გაეროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ გომაში არსებული ციხიდან გაქცეულმა პატიმრებმა 150-ზე მეტი პატიმარი გააუპატიურეს და ცოცხლად დაწვეს.
გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის სპიკერმა სეიფ მაგანგომ განუცხადა „სიენენს“, რომ უმეტესობა 165 პატიმარი ქალიდან, რომლებიც გააუპატიურეს გაქცეულმა პატიმარმა, ამ უკანასკნელთა მიერ ციხის შენობისთვის ცეცხლის წაკიდების შედეგად გაჩენილი ხანძრის დროს დაიღუპა.
მაგანგომ, რომელიც ციტირებს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სასამართლო სისტემაში არსებულ წყაროს, დასძინა, რომ 9-დან 13-მდე ქალი პატიმარი, გადაურჩა ხანძარს, „ყველა მათგანი ასევე გააუპატიურეს“.
„ჩვენ დამოუკიდებლად არ გადაგვიმოწმებია სასამართლო ჩინოვნიკის მიერ მოწოდებული ცნობა, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს ცნობა სანდოა, – ამბობს მაგანგო.
გაეროს მიერ დაფინანსებული რადიო „ოკაპის” ცნობით, მამაკაცი პატიმრები, რომელთაგან ზოგიერთი ციხის მცველებმა მოკლეს, გეგმავდნენ მასობრივ გაქცევას 27 იანვარს, როდესაც მეამბოხეთა ალიანსი ქალაქ გომას კონტროლისთვის ებრძოდა.
ქალაქ კომაში არსებული მუზენზის სატუსაღოდან, რომელიც ამჟამად სრულიად ცარიელი და განადგურებულია, იმ დღეს 4000-ზე მეტი პატიმარი გაიქცა.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის კომუნიკაციების მინისტრმა პატრიკ მუიაამ დაადასტურა 165 ქალის გაუპატიურება.
„მთავრობა უმკაცრესად გმობს ამ ბარბაროსულ დანაშაულს”, – განუცხადა მან „სიენენს“.
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში კონფლიქტთან დაკავშირებული მკვლელობები და მასობრივი გაუპატიურებები ათეული წლებია გრძელდება. პარასკევს, გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა განაცხადა, რომ მიიღო შეტყობინებები სექსუალური ძალადობის სხვა შემთხვევების შესახებ, რომელშიც მონაწილეობდნენ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმია და მისი მოკავშირე ძალები.
ვიძიებთ ცნობებს 52 ქალი გააუპატიურეს კონგოელი ჯარისკაცების მიერ სამხრეთ კივუში 52 ქალის გაუპატიურების, მათ შორის ჯგუფურად გაუპატიურების შესახებ,- განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელმა ჯერემი ლოურენსმა.