პარასკევი, მარტი 28, 2025

USAID-ი რომ დაიხურა, ახლა აქ შექმნეს რაღაც ფონდები და აქედან უნდათ, რომ კვებონ ეს რადიკალური პროცესები – გურამ მაჭარაშვილი

ჩვენი თუ არ სჯერათ დაუჯერონ ამერიკის პრეზიდენტს, რომელმაც თქვა, რომ ეს ფონდები – USAID-ი, NED-ი, სამწუხაროდ, აფინანსებდნენ რადიკალურ პროცესებს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. USAID-ის დახურვის შემდეგ შექმნეს რაღაც ფონდები და აქედან უნდათ, რომ კვებონ ეს რადიკალური პროცესები, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.

„ჩვენი თუ არ სჯერათ დაუჯერონ ამერიკის პრეზიდენტს, რომელმაც თქვა, რომ ეს ფონდები – USAID-ი, NED-ი, სამწუხაროდ, აფინანსებდნენ რადიკალურ პროცესებს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის რევოლუციურ სცენარებს საქართველოში. USAID-ი რომ დაიხურა, ახლა აქ შექმნეს რაღაც ფონდები, დაარქვეს იქ „ნანუკას ფონდი“, იმის ფონდი და აქედან უნდათ, რომ კვებონ ეს რადიკალური პროცესები. როდესაც სახელმწიფოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით, ამ პროცესებს რომ აფინანსებ, ეს ბუნებრივი მომენტია, რომ, რა თქმა უნდა, გამოძიებას ამ ფონდთან გარკვეული კითხვები ექნება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

დაყადაღებული ფონდები მმართველი გუნდის შეფასებით არეულობას აფინანსებდნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით, ფონდები ქველმოქმედების საფარქვეშ ძალადობას ახალისებდნენ. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ისევ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე ჰოსპიტალიზებულია

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე ჰოსპიტალიზებულია. „როიტერის“ ცნობით, როგორც ბუკინგემის სასახლის განცხადებაშია აღნიშნული, ამის მიზეზი სიმსივნის მკურნალობის გვერდითი მოვლენები გახდა.ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ მეფე ჩარლზ მესამეს მოუწია სამ ელჩთან შეხვედრის გადადება, ასევე საჯარო ღონისძიებების გაუქმება.დიდი ბრიტანეთის მეფეს, ჩარლზ მესამეს სიმსივნე გასული წლის თებერვალში დაუდგინდა. ბუკინგემის სასახლეს არ გაუვრცელებია განცხადება იმის შესახებ, თუ რა ტიპის სიმსივნე აქვს მეფეს.

აშშ-ის მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას უბრძანა, ჯგუფურ ჩატში გაგზავნილი ყველა შეტყობინება შეინახოს

აშშ-ის მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას უბრძანა, შეინახოს Signal-ის ჩატში გაგზავნილი ყველა შეტყობინება.როგორც „როიტერი“ წერს, აშშ-ის ოლქის მოსამართლემ, ჯეიმს ბოასბერგმა ტრამპის ადმინისტრაციას უბრძანა, შეინარჩუნოს Signal-ის ჩატში 11 მარტიდან 15 მარტამდე გაგზავნილი შეტყობინებები, სადაც იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ თავდასხმის გეგმები განიხილებოდა. ჯგუფურ ჩატში იმყოფებოდნენ აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი მაიკ უოლცი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.შეგახსენებთ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა ჟურნალ The Atlantic-ის რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი შემთხვევით დაამატა ჯგუფურ ჩატში, სადაც ეროვნული უსაფრთხოების გუნდი იემენში „ჰუსიტებზე“ საჰაერო დარტყმების გეგმებს განიხილავდა.

მწერენ ფართოდ გაახილე თვალებიო…ა ბატონო, გავახილე ფართოდ თვალები-თემა რომელსაც ძალიან ვარიდებდით თავს მაგრამ უკვე გაუსაძლისია

16 წლის მარიამ კოხრეიძეს, რომელსაც ცოტა ხნის წინ, თურქეთში უმნიშვნელოვანესი ოპერაცია გაუკეთეს, საზოგადოება უკვე კარგად იცნობს.მარიამის გულშემატკივრებს მის ვიდეოებს ყოველდღიურად უზიარებს ცნობილი ფოტოგრაფი დავით ოქროპილაშვილი, იგივე „დანტესი“, რომელიც მარიამის ოჯახის წევრებთან ერთად, თავადაც თურქეთში იმყოფება.დავით ოქროპილაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეოს ავრცელებს, სადაც წერს, რომ ლანა, რომელიც კადრებში ხშირად ჩანს და მარიამს უვლის მხოლოდ მისი მეგობარია.ამასთან, დავითის თქმით, ლანა მარიამის დეიდაშვილია და მასთან ერთად ამიტომ იმყოფება თურქეთში.„თემა რომელსაც ძალიან ვარიდებდით თავს მაგრამ უკვე გაუსაძლისია.ა ბატონო, გავახილე ფართოდ თვალები.დიდი მადლობა მაგრამ ვმეგობრობთ მე და ლანა…და ცოტა უხერხული ხომ არ არის მსგავსი კომენტარები თქვენი მხრიდან?ვიცი რომ ყველაფერი კარგი გინდათ ჩვენთვის მარა…“, – წერს დავით ოქროპილაშვილი.ნახეთ ვიდეო.

„როიტერის“ ცნობით, წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეზე პროკურატურამ ნიკოლა სარკოზისთვის 300 000 ევროს ოდენობით ჯარიმა და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა

წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეზე პროკურატურამ ნიკოლა სარკოზისთვის 300 000 ევროს ოდენობით ჯარიმა და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის ბრალად ედება ლიბიის ყოფილი პრეზიდენტისგან თანხის უკანონოდ მიღება, რომლითაც მან თავისი პირველი საპრეზიდენტო კამპანია დააფინანსა.პროკურორებმა სარკოზი და მისი რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი, მათ შორის თანამდებობის პირები, კლოდ გეანტი და ბრის ჰორტეფუ დაადანაშაულეს ლიბიის ყოფილ პრეზიდენტთან, მუამარ კადაფისთან „წარმოუდგენელი, უპრეცედენტო, მიუღებელი“ შეთანხმების მიღწევაში.პროკურორებმა მოითხოვეს სარკოზისთვის 300 000 ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდა და შვიდწლიანი პატიმრობა. სარკოზიმ არაერთხელ განაცხადა, რომ უდანაშაულოა და გააგრძელებს ბრძოლას სიმართლისთვის.

მარკო რუბიო აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა, სულ მცირე, 300 უცხოელ სტუდენტს ვიზა გაუუქმა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-მა გააუქმა, სულ მცირე, 300 უცხოელი სტუდენტის ვიზა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევის ფარგლებში, რომელიც მიმართულია უნივერსიტეტებში პროპალესტინელი დემონსტრანტების შეჩერებისკენ.„ამ ეტაპზე, შესაძლოა, 300-ზე მეტი იყოს. ჩვენ ამას ყოველდღე ვაკეთებთ, ყოველი ასეთი „გიჟის” აღმოჩენისთანავე“,- განაცხადა რუბიომ.რუბიოს თქმით, სტუდენტებს ვიზა ეძლევათ მხოლოდ განათლების მისაღებად და „არა სოციალური აქტივიზმისთვის, რომელიც ანგრევს უნივერსიტეტის კამპუსებს“.„თუ თქვენ მოტყუებით მიიღებთ ვიზას, ხოლო შემდეგ ჩაერთვებით ასეთი სახის ქმედებებში, ჩვენ გავაუქმებთ მას“,- განაცხადა რუბიომ.მანამდე, თეთრმა სახლმა ასევე გააუქმა 400 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება კოლუმბიის უნივერსიტეტს. ასშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ უნივერსიტეტი ვერ ებრძოდა ანტისემიტიზმს თავის კამპუსში და აღნიშნა, რომ სხვა უნივერსიტეტებსაც გაუუქმებდა დაფინანსებას.

ბოლო სიახლეები