებს ნაგავი უწოდა. „ჯო ბაიდენმა ბოლოს და ბოლოს თქვა, რასაც ის და კამალა ფიქრობენ ჩვენს მხარდამჭერებზე. ბაიდენმა მათ ნაგავი უწოდა. ისინი ამას გულწრფელად ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ, უდავოდ, ჩემი მხარდამჭერები გაცილებით მაღალი დონის არიან, ვიდრე თაღლითი ჯო ბაიდენის მხარდამჭერები. ჩემი პასუხი ჯოსა და კამალას მიმართ ძალიან მარტივია: შენ ვერ უხელმძღვანელებ ამერიკას, თუ არ გიყვარს ამერიკელები. უბრალოდ ვერ შეძლებ და ვერ იქნები პრეზიდენტი, თუ გძულს ამერიკელი ხალხი“, – აღნიშნა ტრამპმა. ამასთან, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი კონკურენტი და დემოკრატების კანდიდატი კამალა ჰარისი არ არის შესაფერისი შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტისთვის.

ბოლო სიახლეები