კვირა, თებერვალი 23, 2025

VIDEO: საბადურში მანქანა ხევში გადავარდა – რა ხდება ადგილზე ამ წუთებში

საბადურში მანქანა ხევში გადავარდა.

ამ წუთებში ადგილზე ათობით ადამიანი მანქანის ამოყვანას ცდილობს.

ნახეთ კადრები ადგილიდან 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გაეროში აშშ-მა რუსეთ-უკრაინის ომზე ალტერნატიული რეზოლუცია დააინიციირა, რომელსაც ამ ეტაპზე ერთადერთი მხარდამჭერი და სპონსორი ჰყავს და ეს ქვეყანა საქართველოა! – ზურაბ ქადაგიძე

“ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, აშშ-ის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ გაეროში ინიციირებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. მისი განცხადებით, შეერთებული შტატების მიერ ინიციირებულ ალტერნატიულ რეზოლუციას, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მხარდამჭერი და სპონსორი ჰყავს საქართველოს სახით. “გაეროში აშშ-მ რუსეთ-უკრაინის ომზე ალტერნატიული რეზოლუცია დააინიციირა, რომელსაც ამ ეტაპზე ერთადერთი მხარდამჭერი და სპონსორი ჰყავს და ეს ქვეყანა საქართველოა!!!” - წერს ქადაგიძე.

ვოლოდიმირ ზელენსკი – მზად ვარ, დავტოვო თანამდებობა უკრაინაში მშვიდობის ან ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზადაა, დატოვოს თანამდებობა უკრაინაში მშვიდობის ან ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესსკონფერენციაზე განაცხადა. „თუ ეს უკრაინისთვის მშვიდობას ნიშნავს, თუ თქვენ ძალიან გჭირდებათ, რომ მე დავტოვო ჩემი თანამდებობა, მაშინ მზად ვარ. მეორე ამბავი – შემიძლია, ეს ნატო-ზე გავცვალო, თუ ასეთი პირობები არსებობს. პირდაპირ ვამბობ, რომ ამაზე დიდხანს არ ვისაუბროთ“, – ასე უპასუხა ზელენსკიმ ჟურნალისტის კითხვას, მზად არის თუ არა, დატოვოს პრეზიდენტის პოსტი, თუ ეს მშვიდობას მოიტანს. ზელენსკიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ის კონცენტრირებულია უკრაინის უსაფრთხოებაზე დღეს და არა 20 წლის შემდეგ და არ აპირებს ათწლეულების განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნას. „ამიტომ ეს, ალბათ, ჩემი ფოკუსი და სანუკვარი ოცნებაა“, – თქვა ზელენსკიმ. ნატო-ზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ალიანსის წევრობა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება. „ნებისმიერ შემთხვევაში, ვიღაცას უნდა ეს თუ არ უნდა, მხარს უჭერს ამ იდეას თუ არა – მაგიდაზე ეს თემა დევს. და უსაფრთხოების გარანტიებისა და მოლაპარაკებების მაგიდაზე ეს თემა იქნება. არ ვიცი, რით დასრულდება მოლაპარაკებები, მაგრამ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ შემთხვევაში მაგიდაზე ეს იქნება. ამის განხილვა, ალბათ, პარტნიორებთან ერთად მოგვიწევს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ გავიგოთ, რომ ეს არ არის მოლაპარაკებების მაგიდა, რომელზეც უკრაინას იწვევენ, ეს ჩვენი მაგიდაა, რადგან ომი უკრაინაშია. ეს ჩვენ ვიწვევთ პირველ რიგში ჩვენს ევროპელ ლიდერებს, რადგან ომი უკრაინაშია, და ჩვენ ვართ ამ კონტინენტის – ევროპის, ევროკავშირის მომავლის განუყოფელი ნაწილი”, – განაცხადა ზელენსკიმ. მან ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპა და აშშ უნდა იყვნენ. „ჩვენ გვსურს ომის დასრულება, და პარტნიორებსაც სურთ ეს. პარტნიორებს სურთ, რომ იქ რუსეთი იყოს, და რუსეთი იქ იქნება. მართლა მჯერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს სურს და დაგვეხმარება ამ ომის დასრულებაში, მაგრამ მშვიდობა ძალის გამოყენებით უპირველეს ყოვლისა საკუთარი ძალის რუსეთისკენ მიმართვაა“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

როდემდე გაგრძელდება უამინდობა?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან  ძლიერი. სანაპირო რაიონებში ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაწევა. რუსთავში 24 თებერვალს ღამის განმავლობაში -5 გრადუსია, ხოლო დღის განმავლობაში +3, მოსალოდნელია თოვაც.25 თებერვალი - ღამე -3, დღე +1. 26 თებეევალი ღამე -3, დღე +4, მოსალოდნელია თოვა.

ომის სამი წელიწადი: უკრაინელი ბავშვების ცხოვრებაში სიკვდილი რეალობაა

უკრაინაში ყოველი მეხუთე ბავშვი ამბობს, რომ ომის ესკალაციის შემდეგ, ოჯახის ახლო წევრი ან მეგობარი დაკარგა. გაერო-ს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი) აღნიშნავს, რომ „ომმა სიკვდილი და ნგრევა უკრაინელი ბავშვების ცხოვრების განუყრელ ნაწილად აქცია“. პორტუგალიის ტელე-რადიო მაუწყებლის ახალი ამბები (RTP News) დევიდ არაუჯო - პორტუგალიის ტელე-რადიო მაუწყებელი (RTP) 21 თებერვალს გამოქვეყნებულ იუნისეფის ანგარიშში ნათქვამია: „2024 წელს უკრაინის ომში მოკლული ბავშვების რაოდენობა, 2023 წელთან შედარებით, 50 პროცენტზე მეტით გაიზარდა. 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული, საერთო ჯამში, 2520-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა ან დაშავდა“. უკრაინაში ომის მესამე წელი ბავშვებისთვის კიდევ უფრო მომაკვდინებელი გახდა, ვიდრე წინა ორი წელი იყო. თუმცა, გაერო-ს ბავშვთა ფონდის შეფასებით, რეალური მაჩვენებელი უფრო მაღალია, „რადგან ანგარიშში შესულ მონაცემებში მხოლოდ გაერო-ს მიერ დადასტურებული დაღუპული ბავშვების სტატისტიკაა ასახული“. „ბოლო სამი წლის განმავლობაში, 1600-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება და თითქმის 790 სამედიცინო დაწესებულება დაზიანდა ან მთლიანად განადგურდა“, - ნათქვამია დოკუმენტში. უკრაინის ომმა ბავშვებსა და მოზარდებს შორის სერიოზული დანაკარგები და გაჭირვება გამოიწვია, რამაც მათ განვითარებასა და კეთილდღეობაზე უდიდესი უარყოფითი გავლება მოახდინა. „სამი წლის პერიოდში მიღებული ცხოვრებისეული გამოცდილება ღრმა კვალს ამჩნევს ბავშვების ჯანმრთელობასა და სწავლას, მთელი მათი ცხოვრების განმავლობაში. უკრაინაში კი ბავშვებს ამ სამი წლის მანძილზე მხოლოდ ომი უნახავთ. მშობლები აღნიშნავენ, რომ მათი შვილები თავს გამოფიტულად გრძნობენ როგორც ფიზიკურად,ისე ემოციურად, რაც ოჯახურ ცხოვრებაზეც აისახება“, - წერს იუნისეფი. გარდა ამისა, სამწლიანი ომის შედეგად, დაზიანდა ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის აუცილებელი ძირითადი სერვისები. ამიტომ, უკრაინაში მოზარდობის ასაკი განსაკუთრებით მძიმე პერიოდია. იზოლაცია ფსიქიკურ ჯანმრთელობას აუარესებს „როგორც მოზარდების თითქმის მესამედმა განაცხადა, თავს ისე სევდიანად ან უიმედოდ გრძნობნენ, რომ ჩვეული აქტივობები შეწყვიტეს. ასეთი განწყობები უფრო ხშირად გოგონებში ფიქსირდება“, - ნათქვამია მოხსენებაში. უკრაინაში ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს იზოლაცია ამძიმებს. ბევრი ბავშვი საათობით იმყოფება სარდაფებსა და თავშესაფრებში, რის გამოც კომუნიკაციისა და სწავლის შესაძლებლობას კარგავს. ბავშვების დაახლოებით 40% მხოლოდ დისტანციურად სწავლობს ან ესწრება როგორც ღია, ასევე დისტანციურ გაკვეთილებს. იუნისეფის შეფასებით, „ომმი მოზარდების ცოდნაზე ძალიან უარყოფითი გავლენა მოახდინა: კითხვის უნარ-ჩვევებში ბავშვები საშუალოდ ორი წლით, მათემატიკის უნარ-ჩვევებში კი ერთი წლით ჩამორჩნენ“. გაერო-ს ბავშვთა ფონდი უკრაინელ პარტნიორებთან მუშაობს „ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი დახმარების უზრუნველსაყოფად, რაც გულისხმობს ჯანდაცვის, სუფთა წყლის, ფულადი დახმარების, განათლებისა და ბავშვთა დაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას ფრონტის წინა ხაზთან ახლოს მდებარე რეგიონებში“. ამ მიზნით, „მან შეაკეთა და აღადგინა წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელები, ასევე უზრუნველყო ბავშვებიანი ოჯახების წვდომა საწვავზე და ტანსაცმელზე, რათა მძიმე ზამთრის პირობებში, მათ გათბობის საშუალება ჰქონოდათ“. ამავდროულად, იუნისეფი მუშაობს ვლადიმირ ზელენსკის მთავრობასთან, რათა „მხარი დაუჭიროს ქვეყნის გრძელვადიან აღდგენას და განვითარებას სოციალური ერთობის შენარჩუნებით, ბავშვებისა და მათი ოჯახების მომსახურების სისტემების გაძლიერებით, ასევე ბავშვების სოციალური დაცვის უზრუნველყოფით და მათთვის ჯანდაცვისა და განათლების დროული და ხარისხიანი სერვისების მიწოდებით“. 6.8 მილიონზე მეტი დევნილი ამჟამად მსოფლიოში რეგისტრირებულია 6,86 მილიონი უკრაინელი დევნილი, რომელთაგან თითქმის მილიონი პოლონეთში ცხოვრობს. პორტუგალიაში 46 823 უკრაინელი დევნილია, რომელთაგან 19 პროცენტი (10 393 პირი) არასრულწლოვანია. დევნილი ბავშვებისთვის სწავლასთან ხელმისაწვდომობა გამოწვევად რჩება, რადგან სასკოლო ასაკის დევნილთა ნახევარი ჩარიცხული არ არის მიმღები ქვეყნების ეროვნული განათლების სისტემებში, რაც გავლენას ახდენს მათ შესაძლებლობაზე, ისწავლონ და ურთიერთობა ჰქონდეთ თანატოლებთან, ასევე განავითარონ ის ძირითადი უნარები, რომლებიც საკვანძო იქნება ომის შემდგომ უკრაინის აღდგენისთვის. ძალადობა შიშსა და ტანჯვას იწვევს „სიკვდილი და ნგრევა, ძალიან დიდი ხანია, უკრაინელი ბავშვების ცხოვრებაში მუდმივ რეალობად იქცა“, - განაცხადა იუნისეფის აღმასრულებელმა დირექტორმა, კეტრინ რასელმა. „ძალადობის ასეთი მაღალი დონე უზარმაზარ შიშსა და ტანჯვას იწვევს და ბავშვის ცხოვრების ყველა ასპექტს არღვევს“, - აღნიშნა მან. კეტრინ რასელის თქმით, „ბავშვები ყოველთვის უნდა იყვნენ დაცული ომის შედეგებისგან, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების შესაბამისად“. „უკრაინელ ბავშვებს, ყველაზე მეტად, მდგრადი მშვიდობა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების შესაძლებლობა სჭირდებათ “, - დასძინა იუნისეფის აღმასრულებელმა დირექტორმა.

„როიტერი“ – სერგეი ლავროვი უკრაინის ომის დასრულების თაობაზე აშშ-ის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების განსახილველად ხვალ თურქეთში ჩავა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხვალ თურქეთში ჩავა. როგორც „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, ლავროვი თურქეთში უკრაინის ომის დასრულების თაობაზე აშშ-ის ოფიციალურ პირებთან გამართული მოლაპარაკებების განსახილველად და ასევე იმის გასარკვევად ჩავა, თუ როგორ შეუძლია ანკარას ამ პროცესში წვლილის შეტანა. ლავროვის ვიზიტი ემთხვევა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის სამი წლის თავს. ამასთან, წყაროს თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასა და სირიაში არსებულ ვითარებას განიხილავს. თურქულმა წყარომ განაცხადა, რომ მხარეები განიხილავენ ნაბიჯებს „დიპლომატიური ძალისხმევით სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, აშშ-სა და რუსეთს შორის ბოლოდროინდელ კონტაქტებს და წვლილს, რომელიც თურქეთს შეუძლია, შეიტანოს ამ პროცესში“.

ბოლო სიახლეები