United Airlines-ის თვითმფრინავი Boeing 787, რომელიც ლოს-ანჯელესიდან შანხაიში მიფრინავდა, იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო, რადგან თვითმფრინავის ერთ-ერთ პილოტს პასპორტი დაავიწყდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
თვითმფრინავი ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტიდან, შაბათ,ს დაახლოებით ღამის 2 საათზე აფრინდა. ბორტზე 257 მგზავრი და ეკიპაჟის 13 წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი ჩრდილო-დასავლეთით, წყნარი ოკეანის გავლით, ჩინეთის უდიდეს ქალაქში მიემართებოდა.
FlightAware-ის ვებ-გვერდის თანახმად, თვითმფრინავი აფრენიდან დაახლოებით 2 საათში მოტრიალდა და სან-ფრანცისკოში გადამისამართდა, სადაც დაახლოებით საღამოს 5 საათზე დაეშვა.
“პილოტს, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა არ ჰქონდა პასპორტი. ჩვენ გამოვყავით ახალი ეკიპაჟი, რომლებმაც ჩვენი კლიენტები დანიშნულების ადგილამდე იმ საღამოსვე ჩაიყვანეს. მანამდე, კლიენტებს კვების ტალონები და კონპენსაცია გადაეცათ”, – აღნისნულია ავიაკომპანიის განცხადებაში.