შაბათი, აპრილი 4, 2026

Tik-Tok-ის დამფუძნებელი საგანგებო მიმართვას ავრცელებს

Tik-Tok-ის დამფუძნებელი საგანგებო მიმართვას ავრცელებს.

TikTok-ის CEO-მ, შოუ ზი ჩიუმ, ვიდეო მიმართვაში მადლობა გადაუხადა აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, კომპანიის მხარდასაჭერად გამოჩენილი ძალისხმევისთვის და იმ გადაწყვეტილების პოვნისთვის, რომელიც აპლიკაციის აშშ-ში დარჩენას უზრუნველყოფს.

კომპანიას ვადა აქვს, რომ გაწყვიტოს კავშირი ჩინეთში დაფუძნებულ მშობელ კომპანიასთან, ByteDance-თან, ან შეწყვიტოს ფუნქციონირება აშშ-ში, რათა აღმოფხვრას ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეებთან დაკავშირებული საფრთხეები.

ნახეთ ვიდეო მიმართვა ⇓

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„წვიმა და ზოგან თოვლი“ – ამინდის პროგნოზი 6 აპრილის ჩათვლით

4 აპრილს - შაბათს დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლჭყაპი, ზოგან ძლიერი და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ღამით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +8, +13°, დღისით +12, +17°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +8, +13°; მაღალმთაში ღამით 0, +5°, დღისით +4, +9°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი და  ელჭექი. დასავლეთის ქარი  10-15 მ/წმ,  ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +8, +13°, დღისით +14, +19°; მთაში ღამით +2, +7°, დღისით +9, +14°;  მაღალმთაში ღამით -2, +3°,  დღისით +3, +8°.5 აპრილს - კვირასდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონშიხანმოკლე წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +6, +11°, დღისით +11, +16°; მთაში ღამით +4, +9°, დღისით +9, +14°; მაღალმთაში ღამით -2, +3°, დღისით  +5, +10°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი.  დასავლეთის ქარი 10-15  მ/წმ, ზოგან ძლიერი 22-27 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +6, +11°, დღისით +9,+14°, ზოგან +20°-მდე;  მთაში ღამით +1, +6°, დღისით +10, +15°; მაღალმთაში ღამით -2, +3°, დღისით +5, +10°.6 აპრილს - ორშაბათსდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში  ხანმოკლე წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +7, +12°, დღისით +11, +16°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +10, +15°; მაღალმთაში ღამით -1, +4°, დღისით  +6, +11°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი.  დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +6, +11°, დღისით +10,  +15°, ზოგან +20°-მდე; მთაში ღამით +2, +7°, დღისით +11, +16°; მაღალმთაში ღამით -2, +3°, დღისით +7, +12°.

ზვიად შალამბერიძე – ყველა არჩევნების წინ ოპოზიციის გაერთიანების ილუზია იქმნებოდა, მათ არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვთ

ოპოზიციაში, საბედნიეროდ, თავიანთ წარსულს და იმ წყენებს ვერ ივიწყებენ, რაც ერთმანეთის მიმართ აქვთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.მისი თქმით, ყველა არჩევნების წინ ოპოზიციის გაერთიანების ილუზია იქმნებოდა.„გვახსოვს, როგორი ილუზია იქმნებოდა ყველა არჩევნების წინ ოპოზიციის გაერთიანების. ისიც კარგად გვახსოვს, მათი გაერთიანების პროცესი თუ როგორ სრულდებოდა – არჩევნებამდე ან ერთად ვერ მიდიოდნენ, ან არჩევნების შემდეგ იშლებოდნენ. არქივია იმის, ცოტა ხნის წინ ერთამანეთს როგორ მოიხსენიებდნენ. ქართულმა საზოგადოებამ მათი ერთიანობის ეფექტი კარგად დაინახა. გაერთიანდებიან თუ არა, არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვთ, რაც არ უნდა იძახონ, მომავალი მთავრობა არიან და რაც არ უნდა ასეთი ზღაპრები მოჰყვნენ. შეუძლიათ, ასეთი ზღაპრები თავიანთ პარტნიორებს მოუყვნენ“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

სამი თვე საქართველოში დიპლომატიის გზა…დიპლომატია არ არის პრივილეგია…ეს არის პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე- ირანის ელჩი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

,,დიპლომატები, როგორც წესი, სტუმრობენ სამინისტროებს — განსაკუთრებით საგარეო საქმეთა სამინისტროს — ასევე სახელმწიფო უწყებებსა და სამთავრობო ოფისებს, ეკლესიებს, მეჩეთებს, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრებს, სამედიცინო დაწესებულებებს, კვლევით და კულტურულ ორგანიზაციებს, უცხოურ საელჩოებს, მუნიციპალიტეტებს, პარტიათა ოფისებს, ოპერებს, თეატრებს, სასაფლაოებს, კინოთეატრებს, მუზეუმებს, სტადიონებს, ტურისტულ ცენტრებს, ბაზრებსა და სავაჭრო ზონებს, ქარხნებსა და სამრეწველო-სასოფლო-სამეურნეო კომპლექსებს და ბევრ სხვა ადგილსა და რეგიონს.მათი მიზანი დროის გატარება არ არის; იქ იმისთვის მიდიან, რომ გაიცნონ და ესაუბრონ სახელმწიფო მოხელეებს, სასულიერო პირებს, პარტიათა წარმომადგენლებს, მერებს, ჟურნალისტებს, ბიზნესმენებს, ინვესტორებს, სამხედროებს, მწერლებს, პოეტებს, ხელოვანებს, მუსიკოსებს, არქიტექტორებს, ფერმერებს, რეჟისორებს, მკვლევრებს, მეცნიერებს, ბანკირებს, სპორტსმენებს, მებაღეებს, გრაფიკოსებს, მოქანდაკეებს, ხელოვნების წარმომადგენლებს, სასტუმროების მფლობელებს და საბოლოოდ იმ ქვეყნის ფართო საზოგადოებას, სადაც ისინი მსახურობენ. დიპლომატებს ევალებათ, ღრმად შეიცნონ ის ქვეყანა, სადაც არიან მივლინებულნი; და ამავე დროს, წარმოაჩინონ საკუთარი ქვეყნის პოლიტიკა, კულტურა, ისტორია, საზოგადოება, ხელოვნება, ეკონომიკა, რელიგია, სპორტი, მრეწველობა და სოციალური ცხოვრება. მათ უნდა დაამყარონ სამეცნიერო და საგანმანათლებლო, რელიგიური და სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური, კულტურული და ხელოვნების, სპორტული, სამრეწველო, სავაჭრო და ლიტერატურული ურთიერთობები ორ ერს შორის. დიპლომატები საელჩოში არ სხედან მხოლოდ იმისთვის, რომ ჩაი ან ყავა მიირთვან და ფანჯრიდან ქუჩას უყურონ.ასევე ისინი არ არიან მივლინებულნი მხოლოდ იმისთვის, რომ ისარგებლონ დიპლომატიური პრივილეგიებით. მათ არ უნდა მოახდინონ საზოგადოების დაყოფა, არ უნდა ჩაერთონ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საკითხებში.დიპლომატებმა უნდა ისაუბრონ გამჭვირვალედ საკუთარი ქვეყნის მდგომარეობაზე, მის შესაძლებლობებსა და საფრთხეებზე. საელჩო უნდა იყოს დიალოგისა და ურთიერთობების განვითარების გზების ძიების ადგილი. დიპლომატი ვალდებულია, მუდმივად იყოს კავშირში იმ ქვეყნის საზოგადოებასთან, სადაც ის იმყოფება, და იყოს მათთვის ინფორმაციის გამზიარებელი. ის უნდა იყოს ხალხისა და ხელისუფლების გვერდით როგორც სიხარულში, ისე მწუხარებისას. სწორედ ამ საფუძველზე მსურს აღვნიშნო, რომ ამ სამი თვის განმავლობაში, რაც მაქვს პატივი ვიმყოფებოდე საქართველოში, ვეცადე მრავალი ასეთი ადგილი მომენახულებინა და ეს პასუხისმგებლობა პრაქტიკაში განმეხორციელებინა. ჩემი ჩამოსვლის პირველივე დღეს, კოლეგებთან ერთად მივედი პროფესორ ჯემშიდ გიუნაშვილის საფლავზე, რომელიც იყო საქართველოს პირველი ელჩი ირანში. ცნობილი ქართველი ირანისტის — პროფესორ ნომადი ბართაიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, მის სახლში მივედი და ოჯახს გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადე. მისი უწმინდესობის, ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ, ზღვა ხალხთან ერთად ავედი სამების საკათედრო ტაძრის კიბეებზე. მისი გარდაცვალების პირველივე საათებში, ამ დიდი სულიერი ლიდერის ნეშტთან, სამძიმარი გამოვუცხადე როგორც ეკლესიის ოფიციალურ წარმომადგენლებს — მათ შორის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, მიტროპოლიტ შიო მუჯირს — ასევე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს: პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და სხვა ოფიციალურ პირებს. ამ სამი თვის განმავლობაში ვესტუმრე ეკლესიებსა და მეჩეთებს, ვესაუბრე მედიას ჩემი კომპეტენციისა და ინფორმაციის ფარგლებში. იმ საკითხებზე, რომლებიც არ ვიცოდი ან რომლებიც ირანის სახელმწიფოს პასუხისმგებლობას არ წარმოადგენდა, დუმილი ვარჩიე. არაერთხელ ვიყავი საგარეო საქმეთა სამინისტროში და სხვა უწყებებში, ასევე ბაზრებსა და მუზეუმებში, შევხვდი ბიზნესმენებსა და ხელოვანებს, ვეწვიე უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებს, ასევე მეურნეობებსა და სამრეწველო ზონებს და მქონდა დიალოგი საზოგადოების სხვადასხვა ფენასთან. რატომ? იმიტომ, რომ მჯერა — დიპლომატმა ხალხთან ერთად უნდა იცხოვროს. ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კარი დღესაც გავაღეთ, რათა ქართველ ხალხს ჰქონდეს შესაძლებლობა, ჩვენთან ერთად პატივი მიაგოს წარმოშობით ქართველი ირანელებისა და სხვათა ხსოვნას, რომლებიც თავდასხმებსა და აგრესიას ემსხვერპლნენ. ეს არ ყოფილა ოფიციალური მოწვევა — ეს გახლდათ საერთო ადამიანური მომენტი. ისევე როგორც ირანელი ხალხი და სახელმწიფო იდგნენ საქართველოს გვერდით დამოუკიდებლობის შემდეგ მძიმე წლებში, ან როდესაც 2006 წლის მძიმე ზამთარში საქართველოს გაზის მიწოდებით დაეხმარნენ. ჩვენ სამი ათასი წლის განმავლობაში ერთად ვცხოვრობდით,და მომავალშიც ერთად ვიქნებით. გეოგრაფიამ და ისტორიამ ჩვენი ბედი ერთმანეთთან დააკავშირა''-წერს ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი

შალვა პაპუაშვილი – გასაგებია ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა, მაგრამ საქართველო არ არის მოედანი, სადაც შეიძლება, ქვეყნებმა ერთმანეთთან ურთიერთობები არკვიონ

საქართველო არ არის მოედანი, სადაც შეიძლება, ქვეყნებმა ერთმანეთთან ურთიერთობები არკვიონ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ყველასთვის ცხადია საქართველოს მშვიდობის პოლიტიკა.„საქართველო არ არის მოედანი, სადაც შეიძლება, ქვეყნებმა ერთმანეთთან ურთიერთობები არკვიონ. გასაგებია, რომ ამის სურვილი თუ ამოცანაცა, გასაგებია ირანსა და ამერიკას შორის არსებული დღევანდელი ურთიერთობაც, თუმცა ყველას მიმართ მოწოდება მექნებოდა, საქართველოს ტერიტორია და საქართველოში ყოფნა არ იყოს გამოყენებული ერთმანეთში ურთიერთობების გასარკვევად. ყველასთვის ცხადია საქართველოს მშვიდობის პოლიტიკა. ამ კრიზისულ სიტუაციაში, ისევე როგორც უკრაინასთან დაკავშირებით იქნებოდა თუ სხვა კრიზისებისა და ომების დროს, რომლებიც, სამწუხაროდ, ჩვენ გარშემო ხშირად ხდებოდა, ხდება და ისეთი პირი უჩანს, მომავალშიც იქნება, ჩვენთვის მთავარია, საქართველომ ყველა ეს პროცესი მშვიდობიანად გაიაროს. ხედავთ, რომ შესაბამისი ინსტრუმენტებით, პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, დიალოგით და საუბრებით ამას ვაღწევთ და დღეს წარმატებული ქვეყანა ვართ ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კახა კალაძე – უსამშობლო მოღალატეები გარედან ფინანსდებოდნენ, რომ საპატრიარქოს, ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ

უსამშობლო მოღალატეები წლების განმავლობაში ფულს იღებდნენ, რომ საპატრიარქოს, პატრიარქის, ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.მისი თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს და აფასებს, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.„ხომ ხედავთ, ვისგან ისმის კრიტიკა – უსამშობლო მოღალეტეებისგან და აგენტურისგან, ადამიანებისგან, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგებიან ჩვენს საპატრიარქოს. ამაში ჩართულები იყვნენ წლების განმავლობაში, ფულს იღებდნენ, გარედან ფინანსდებოდნენ, რომ საპატრიარქოს, პატრიარქის, ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არაფერი გამოუვიდათ. ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს, გრძნობს და აფასებს. კარგად ვიცით, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას და სარწმუნოებას სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბოლო სიახლეები